x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ჩინელებმა "ტესლას" ტექნოლოგია მოიპარეს და "დააკოპირეს", მაგრამ ვერ გაითვალისწინეს ილონ მასკის გენიალურობა და "ჩაფლავდნენ"
image
ცნობილი ბიზნსმენი და გამომგონებელი ილონ მასკი, რომ უნიჭიერესი ადამიანია კიდევ ერთხელ დამტკიცდა.


მოგეხსენებათ ჩინელები "გადაკოპირების დიდოსტატები" არიან ნებისმიერ სფეროში, რომელი ცნობილი ბრენდის ნაწარმს არ შეხვდებით დღეს ბაზარზე, რომელმაც აწერია: "გამოშვებულია ჩინეთში". ამგვარი ქმედების გამო ჩინეთმა ბევრჯერ წააგო სასამართლო დავა ცნობილ ბრენდებთან, მათ შორის გერმანულ ავტოგიგანტებთან, როცა მთელი რიგი დეტალების და კვანძების ჩინური ბრენდის სახელით წარმოება დაიწყეს.

ახლა მთლად ისე ნუ გაიგებთ, რომ ჩინეთი საკუთარს არაფერს ან ვერაფერს აწარმოებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება მაღალტექნოლოგიური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დღემდე რჩება "დაკოპირებასთან" ასოცირებულ ქვეყნად.

ილონ მასკით დავიწყე სტატია და მოგახსნებთ რატომაც, ჩინელმა ინჟინერმა რომელიც ილონ მასკის ქარხანაში მუშაობდა ელექტროკარ "ტესლას" წარმოებაზე, მოიპარა "ტესლას" დოკუმენტაცია და ჩაიტანა ჩინეთში. საუბარია ელექტროკარის მძღოლის გარეშე მართვის ტექნოლოგიაზე.


ჩინელები სწრაფად შეუდგნენ ტექნოლოგიის გამოყენებას "I3" სერიის ელექტროკარში გამოცდას, კომპანია "X Peng Motors"-ში. ასევე იგეგმებოდა მისი გამოყენება ახალი ჩინური კომპაქტური ელექტროკარის "Nio ET5"-ში.


აღნიშნული ჩინური ელექტროკარი "ტესლას" პირდაპირ კონკურენტად ითვლება, მისი ორი ელექტროძრავა გამოიმუშავებს 470 ცხენისძალას და 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას ანდომებს 4, 3 წამს.



მეორე ჩინური ელექტროკარი, სედანი "Nio ET7" კი, რომელიც ასევე ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი გამოიმუშავებს 652 ცხენისძალად და დაძვრის მომენტიდან 100კმ/სთ სისწრაფეს ანვითარებს 3, 9 წამში.

image
ვერც ჩინელმა ინჟინერმა და ვერც ჩინელმა ავტომწარმოებლებმა ვერ გაითვალისწინეს ერთი რამ-ილონ მასკი თავის კომპანიაში ტექნოლოგიებს და დოკუმენტაციას არ ანდობს მხოლოდ ერთ ადამიანს, ის ჰყოფს ნებისმიერი ინოვაციის დოკუმენტაციას და ცოდნას რამდენიმე ათეულ ინჟინერზე, რომლებიც საჭირო დეტალებს და მოწყობილობას ცალკე გამოყოფილ საამქროებში აწყობენ.
ჩინელი ინჟინერის მიერ მოპარულმა ტექნოლოგიურმა დოკუმენტაციამ საქმეში ჩაშვების მერე სრული ფიასკო განიცადა, ქალაქის პირობებში გამოცდისას მანქანამ რომელსაც ჩარევის გარეშე ინჟინერ-გამომცდელი აკონტროლებდა, უწყინარ სიტუაციაში საკუთარ მართვაზე კონტროლი დაკარგა და გამომცდელი იძულებული გახდა მანქანის მართვა საკუთარ თავზე აეღო.




0
527
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
527