შოუბიზნესი ყველა ნაკლი აჩვენეს: ვარსკვლავების 9 თამამი ფოტო სანაპიროდან 2023, 3 ნოემბერი, 14:21 საგულდაგულოდ დამალული ნაკლოვანებები მზის კაშკაშა შუქზე ყველასთვის თვალშისაცემი ხდება, სელებრითები იძულებულნი არიან სანაპიროზე საკუთარი თავი ისეთი აჩვენონ, როგორიც სინამდვილეში არიან ყოველგვარი რეტუშირებისა და ფილტრების გარეშე. პაპარაცების კამერებისგან თავის დაღწევას ისინი ვერც ლაჟვარდოვან სანაპიროებზე დასვენებისას ახერხებენ, რომლებიც მზად არიან მათი თითოეული ნაოჭი თუ კანზე არსებული უსწორმასწორო ზედაპირი საჯაროდ გამოფინონ.შეილინ ვუდლიპლაჟი არის ადგილი, სადაც წითელი ხალიჩისგან განსხვავებით შეილინ ვუდლის საკუთარი ნაკლოვანებების დაფარვა არ ძალუძს, თუმცა მსახიობის დამწვარ სახესაც კი არ შეუძლია გააფუჭოს მისი მშვენიერი გარეგნობა: 31 წლის მსახიობი ინარჩუნებს შესაშურ სიგამხდრესა და სხეულის იდეალურ პროპორციებს. გასაკვირია, რომ ვუდლის ბუნებრივი სიგამხდრე იშვიათად იწვევს აღფრთოვანებას, რადგან რატომღაც მას კომპლიმენტებით ხშირად არ ანებივრებენ, რასაც ის ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს.მელანი გრიფიტიმიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი თავისი ახალგაზრდული გარეგნობით გარშემომყოფების აღფრთოვანებას კვლავ წარმატებით განაგრძობს, პლაჟის ატმოსფერო დაუნდობლად ავლენს სელებრითის ასაკთან დაკავშირებულ სიმართლეს. მსახიობის სხეული დროის კვალს ვეღარ მალავს: მუცელზე არსებული სტრიები შესამჩნევი ხდება, ხოლო მუხლებზე, მკლავებსა და დეკოლტეზე კანი ელასტიურობასა და სიმკვრივეს კარგავს. მთელი ის გლამური, რაც წითელ ხალიჩებზე თვალისმომჭრელად ბრწყინავს, სანაპიროზე გარდასულ დღეთა ნიშნებს ვერ ფარავს, რაც ასე ნათლად ვლინდება პლაჟის დაუნდობელ ქვიშაზე.ჯენიფერ ლოპესიბევრისთვის ნამდვილი შურის ობიექტი - ჯეი ლო 50 წლის ასაკშიც კი ახერხებს 25 წლის გოგოს გარეგნობის შენარჩუნებას! უდავოა, რომ მსახიობი და მომღერალი საკუთარ გარეგნობაზე ბევრს შრომობს, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც კი უძლურია ცელულიტისა და თეძოებზე არსებული წვრილი ნაკეცების წინაშე. ლამაზმანი რაც არ უნდა ეცადოს შესანიშნავი ფორმის შენარჩუნებას, ბუნება ყოველთვის საკუთარ კვალს ტოვებს და ყველას შეახსენებს, რომ არავინ არ არის დაზღვეული გარკვეული სახის ნაკლოვანებებისგან, თუნდაც მუდმივად ახალგაზრდა ვარსკვლავები.ისკრა ლოურენსიპლუს - ზომის ცნობილი მოდელი, ისკრა ლოურენსი საოცრად შთამბეჭდავად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მისი კოლეგა, როგორიცაა მაგალითად, ეშლი გრემი ამაყად იღებს თავის ყოველ ახალ ნაკეცსა თუ სტრიებს, ლოურენსი დიდ ძალისხმევას იჩენს საწყის ეტაპზევე ამ ნაკლოვანებების წინააღმდეგ საბრძოლველად.ქეით მოსიცნობილი ბრიტანელი სუპერმოდელი ასაკთან ერთად გაჩენილი ბუნებრივი ნაკლოვანებების დამალვას სულაც არ ცდილობს. ბოლოს და ბოლოს, რა განსხვავებაა, როგორ ეჩვენება ის საზოგადოებას, როცა სენ-ტროპეს სანაპიროზე ნებივრობს და თავს უფლებას აძლევს არაფერზე იფიქროს, ზედმეტი კილოგრამები და კანზე არსებული პატარა დეფექტები კი, როგორიცაა, მაგალითად მის თეძოებზე თავმოყრილი "ფორთოხლის კანი" მომენტით ტკბობაში ერთ დროს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს ხელს საერთოდაც არ უშლის. ნამდვილი სილამაზე თავდაჯერებულობაშია, რომელსაც მოდელი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ასხივებს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს რომ შინაგანი სიმშვიდე სხვა დანარჩენთან შედარებით გაცილებით მნიშვნელოვანია.სერენა უილიამსისერენა უილიამსი თავისი გარეგნული მონაცემებით აშკარად არ ჩამორჩება კიმ კარდაშიანს, თუ რაღაც მომენტში მსოფლიო დონის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, მას პირადი ბლოგის სამყაროში ბედნიერების პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება. მსგავსმა ფოტოებმა, რომლებსაც ის სოციალურ ქსელებში სისტემატურად აზიარებს უკვე დიდი ხანია გაანადგურა სერენას, როგორც "სპორტული მანქანის" სტერეოტიპი: მისი ქალური ფორმები წარმოუდგენლად მიმზიდველად გამოიყურება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას რომ ჭეშმარიტი სილამაზე და თავდაჯერებულობა საერთოდ არ არის დამოკიდებული პროფესიაზე, პიროვნების ნამდვილი სიძლიერე ხომ თვითგამოხატვასა და საკუთარი თავის პოზიტიურ აღქმაში ვლინდება.სოფი ტერნერისოფის კინოსა და ტელევიზიისკენ გზა რომ არ ეპოვა, ის სავარაუდოდ მოთხოვნადი მოდელი გახდებოდა, რომელიც მსოფლიო პოდიუმებს უპრობლემოდ დაიპყრობდა, ვინაიდან გოგონას მოდელობისთვის იდეალური პარამეტრები აქვს, გარეგნული მონაცემები კი თავადაც მოგეხსენებათ რომ აუცილებელი წინაპირობაა მოდის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერის გასაკეთებლად: იდეალური სიმაღლე, შესაშური მოხდენილობა და მომაჯადოებელი ფორმები. სამოდელო აგენტები სიამოვნებით გააფორმებდნენ კონტრაქტს ასეთი საოცარი ქარიზმის მქონე გოგონასთან.სინდი კროუფორდიმაკიაჟისა და ეფექტური სტილის გარეშე ამ ქალბატონში 90-იანების ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული მოდელის ამოცნობა აშკარად რთულია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და შესაბამისად, მისი გარეგნობაც შეიცვალა, მოდელის თვალებში კვლავ გამოსჭვივის ის ახალგაზრდული სული და თავდაჯერებულობა, რაც ესოდენ დამახასიათებელი და ორგანული იყო პოდიუმის ამ ცოცხალი ლეგენდისთვის. მისი პიროვნებაც ისეთივე შთამაგონებელი დარჩა, როგორც უწინ და მიუხედავად ამ დროებითი ცვლილებებისა სინდი კროუფორდი დღესაც კი მილიონობით თაყვანისმცემელთა შთაგონებას კვლავ წარმატებით აგრძელებს.დემი მურიდემი მური - იმ ცნობილ ქალბატონებს შორისაა, რომლებმაც ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის კოსმეტოლოგებისა და პლასტიკური ქირურგების დახმარებას მიმართეს. სელებრითი მთელი მონდომებით ცდილობს საკუთარ სახეს ახალგაზრდული იერი დაუბრუნოს, თუმცა მისი ეს გატაცება მის სხეულზე შესამჩნევად აისახება. მიუხედავად მსახიობის მცდელობისა შეინარჩუნოს მიმზიდველობა, მისი ფიგურა თანდათან ჩვეულ ჰარმონიასა და ფორმებს კარგავს.311 შეფასება არ არის |