სიახლეები საგადახდო მომსახურების ლიდერი - თიბისი ფეი 15 წლისაა 2023, 8 ნოემბერი, 14:47 დაარსებიდან 15 წლის შემდეგ თიბისი ფეი დღეში 150, 000 ათასამდე ტრანზაქციას ამუშავებს და ყოველთვიურად 800, 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მხოლოდ 2008 წელს შეიქმნა, მაშინ, როცა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ციფრული გადახდები ჯერ კიდევ სიახლე იყო. 15 წელია საგადახდო მომსახურების ბაზარი და თიბისი ფეი ერთად იზრდება და ვითარდება. გარემო ძალიან კონკურენტულია, მომხმარებელი კი მომთხოვნი. დღეს მომხმარებელი ეძებს სისწრაფეს, კომფორტსა და მოქნილობას. სწორედ ამიტომ, თიბისი ფეის მიზანია, მომხმარებლებს ყოველდღიური გადახდები გაუმარტივოს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. ჩასარიცხი აპარატებით, ვებგვერდითა და მობილური აპლიკაციით გადახდა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. თიბისი ფეი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია. ამჟამად კომპანიის ანგარიშზე ირიცხება 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე ციფრული პლატფორმებიც. წინა წლებში თუ კომპანია მხოლოდ ფიზიკურ პირებზე იყო ორიენტირებული, ახლა კორპორაციულ კლიენტებსაც აძლევს გადახდების მიღების შესაძლებლობას. რთულია ისეთი სერვისის პოვნა, რომელიც თიბისი ფეის სისტემაში არ არის. დღესდღეობით, ჩართული სერვისების რაოდენობა 1, 000-ს აღემატება. კომპანიას პანდემიის დროსაც არ შეუჩერებია ზრდა და, პირიქით, თანამშრომლების რაოდენობა გააორმაგა კიდეც. ტრადიციულად, კომპანიის ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება თანამშრომლებისა და მომხმარებლების კმაყოფილებას. თიბისი ფეის სამომავლო გეგმაა, შეუქმნას კიდევ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი გადახდების შესაძლებლობა მომხმარებლებსა თუ პარტნიორებს. R 1 1-ს მოსწონს
|