x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
წარსულის სილამაზის 15 სტანდარტი, რომლებიც მეტყველების უნარს წაგართმევთ

image


დღესდღეობით გოგონები დიდ ფულსა და ძალისხმევას არ იშურებენ ეფექტურად რომ გამოიყურებოდნენ და სილამაზის სტანდარტებსაც რომ შეესაბამებოდნენ, მაგრამ ის, თუ რაზე უწევდათ სილამაზის გამო წარსული ეპოქის ქალებს წასვლა უბრალოდ არცერთ ლოგიკაში არ ჯდება. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ წარსულის სილამაზის 15 სტანდარტი, რომელიც თავისი აბსურდულობით შოკში ჩაგაგდებთ.




1. რენესანსის ეპოქა - გაპარსული შუბლი


image



რენესანსის ეპოქაში არაბუნებრივად მაღალი, მომრგვალებული შუბლი ლამაზად ითვლებოდა, ამიტომ თითქმის ყველა გოგონა თმას შუბლის ზემოთ იპარსავდა, სწორედ მაშინ გახდა მოდური წამწამების სრული არარსებობაც, ამიტომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები წამწამებს რეგულარულად იცლიდნენ.





2. მეორე მსოფლიო ომი - დახატული კოლგოტები


image



მეორე მსოფლიო ომის დროს ქალის შიშველი ფეხები უხამსობის მწვერვალად ითვლებოდა, ხოლო კოლგოტებისთვის კი ფული ყველას არ ჰყოფნიდა. სწორედ ამ მიზეზით ქალების უმეტესობა ფეხებს სპეციალური საღებავით იღებავდა, რაც კოლგოტის ილუზიას ქმნიდა. შეძლებულებს საღამოს ფეხებიდან საღებავის ჩამობანა შეეძლოთ, რათა კანისთვის სუნთქვის საშუალება მიეცათ, გაჭირვებული გოგონები კი მას მანამდე ატარებდნენ, სანამ საღებავი თავად არ გადავიდოდა, გაუგებარი ნივთიერებით მოხატვა ბევრს ალერგიას აძლევდა.






3. ფეხების დაბინტვა ჩინეთში


image


ჩინურ ტრადიციებში მინიატურული ქალის ტერფი ლამაზად ითვლებოდა. ციურ იმპერიაში ფეხების დაბინტვა მე-13 საუკუნეში დაიწყო - 5 წლის გოგონებს ტერფებს მჭიდროდ უბინტავდნენ, რათა ფეხი ზომაში არ გაზრდოდათ. ამან ძვლებისა და სახსრების საშინელი დეფორმაცია გამოიწვია, ბევრი სიარულის უნარს საერთოდ კარგავდა, თუმცა სილამაზე როგორც წარმატებულად გათხოვების შესაძლებლობა უფრო მნიშვნელოვანი იყო.





4. ძველი მაიას ტომის წარმომადგენლები თავის ქალას ფორმას უცვლიდნენ


image


მაიას სილამაზის შესახებ კერძოდ კი, თავის ქალის ფორმაზე საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა, მისი აზრით, ხაზი ცხვირის წვერიდან თხემამდე მაქსიმალურად თანაბარი უნდა ყოფილიყო, რაც ადამიანის ანატომიას სრულიად ეწინააღმდეგებოდა. ბავშვობიდან პატარებს შუბლისა და საფეთქლების არეში თავს თოკით მჭიდროდ უკრავდნენ ან დაფებით უხვევდნენ. გამომდინარე იქიდან რომ წვრილი ძვლები უმნიშვნელო ზეწოლითაც კი ფორმას ადვილად იცვლის, სამი წლის ასაკში საჭირო იდეალი მიღწეული თითქმის ყველა მათგანში იყო.






5. ძველი ჩინეთი - ხელის თითებზე ფრჩხილების გაზრდა



image


ცინის დინასტიის ქალები და კაცები ფრჩხილებს იზრდიდნენ - და თან რაც უფრო გრძელი იყო ფრჩხილის სიგრძე, მით უკეთესი. იმ დროს გრძელი ფრჩხილების პატრონი ბრძენ ადამიანად ითვლებოდა! ანუ რაც უფრო გრძელი იყო ფრჩხილი, მით უფრო ბრძენი იყო თავადაც. უმაღლესი კლასის წევრები გრძელი ფრჩხილების მეშვეობით ღმერთებთან საუბრობდნენ, რაც უმრავლესობის აზრით, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის შეუძლებელი იყო. გრძელი ფრჩხილები საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მაჩვენებელი იყო და სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენდნენ, გრძელი ფრჩხილები ადამიანის კეთილშობილურ წარმომავლობაზე მიუთითებდა, რომელსაც ჰყავდა მსახურები, რომლებიც მისთვის ყველაფერს აკეთებდნენ - რეცხავდნენ, ასუფთავებდნენ, აცმევდნენ და აჭმევდნენ კიდეც.






6. ძველი საბერძნეთი - გადაბმული წარბები


image



ძველ საბერძნეთში მონოწარბები არისტოკრატული წარმოშობის ნიშნად ითვლებოდა, ხოლო ვისაც მსგავსი ნატურალური წარბები არ ჰქონდა, ცდილობდა ისინი ნახშირით დაეხატა ან თუნდაც შუბლზე ჩიტის ბუმბულის ბუსუსები მიეკრა.






7. კბილების დაქლიბვა რენესანსის ეპოქაში


image


რენესანსი შუბლის გაპარსვასა და წარბების ამოქნევაზე არ შეჩერებულა და გოგონებისგან ამჯერად კბილების დამოკლებაც მოითხოვა! მოდას აყოლილი ლამაზმანები ემალს ისე იქლიბავდნენ რომ წინა კბილების ფორმა კვადრატისებრი გამხდარიყო.






8. მამაკაცური ფეხები


image


შუა საუკუნეებში ფეხებით ქალების ნაცვლად უფრო მამაკაცები ტრაბახობდნენ, რომლებიც თოვლივით თეთრ წინდებს ატარებდნენ, იმ პერიოდში განვითარებული წვივის კუნთები სილამაზის იდეალად ითვლებოდა, ამიტომ ბევრი ჯენტლმენი წვივის სპეციალურ ბალიშებსაც კი იყენებდა.






9. დასაკრავი ხალები


image


მამაკაცებს მე-18 საუკუნეში ქალების სოციალური მდგომარეობის შეფასება მათი ხალების მიხედვით შეეძლოთ, რომლებსაც მოდის მოყვარულები სახეზე იხატავდნენ, თუ ქალს ხალი ზედა ტუჩზე ჰქონდა ეს ნიშნავდა რომ ის ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით არანაირ წინადადებას არ ელოდა, მარცხენა ლოყაზე კი მისი არსებობა იმაზე მიუთითებდა რომ ქალი ქვრივი იყო.





10. "სისხლძარღვოვანი" დეკოლტე


image


მე-17 საუკუნის ინგლისში მოდაში იყო ღრმა დეკოლტე, საიდანაც მკერდის ფერმკრთალ კანზე სისხლძარღვები მოჩანდა, ამიტომ ქალები ხშირად კისერზე, მკერდსა და მხრებზე ვენების დასახატად ლურჯ ფანქარს იყენებდნენ.






11. პირსინგი დედოფალ ვიქტორიას მმართველობის პერიოდის ინგლისში


image


ვიქტორიანულ ეპოქაში მკერდის ფორმის გასაუმჯობესებლად ქალის დვრილის პირსინგს ხშირად იყენებდნენ, განსაკუთრებით პოპულარული ის მოდურ ქალბატონებში იყო, ვიქტორიანული ეპოქის ინგლისის ექიმები ძუძუთი კვების გასაადვილებლად ქალებს დვრილებზე პირსინგის გაკეთებას ურჩევდნენ.






12. იაპონია, XIII-XVIII სს კბილების შავად შეღებვა


image


იაპონიაში ხუთი საუკუნის მანძილზე გათხოვილი ქალის გაუთხოვარი ქალისგან გარჩევა რთული არ იყო. ოჯახურ მდგომარეობას ღიმილი ავლენდა: ქორწინებისთანავე იაპონელი ქალები კბილებს შავად იღებავდნენ.






13. ჩინეთი ტანის დინასტიის დროს


image


ალბათ, ამ ეპოქაში იყო ყველაზე რთული ქალისთვის ლამაზმანად ქცევა. გოგონას უნდა ჰქონოდა თხელი ფიგურა, ვიწრო ტერფები, მინიატურული თხელი ხელები და... რაც შეიძლება დიდი ლოყები, რათა სახეს სწორი წრის ფორმა მისცემოდა. აი, ეს იყო გამოწვევა თუ იყო!






14. წარბების დახატვა ჩინეთში


image


ქალები ბუნებრივ წარბებს უმოწყალოდ იქნევდნენ, ხოლო მათ ნაცვლად შუბლის ზედა ნაწილზე საღებავით ახალს იხატავდნენ, ამასთან ფორმას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა: სწორედ წარბების ფორმის მიხედვით განისაზღვრებოდა ქალის განწყობა. სპეციალური ინსტრუქციებიც კი არსებობდა როგორ უნდა დაეხატათ "სევდიანი", "ბედნიერი", "შემბრალებელი", "მებრძოლი", "მორჩილი" და "მოკრძალებული" ხასიათის წარბები.




15. "რეგულირებადი" კორსეტები მე-19 საუკუნის ევროპაში


image


სხვადასხვა ხარისხის არაკომფორტული კორსეტების ხანგრძლივი დომინირების შემდეგ მოდაში ეგრეთ წოდებული "რეგულირებადი" კორსეტები შემოვიდა, რომელთა ამოცანაც მკერდს შორის მანძილის გაზრდა იყო.









0
488
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
488