x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე იდუმალი ძაბრი, რომელიც რეალურად ტექნიკური ნაგებობაა

image
მსოფლიოს ყველაზე იდუმალი ადგილების თემაზე გავრცელებულ სურათებში ხშირად წააწყდებით ტბებზე მორევის წარმოშობას ან მდინარეზე მეთევზეების მიერ გადაღებულ სურათს, თუ როგორ "ექაჩება" წყლის სიღრმეში ამოუცნობი ძალა ხეებს და როგორ "შთანთქავს" მათ.
მორევის წარმოშობის ადგილს გამოცდილი მაშველებიც კი ერიდებიან, რადგან იმ ადგილზე არათუ ადამიანის, ნავისთვისაც კი საფრთხის შემცველია ცურვა, რადგან წყლისქვეშა მძლავრი დინებების შეჯახება იწვევს წყლის გეომეტრიული პროგრესიით ტრიალს, რა დროსაც წარმოიქმნება უმძლავრესი მორევი, რომელიც წყლის სიღრმეში ითრევს იქ და მის სიახლოვეს მოხვედრილ სულიერ თუ უსულო საგნებს.

სურათზე ხედავთ მილიონობით ადამიანისათვის იდუმალ ძაბრს, რომელშიც ასეულობით ტონა წყალი ჩაედინება. როგორ გაჩნდა ეს ძაბრი ან სად მიდის წყლის კოლოსალური მასა?-ეს კითხვები გაუჩნდება ეგრევე მნახველს.
რეალურად კი ეს ძაბრი გახლავთ ტექნიკური ნაგებობა ტბაზე გაკეთებულ წყალსაცავზე და ის არეგულირებს, უდმივად წყლის დონეს წყალსაცავში.
როდესაც ხშირი წვიმების დროს ტბის და შესაბამისად წყალსაცავის დონე მაღლა იწევს, კაშხალზე ზეწოლის შესამცირებლად ზედმეტი წყლის მასა ჩაედინება ამ ძაბრში, საიდანაც სპეციალური გვირაბის მეშვეობით კაშხლის გარეთ გაედინება.

გვირაბი, საიდანაც გაედინება წყალსაცავის ჭარბი რაოდენობის წყალი.

image
ბერიესას ხელოვნური ტბა მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში კალიფორნიის შტატში.
მდინარე პუტა-რიკაზე კაშხალი აშენდა 1957 წელს და შეიქმნა წყალსაცავი, ხელოვნური ტბის და წყალსაცავის შექმნამ შეიწირა ქალაქი მონტიჩელო. ქალაქის მცხოვრებლები და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ იქ წყალსაცავის ასენების, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებმა გადაძალა და ქალაქი მოსახლეობის გაყვანის შემდეგ მთლიანად დაიტბორა. ასევე დაიტბორა ბარაქიანი უზარმაზარი მოცულობის ტერიტორია, სადაც ფერმერების სახნავ-სათესი ნაკვეთები იყო.
კაშხალს წყალში ჩაძირული ქალაქის სამახსოვროდ მინტიჩელო უწოდეს, შემდეგ კი ჰიდროელექტროსადგურსაც ქალაქის სახელი ეწოდა.
გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ჰესი სრული სიმძლავრით მუშაობს ნორტ-ბეის რეგიონს უწყვეტ რეჟიმში ამარაგებს ელექტროენერგიით.

ასე გამოიყურება ძაბრი წყლის გარეშე.

image
ასე გამოიყურება თავად კაშხალი და წყალსაცავი.

imageimageimage



0
60
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
60