x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"სასაცილო არაფერია კაცის ცემაში... მოძალადე - ქალიც დასასჯელია და კაციც"-ბაია პატარაია

image

"ეს ვიდეო ჩამიგდეს. ცოლისგან ნაცემი კაცისა და მკითხეს, დადგმული ხო არააო? ეს თუ დადგმულია, ოსკარი გადაეცით. რეალურს გავს და მინდა გითხრათ, რომ სასაცილო არაფერია კაცის ცემაში. მოძალადე - ქალიც დასასჯელია და კაციც და ცემა-ტყეპა რომ არ შეიძლება, კაცმაც უნდა შეიგნოს და ქალმაც.
image

ამ კაცს საფარი • Sapariს დახმარება თუ სჭირდება, მიეცით ჩვენი ნომერი 599407603. დავაკვალიანებთ და მივხედავთ, რომ არავინ დასცინოს და არავინ სცემოს. მაგ დაცინვის გამო, კაცები საერთოდ მალავენ ყველა თავის პრობლემას. ისევ საზოგადოებას უმალავენ, რადგან ეგეც სტერეოტიპია, რომ კაცზე ძალადობა არ არსებობს და რომ კაცი თუა, მარტო უნდა გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. ხოდა არაა ეგ სწორი. სწორედაც რომ პოლიციას უნდა მიმართოს ამ კაცმა და პოლიციაში რომ აბუჩად არავინ აიგდოს, მაგასაც მიხედვა უნდა და მაგას მაინც მივხედავთ.
image
კი, ქალებშიც არსებობენ მოძალადეები, ცოტა, მაგრამ არიან.
image
პ.ს. სხვა თემაა, მაგრამ აქვე დავწერ, რომ ისიც მარაზმია, პოლიცია რომ ეხლა აზერბაიჯანელ ქალებს დაერია და სულ დედებს აპატიმრებს ადრეულ ქორწინებაზე. გადაწყვეტილების მიმღებ კაცს ვერ ხედავს მთელ სანათესაოში - თან ისეთ საზოგადოებაში, სადაც მართლა კაცები იღებენ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
image
პ.პ.ს. უკვე საჯაროა და ძალიან ბევრი ნახვა აქვს, მხოლოდ ამიტომ ვაზიარებ ამ ვიდეოს."-წერს სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი და ფემინისტი ბაია პატარაია.

0
375
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0