x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ისტორიული ფიგურების ,,ფრთიანი გამონათქვამები", რომლებიც სინამდვილეში მათ სულაც არ უთქვამთ

სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს “ფრთიანი გამონათქვამები, რომლებიც ზოგიერთი ისტორიული ფიგურის ციტატებად ითვლება. მაგრამ ზოგჯერ აფორიზმების ავტორები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან სხვა ეპოქებიდან: image

1. “თუ პური არ აქვთ, ნამცხვრები ჭამონ"

ითვლება, რომ მარია ანტუანეტამ, როგორც საფრანგეთის დედოფალმა, ერთხელ იკითხა, თუ რატომ ჰქონდათ პარიზელ გლეხებს ხშირად აჯანყებები. კარისკაცებმა მას უპასუხეს, რომ ხალხს პური არ ჰქონდა, რაზეც დედოფალმა მიუგო: „თუ პური არ აქვთ, ნამცხვრები ჭამონ“. სინამდვილეში, ეს ფაქტი დამტკიცებული სულაც არაა და მეტიც, დედოფალს ეს არც არასოდეს უთქვამს. გამოთქმის ავტორია ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო. მის რომანში "აღსარება" შეგიძლიათ წაიკითხოთ: "ბოლოს, გამახსენდა, რა გამოსავალი მოიფიქრა ერთმა პრინცესამ. როდესაც მას აცნობეს, რომ გლეხებს პური არ ჰქონდათ, მან უპასუხა: "მაშინ ბრიოში ჭამონ". image

2. “რელიგია ხალხის ოპიუმია"

ილფის და პეტროვის რომანში „12 სკამი“, ოსტაპ ბენდერი ეკითხება მამა ფიოდორს: „რა ღირს ოპიუმი ხალხისთვის? გავრცელებულია აზრი, რომ მთავარი გმირი ლენინის ციტირებას ახდენს. თუმცა, ფრაზა, რომელიც აფორიზმი გახდა, პირველად გამოიყენა კარლ მარქსმა და ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: „რელიგია ხალხის ოპიუმია“.

მაგრამ თავად მარქსმა ეს იდეა ინგლისელი მწერლისა და მქადაგებლის ჩარლზ კინგსლისგან ისესხა. image

3. “შეუცვლელი ხალხი არ გვყავს''

ამ ცნობილი ფრაზის ავტორობა იოსებ სტალინს მიეწერება. თუმცა, ის პირველად გამოთქვა საფრანგეთის რევოლუციური კონვენციის კომისარმა ჯოზეფ ლე ბონმა 1793 წელს. მან დააპატიმრა ვისკონტი დე გიზელინი, რომელიც ევედრებოდა სიცოცხლის შენარჩუნებას იმ მოტივით, რომ მისი განათლება და გამოცდილება კვლავ მოემსახურება რევოლუციას. კომისარმა ლე ბონმა უპასუხა: "რესპუბლიკაში შეუცვლელი ხალხი არ არსებობს!" ეს მართლაც ასე აღმოჩნდა, რადგან მალე ის თავად გაუშვეს გილიოტინაზე.image

4. "ფრანკო-პრუსიის ომი მოიგო სკოლის გერმანელმა მასწავლებელმა"

ეს ცნობილი ფრაზა მიეწერება "რკინის" კანცლერს ოტო ფონ ბისმარკს, მაგრამ ის არ არის ავტორი. ეს სიტყვები ლაიფციგის გეოგრაფიის პროფესორმა ოსკარ პეშელმა თქვა. მაგრამ ის არ გულისხმობდა ფრანკო-პრუსიის ომს (1870-1871), არამედ ავსტრო-პრუსიის ომს (1866). ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში პროფესორი წერდა: „...სახალხო განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს ომში... როდესაც პრუსიელებმა მოუგეს ავსტრიელებს, ეს იყო პრუსიელი მასწავლებლის გამარჯვება ავსტრიელ მასწავლებელზე“. აქედან გამომდინარეობს, რომ პოპულარული ფრაზა არის მინიშნება იმისა, რომ უფრო განათლებული და კულტურული ერი აუცილებლად დაამარცხებს მტერს.image



0
280
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0