x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ კოცნიან ფრანგები პროვინციელ მიმტანს უკ@ანალზე?
შესაძლოა, ერთ დღეს თქვენი შვებულების დროს, შემოგთავაზონ თასების თამაში სანაპიროზე. მარტივი თამაშია, რომელშიც თქვენ უნდა შეასრულოთ მარტივი დავალება, ჩააგდოთ თქვენი ბურთი მითითებულ ნიშნულთან რაც შეიძლება ახლოს და ხელი შეუშალოთ თქვენს მოწინააღმდეგეს ამის გაკეთებაში. თუმცა, ამ თამაშს მარტო თურქეთის პლაჟებზე არ თამაშობენ. ფრანგები მას ეროვნულ სპორტად მიიჩნევენ და მას პეტანკას უწოდებენ. გამოცდილ მოთამაშეებს, როდესაც ვინმეს უგებენ, მოსწონთ ფრაზის წარმოთქმა: „აკოცე ფანის“. ამ გამოთქმის ისტორია ძალიან საინტერესოა და ასახავს ფანის, როგორც ძალიან ქარაფშუტა, სუსტად მოაზროვნე ქალბატონს.



image




გოგონა, სახელად ფანი, აღმოსავლეთ საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში მდებარე კაფეში მიმტანად მუშაობდა. ერთ დღეს, როცა პეტანკის თამაშის დროს უყურებდა მამაკაცებს, მან უცებ განაცხადა, რომ 0:13 (ანუ 13-ვე თამაში)-ით დამარცხებულს მისცემდა ლოყაზე კოცნის უფლებას.



მოხდა ისე, რომ ზუსტად ასეთი ანგარიშით 0:13 წააგო რაიონის მერმა. მან ვერცერთი ქულა ვერ დააგროვა. მერი არავის არ უყვარდა, ხოლო რაც შეეხება ფანის, ის სძულდა კიდეც. ამიტომ, ფანის არ მიუცია უფლება მერისთვის, რომ ლოყაზე ეკოცნა და მას უკანალი მიუშვირა, რაც არ ითაკილა მერმა და მას უკანალზე აკოცა.




image



ეს ამბავი დაახლოებით 1870 წელს მოხდა. ფანის ხრიკის შესახებ ჭორი მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა და დამარცხებულს მიმტანის უკანალზე კოცნით დაცინვის ტრადიცია სწრაფად გახმაურდა მთელს საფრანგეთსი და მალევე არა მხოლოდ საფრანგეთში.



image




გასაგებია, რომ ფანის არ შეეძლო მუდმივად ემოგზაურა მთელ საფრანგეთში და გამუდმებით გამოეჩინა თავი დამარცხებულთა ტუჩების წინაშე და არც ყოველთვის არ იყო შესაძლებელი ადგილობრივი გოგონას პოვნა, რომელიც ისეთივე აზარტული იქნებოდა, როგორც ფანი. ბიზნესმენებმა განავითარეს ენერგიული საქმიანობა და დაიწყეს ფანის თიხის ფიგურების წარმოება. დღეს, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ნივთი მაღაზიაში La Boule Bleue მარსელში, სადაც იყიდება ყველაფერი პეტანკისთვის.



image


ფიგურების გარდა, რიტუალის შესასრულებლად აქტიურად იბეჭდებოდა ღია ბარათები ფანის გამოსახულებით (სასაცილოა, სხვათა შორის, რომ სიტყვა ფანი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც "კონდახი" ან "ტრაკი"). ამბობენ, რომ პინ-აპ ბარათებზე უკეთ იყიდებოდა ფანის გამოსახულება და შემოსავლის კარგი წყარო გახდა ბიზნესისთვის.



image

0
341
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0