x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
რას მალავდნენ საბჭოთა ქალები ტანსაცმლის ქვეშ? - ამას ვერასდროს გამოიცნობთ!

image


ქალებს საცვლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ამიტომ ზოგიერთი მათგანი ცდუნებას ვერ უძლებს და უსაზღვრო რაოდენობით სხვადასხვა მოდელის, ფერისა თუ ფაქტურის კომპლექტში უზარმაზარ თანხებს დაუნანებლად იხდის, თუმცა ასე ყოველთვის არ იყო. საბჭოთა კავშირში ქალების საცვლები განსაკუთრებული სილამაზითა და მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. უპირველეს ყოვლისა ის კომფორტული და პრაქტიკული უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, მაქმანიანი ტრუსების ნაცვლად, საბჭოთა ქალბატონები გრძელტოტებიან, შიგნიდან საგანგებოდ ჩათბილულ საცვლებში იწონებდნენ თავს. დღეს, გადავწყვიტე გაჩვენოთ თუ რას მალავდნენ სამოსის ქვეშ იმ პერიოდის მშვენიერი სქესის წარმომადგენლები.


image


რაც შეეხება მაიაკოვსკის მუზას, მას სხვებისგან განსხვავებით თანამედროვე სამოსზე წვდომა კი ნამდვილად ჰქონდა


image


მოდური ქალბატონები სასურველი საცვლების შესაძენად სხვადასხვა საშუალებას მიმართავდნენ: ისინი მას ხან თავად კერავდნენ, ხანაც კონტრაბანდული გზით იძენდნენ

image


სსრკ-ში ქალის მხოლოდ სტანდარტული 1, 2 და 3 ზომის თეთრეული იშოვებოდა, ხოლო თუ თქვენი "ღირსებები" 0 ან 4 -ზე მეტ ზომას შეადგენდა, მაშინ გამოსავალიც თავადვე უნდა გეპოვათ


image


იმისთვის რომ ეს საშინელება, რომელიც ქალების არც ფიზიოლოგიურ და არც ანატომიურ მახასიათებლებს არ ითვალისწინებდა სხეულზე რამენაირად მოგერგო, მისი გადაკეთება იყო საჭირო, თუმცა უამრავი საბჭოთა ქალისთვის ასეთი არაკომფორტული და უხარისხო თეთრეულის შეძენაც კი ხელმისაწვდომი არ იყო.


image


70-80-იან წლებში, გაყიდვაში უკვე პოლონური, უნგრული და იუგოსლავიის წარმოების გაცილებით უკეთესი ხარისხისა და შესახედაობის პროდუქცია გამოჩნდა, ხოლო აი, იღბლიანებს კი, რომლებსაც ნათესავები - მეზღვაურები ჰყავდათ, შეეძლოთ თავი დასავლური ბრენდების ულამაზესი თეთრეულით გაენებივრებინათ.



თეთრეულის პირველი კატალოგები


imageimage



და აი, ისიც ავბედითი საფირმო, ტოტებიანი თბილი საცვალიც, რომელსაც როგორც წესი, ყველა საბჭოთა ქალი სამოსის ქვეშ ატარებდა.


imageimageimageimage














0
334
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
334