x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
გლამურული ცხოვრების უეცარი დასასრული: Playboy-ის ვარსკვლავების ტრაგიკული ბედი
image


რამდენიმე წლის წინ "პლეიბოის" სამყარო 33 წლის მოდელის ეშლი მეთინგლის თვითმკვლელობის სრულიად შემზარავმა ამბავმა მოიცვა. ის არ გახლავთ პირველი ლამაზმანი, რომელმაც ასეთი ტრაგიკული ბედი გაიზირა. მოდელები, რომლებიც ყველაზე გავლენიანი და პოპულარული გამოცემის გარეკანზე წლების განმავლობაში ბრწყინავდნენ, მოულოდნელად ბოროტი ბედისწერის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, დატოვეს რა თავიანთი ახლობლებისა და გულშემატკივრების გულებში დიდი ტკივილი და მოუშუშებელი იარა. "Playboy"-ის ზოგიერთი ლამაზმანის ტრაგიკული ბედი მათივე ფანებისთვის მართლაც რომ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ზოგიერთი მოდელი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, ზოგიც სასტიკი მკვლელის მსხვერპლი გახდა, აი, ზოგმა კი სიცოცხლე საკუთარი ხელით დაასრულა.







სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა


image


ეშლი მეთინგლი "თვის გოგონა" 2011 წლის მარტში გახდა. 2020 წლის 16 აპრილს კი 33 წლის მოდელი საკუთარ სახლში, ტეხასში გარდაცვლილი იპოვეს. ეშლიმ თავი მოიკლა, სიკვდილამდე კი ჩანაწერი დატოვა.


image



ლამაზმანი წლების განმავლობაში ალკოჰოლიზმითა და ნარკოდმოკიდებულებით იტანჯებოდა. მოდელის ოჯახმა მისი გარდაცვალება მტკივნეულად გადაიტანა, პოლიცია გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას დღემდე აგრძელებს.





სასტუმროს ფანჯრიდან 7 წლის ვაჟთან ერთად გადახტა


image



2018 წლის მაისში სტეფანი ადამსმა შვიდი წლის შვილი ჯერ ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ კი თავადაც გადახტა. 47 წლის მოდელი ყოფილ მეუღლესთან პატარა ვინსენტის მეურვეობისთვის დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, ვერაფერს რომ ვერ გახდა მან ჯერ ბავშვი 25-ე სართულიდან გადმოაგდო, რომელსაც უკან თავადაც მიჰყვა.



image


პოლიციამ მათი ცხედრები სასტუმროს უკანა ეზოში იპოვა. ორმაგმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. სტეფანიმ "თვის გოგონას" ტიტული 1992 წლის ნოემბერში მიიღო. მოგვიანებით ის მწერალი გახდა, და ასევე კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელ კომპანიასაც ფლობდა.






დაასახიჩრეს და ჩემოდანში ჩატენეს


image



ჟასმინ ფიორე ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ დაახრჩვეს, ბოლოს კი სხეული სასტიკად დაუსახიჩრეს. 28 წლის მოდელის ცხედარი 2009 წლის აგვისტოს, კალიფორნიის ერთ – ერთ ჩიხში, ნაგვის ურნაში მდებარე ჩემოდანში მოთავსებული აღმოაჩინეს.



image


"Playboy"–ის ყოფილ ვარსკვლავს ჰქონდა თითები მოჭრილი, კბილები კი დაძრობილი. პოლიციამ მისი იდენტიფიცირება მხოლოდ სილიკონის მკერდის იმპლანტანებზე დატანებული სერიული ნომრით შეძლო. ლამაზმანის ცხედრის აღმოჩენიდან მალევე პოლიციამ მკვლელობაში ბრალი მის მეუღლეს, 32 წლის რაიან ჯენკინსს წარუდგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის კანადაში სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მან ცოლი მოკლა, შემდეგ კი მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების მიზნით თავი მოიკლა.





ავტოკატასტროფა მაღალი სიჩქარით


image


ჯეინ მენსფილდი მერლინ მონროსთან საოცარი მსგავსებითა და უზადო, დახვეწილი სხეულით გამოირჩეოდა. "Playboy"- ის მოდელი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების სილამაზისა და სექსუალურობის ეტალონად ითვლებოდა. ჯეინი იყო პირველი მსახიობი, რომელმაც ჰოლივუდურ ფილმში სრულიად შიშველმა ითამაშა.


image


გოგონას სიცოცხლე 34 წლის ასაკში მოულოდნელად შეწყდა. მანქანა, რომელსაც ის მართავდა, ტრაქტორის მისაბმელს დიდი სიჩქარით შეეჯახა. უბედური შემთხვევა 1967 წლის ივნისში, ლუიზიანაში მოხდა. ჯეინი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში ლამაზმანის მეგობარი ბიჭი და მძღოლიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. მოდელს ხუთი შვილი დარჩა.






საწოლში გაგუდვა


image


ამ მწვანეთვალება ლამაზმანმა "Playboy"-ის მკითხველთა გულები პირველივე გამოჩენისთანავე დაიპყრო. კრისტინა კარლინ-კრაფტი 36 წლის ასაკში დაიღუპა, გოგონა მის პენსილვანიის სახლში 2018 წლის აგვისტოში გარდაცვლილი იპოვეს.


image



როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოდელი 31 წლის ჯონათან ჰარისმა საწოლში დაახრჩო. მკვლელმა მსხვერპლს ხელები შეუკრა, რათა მისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია.


image


კრისტინა არა მხოლოდ "Playboy"-ისთვის, არამედ "Victoria's Secret"-ისა და "Maxim"-ისთვისაც პოზირებდა. მკვლელი ამტკიცებდა, რომ ის ვერ აცნობიერებდა რას სჩადიოდა, რადგან "კეტამინის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ამ ფაქტს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. ჰარისს სამუდამო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე მიესაჯა.






ქმრის მიერ გაუპატიურებული და მოკლული


image



დოროთი სტრატენი 1980 წელს "წლის გოგონად" დასახელდა. 20 წლის ლამაზმანს "მომავალ მერლინ მონროს" უწოდებდნენ, თუმცა მას სიცოცხლე წლის ბოლომდეც კი არ დასცალდა. ქერათმიანი ლამაზმანი მეუღლემ ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რომელთან ერთადაც ის უკვე აღარ ცხოვრობდა.


image


პოლ სნაიდერი მეუღლეს თავს 1980 წლის 14 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაესხა. ისინი ერთმანეთის პირისპირ სულ მცირე ხნით აღმოჩნდნენ.


image


მკვლელმა დოროთი ჯერ სცემა, შემდეგ კი სახეში 12 - კალიბრიანი თოფიდან ესროლა, შემდეგ კი, იარაღი უკვე თავისკენ მიმართა. ამბობენ, რომ სნაიდერი მეუღლის მზარდი პოპულარობის გამო ეჭვიანობდა და საშინლად გაბრაზდა როდესაც ცოლმა მისგან განქორწინება მოითხოვა.





სიკვდილი აბაზანაში


image


კასანდრა ლინ ჰენსლი კალიფორნიაში 2014 წლის იანვარში, აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს, ორი შვილის დედა 34 წლის გახლდათ.



image


მოდელი 2006 წლის თებერვალში "თვის გოგონად" დასახელდა. კასანდრა ლინ ჰენსლი კოკაინისა და ალკოჰოლის ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა.


image


მოგვიანებით კასანდრას მეუღლემ შეიტყო, რომ მან ცხოვრების უკანსკნელი საღამო სხვა მამაკაცთან ერთად გაატარა.





საკუთარ სახლშივე მუმიად ქცეული


image


ივეტ ვიკერსი "Playboy"-ის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ლამაზმანი გახლდათ. მართალია ის ძალადობრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, თუმცა მისი აღსასრულიც საკმაოდ შემზარავი იყო.


image


ქალი უკვე 80 წელს გადაცილებული იყო როდესაც მისი მუმიფიცირებული სხეული ლოს-ანჯელესში 2011 წლის აპრილში იპოვეს. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა რომ მსახიობი და ყოფილი მოდელი გულის უკმარისობისგან დაიღუპა, მისი სხეული მისივე სახლში გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი.


image


ივეტის ნეშტი მეზობელმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომელიც მის სახლში შევიდა. მეზობელმა მხოლოდ მაშინ იეჭვა რომ რაღაც წესრიგში არ იყო, როდესაც დაინახა რომ მსახიობის საფოსტო ყუთში წერილები დროთა განმავლობაში ყვითლდებოდა.










0
292
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
292