x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გავხდეთ მიმზიდველი? - 3 ხრიკი
ყველა ქალი უნიკალურია, ვიცით. სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.



image


ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური კრიტერიუმიც კი, რაც ყველა მამაკაცს მოეწონება ქალში. ყველას საკუთარი გემოვნება და პრიორიტეტები აქვს, მაგრამ ერთადერთი, რაც მათ გემოვნებაში უცვლელი რჩება, ქალი უნდა იყოს მოვლილი და მიმზიდველი.



როდესაც ქალის შემჩნევას იწყებს მისი მომავალი პარტნიორი, ჩნდება კითხვა - "რითი და როგორ მიიპყრო ყურადღება"? ფსიქოლოგებმა იპოვეს სამი მარტივი და ყველაზე ეფექტური გზა ყურადღების მიპყრობისა და შესანარჩუნებლად.



როგორ გავხდეთ მიმზიდველი? - 3 ხრიკი





1. გაიღიმეთ. image

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანების უმეტესობა ინსტინქტურად იზიდავს პოზიტიურ ადამიანს. გაცილებით სასიამოვნოა იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც იღიმის, იცინის და ხუმრობს. არ დაგავიწყდეთ, რომ დადებითი ენერგია გადამდებია.





2. ისაუბრეთ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებზე.image

არაფერი აერთიანებს ადამიანებს ისე, როგორც საერთო პრინციპები, ღირებულებები და ცხოვრებისეული შეხედულებები. ნება მიეცით თქვენს თანამოსაუბრეს იგრძნოს, რომ თავსებადია და ურთიერთობაში შეურიგებელი განსხვავებები არ იქნება და თქვენ იგრძნობთ, თუ როგორ გიახლოვდებათ თანდათან.





3. წარმოთქვით ხოლმე ამ ადამიანის სახელი. image

საყოველთაოდ მიღებული ფაქტია – ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნო ხმა მისი სახელის ხმაა. ამიტომ, თუ გინდათ, რომ სასიამოვნო ემოციები იყოს დაკავშირებული თქვენთან, მაშინ უფრო ხშირად თქვით იმ ადამიანის სახელი მისი თანდასწრებით, რომელიც მოგწონთ.


0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0