x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სე#სი კინოში": როგორ ხდება რეალურად საწოლის სცენების გადაღება

image


კინოგმირებს შორის ინტიმური ურთიერთობის სცენები ყოველთვის იწვევდა მაყურებელთა ცხოველ ინტერესს. აღნიშნულ სტატიაში ყველა იმ კითხავაზე მიიღებთ პასუხს, რომელიც კი ოდესმე ამ თემასთან დაკავშირებით გაგჩენიათ.



1. ნუთუ "ამას" მსახიობები ეკრანზე რეალურად აკეთებენ?


image


მოდით, შევთანხმდეთ რომ არანაირი საჭიროება არ არის იმისა რომ მსახიობებმა გადასაღებ მოედანზე შიშვლებმა ირბინონ და საკუთარ პარტნიორებთან გადაღების მომენტში ინტიმური ურთიერთობა დაამყარონ, ხოლო თუ რეჟისორი ამტკიცებს, რომ კადრში სექსი რეალური იყო, მაშინ ის ნამდვილი რეჟისორი არ არის.




2. ეხებიან თუ არა მსახიობები ერთმანეთს გენიტალიებით?



image


მაშინაც კი, თუ სცენარი მსახიობებისგან გენიტალიების მაქსიმალურად გაშიშვლებას მოითხოვს, მაყურებლის "მოტყუების" მრავალი გზა არსებობს. ასეთ ხრიკებს განეკუთვნება ინტიმურ ადგილებზე დასაკრავი ან საცვლების შესანიღბი სპეციალური სტიკერები, რომლებიც პირდაპირ მსახიობების კანს ერწყმის.




3. მოსწონთ თუ არა მსახიობებს ეროტიკულ სცენებში თამაში?


image


ძნელად თუ იპოვით ქალ ან კაც მსახიობს, რომელიც ასეთ სცენებში მონაწილეობას სიამოვნებით დათანხმდება. ეს ეხება ჰოლივუდის ყველაზე "გარყვნილ" ვარსკვლავებსაც კი. თამამი მომენტების დადგმა - საერთოდ არ არის გართობა, პირიქით, ეს საკმაოდ რთული და დაძაბული სამუშაო პროცესია.






4. როგორ ართმევენ თავს მსახიობები აღგზნებას?



image


ბევრს ჰგონია რომ მსახიობი ინტიმური სცენების გადაღების მომენტში ერექციას იკავებს, თუმცა გადასაღებ მოედანზე აღგზნება საკმაოდ რთულია. მარტო წარმოიდგინეთ: შვიდი საათი გადაღების პროცესში ხართ, მიგითითებენ როგორ ჯობია დაწოლა ან ადგომა, ოთახში გაუსაძლისად ცხელა, დიდი ხანია არაფერი გიჭამიათ და მოედანზე თქვენ გარდა კიდევ 10 ადამიანი იმყოფება, რომელიც თქვენგან კამერის წინ დეტალურად გააზრებული მოქმედების შესრულებას ითხოვს, რათა მომდევნო სცენის გადაღება დაიწყოს. და ყოველ ჯერზე, როცა არასწორ მხარეს გადაბრუნდებით, ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევთ. აი, ასეთ დროს სექსუალურ აღგზნებაზე ნამდვილად რთულია იფიქრო.




5. ინტიმური სცენების გადაღებას ბევრი ადამიანი ესწრება?

image


კინოში არსეობს ასეთი გაგება - "დახურული მოედანი". ეს ნიშნავს, რომ პიკანტური სცენების გადაღების დროს მოედანზე ჯგუფის წევრების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს, მეტიც, ზოგჯერ რეჟისორი შეიძლება მხოლოდ ერთი ოპერატორითაც კი შემოიფარგლოს. სხვათა შორის, ფილმ "ფართოდ დახუჭული თვალების" გადაღებისას ტომ კრუზსა და ნიკოლ კიდმანს შორის ინტიმური ურთიერთობის სცენა თავად სტენლი კუბრიკმა გადაიღო.



6. არის თუ არა ბევრი რამ საწოლის სცენებში მსახიობების იმპროვიზაციაზე დამოკიდებული?


image


რეალურად, მსახიობები და მათი აგენტები სექსუალური ხასიათის სცენების ჩამონათვალს წინასწარ უნდა გაეცნენ, რომელთა გამოყენებასაც რეჟისორი საკუთარ ფილმში გეგმავს, და ყველა დეტალი მასთან ერთად განიხილონ. ფილმის გადაღება ჩათვალეთ რომ იგივე ბიზნესია.




7. რამდენი დუბლია საჭირო საწოლის სცენის გადასაღებად?


image


ხშირ შემთხვევაში, საწოლის სცენებს ნაწილ-ნაწილ იღებენ, მსახიობები როგორც წესი, კამერის წინ მაშინვე არ შიშვლდებიან. გარდა ამისა, სექსუალური აქტის მომენტში მამაკაცს შესაძლოა შარვალიც კი ეცვას, ეს იმ შემთხვევაში თუკი რეჟისორს მხოლოდ პარტნიორის მკერდის ან სახის გამომეტყველების ჩვენება სურს. სხვათა შორის, თავად საწოლის სცენების გადაღება მხოლოდ რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ იწყება, რომლის დროსაც მსახიობები ჩაცმულები არიან.




8. და რაც შეეხება HBO-ს არხის სერიალებს?



image


მართლაც, საწოლის სცენები "სამეფო კარის თამაშების" მსგავსს სერიალებში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა HBO-ს სერიალების წარმოებას თავისი სპეციფიკა აქვს. პირველ რიგში, მათ პოპულარობა ეკრანზე მოვლენების ყველაზე რეალისტურად ასახვის გამო მოიპოვეს, და მეორეც, გადაღებაში "BBC"-ისა და "Pixar"-ის უმაღლესი პროფესიონალი სპეციალისტებისგან დაკომლექტებული გუნდია ჩართული, რომელთა მიერ შექმნილი ანიმაციური და ბუნების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები მაყურებელში განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. სინამდვილეში, ფილმებში ყველაზე ვნებიანი და "ცხელი" სცენების წარმატება დიდწილად კამერის სწორ რაკურსზე, მსახიობთა სხეულის პოზიციაზე, მათ პროფესიონალურ თამაშსა და რაღა თქმა უნდა, სპეც - ეფექტებზეა (მაგალითად, სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ვიზუალური სპეც - ეფექტების ოსტატების გუნდს ერთი ხელის მოსმით შეუძლია მსახიობთა კანის ფერის გამუქება) დამოკიდებული.







0
405
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
405