შოუბიზნესი წყლის ორი წვეთივით მსგავსი ვარსკვლავები 2023, 18 ნოემბერი, 11:14 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ამბობენ, რომ ადამიანს შვიდი ორეული ჰყავს. ზოგიერთი მათგანი ვერასოდეს ხვდება თავის მსგავსს, ზოგი კი ერთმანეთს პირადად იცნობს. დღევანდელ სტატიაში გაჩვენებთ იმ მსგავს ვარსკვლავებს, რომლებიც სხვადასხვა ადამიანია, მაგრამ წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ერთმანეთს. წყლის ორი წვეთივით მსგავსი ვარსკვლავები1. აარონ პოლი და ტომ ფელტონი. 2. იენ სომერჰოლდერი და ჩეის კროუფორდი. 3. კეტი პერი და ზოე დეშანელი. 4. ლეონარდო დი კაპრიო და ჯეკ ნიკოლსონი. 5. მარგო რობი და ჯეიმი პრესლი. 6. რასელ ქროუ და ბენჯამინ მაკენზი. 7. ტომ ჰარდი და ლოგან მარშალ გრინი. 8. ხავიერ ბარდემი და ჯეფრი დინ მორგანი. 9. ჰელენ მირენი და ჯენიფერ ლოურენსი. 10. ჰიტ ლედჯერი და ჯოზეფ გორდონ-ლევიტი. 11. ელაიჯა ვუდი და დენიელ რედკლიფი. 12. ჯენა ფიშერი და ემი ადამსი. 93 3-ს მოსწონს
|