x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
ადამიანმა, რომელსაც არანორმალურად თვლიდნენ, ეგვიპტური პირამიდების საიდუმლო ამოხსნა

ნიკოლა ტესლას, მისი თანამედროვენი, არანორმალურად მიიჩნევდნენ. მაგრამ, საკუთარი უცნაურობების მიუხედავად, მან არაერთი ბრწყინვალე აღმოჩენების გაკეთება. თუმცა, მის მიმართ ნდობა, ბევრს არ ჰქონდა... წარმოიდგინეთ, როგორ უნდა დაუჯეროთ ადამიანს, რომელსაც ბავშვობიდან ჰალუცინაციები ტანჯავდა? ამის დაჯერებაც რთულია, მაგრამ არსებობს სავსებით სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 წლიდან, მომავალი მეცნიერი, ფსიქიკური აღგზნების მდგომარეობაში, უხილავი სინათლის ციმციმ ხედავდა, მის ირგვლივ კი საგნები ფორმას იცვლიდა, ხოლო უბრალო ჩურჩული, ბავშვისთვის, მეხის გავარდნის ტოლფასი იყო.


image


ამის შესახებ თავად ტესლაც წერდა:
«უჩვეულო ხილვებს რომლებიც მეუფლება, ხშირად, გაუსაძლისი კაშკაშა შუქი ახლავს, რომლის გამოც, საშინელ ტანჯვას განვიცდი. ირგვლივ საგნების ფორმები მრუდდება, რაც ფიქრში და მუშაობაში ხელს მიშლის. დახმარებისთვის ვის აღარ მივმართე, მაგრამ ვერც ერთმა ფსიქოლოგმა და ფიზიოლოგმა, ამ უჩვეულო მოვლენებთან დაკავშირებით, დამაკმაყოფილებელი ახსნა ვერ მომცა. ეს ყველაფერი, ალბათ გენეტიკურია, რადგან ჩემი ძმაც იგივე სირთულეებს განიცდიდა».

ბოლოს, მეცნიერმა ირწმუნა, რომ ეს ნიჭი მას განგების ნებით დაჰყვა და ის კაცობრიობის «გადასარჩენად» უნდა გამოეყენებინა. ხოლო ამისთვის, ის ძალ ღონეს არ იშურებდა, მეტად სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებდა და არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაც გააკეთა.

ტესლას აზრით, გიზის დიდი პირამიდები, სულაც არ იყო ის, რა დანიშნულებასაც მას ისტორიკოსები ანიჭებდნენ და მტკიცებულებად, საკუთარი დაკვირვების შედეგები მოჰყავდა:

1. ეგვიპტურ პაპირუსებში პირამიდები ნახსენები არ არის და ფაქტობრივად, მათი მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ხოლო, დიდი პირამიდების შესახებ, პირველი წერილობითი ინფორმაცია ბერძენ მეცნიერს ჰეროდოტეს ეკუთვნის.

2. პირამიდები სამარხები არ ყოფილა, როგორც ამას ჩვენ მივიჩნევთ, რადგან იგივე «მეფეთა» პალატაში, არანაირი წარწერა, ან მინიშნება იმის შესახებ, რომ იქ ოდესმე ვინმე დაკრძალეს, არ არის.

3. არსებობს მოსაზრება, რომ ეგვიპტელებს გიზას დიდი პირამიდები არ აუშენებიათ, ეს ნაგებობები ყოველთვის იქ იყო, ხოლო მოსახლეობა, უბრალოდ, იქ დასახლდა და პირამიდები ისე მიიღო, როგორც მოცემულობა. ხოლო შემდეგ, ადგილობრივებმა «ნაპოვნი» ნაგებობების საკუთარი საჭიროებისთვის გამოყენება დაიწყეს...

ტესლას აზრით, პირამიდები ენერგიის გიგანტური გენერატორები იყო, რომლებიც ატმოსფეროდან ელექტროენერგიას ტუმბავდა და ინახავდა. სწორედ ამ იდეის განვითარებამ მისცა გამომგონებელს საშუალება, შეექმნა და დააპატენტა ელექტრო სადგურების სამუშაო ვერსია, რომელიც ენერგიას ჰაერში, მავთულის გარეშე გადასცემდა.


image


ის დარწმუნებული იყო, რომ პირამიდა ენერგიას ელექტრომაგნიტიზმი წყალობით იღებდა. ხოლო, თავად პირამიდებს, განსაკუთრებული, აბსტრაქტული კრისტალური გისოსის ფორმა აქვს. გარდა ამისა ის თვლიდა, რომ პირამიდების თავზე არსებულ პლატფორმაზე, სავარაუდოდ, რაღაც მექანიზმი იყო, რომელიც მოხსნეს. გამომგონებელმა, მას შემდეგ, რაც შეისწავლა და გააანალიზა, პირამიდების შესახებ, მის ხელთ არსებული, ყველა ინფორმაცია, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პირამიდების თავზე ლითონის სფერო უნდა ყოფილიყო. ამ დასკვნის და დედამიწის ზედაპირზე არსებული სპეციალური, ენერგეტიკული წერტილების გაანგარიშების საფუძველზე, მან კოშკი ააშენა, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, ენერგიის მხოლოდ დაგროვება კი არა, მისი გადაცემა, დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეეძლო. მოგვიანებით, ამ ნაგებობას «ტესლას ელექტრომაგნიტური პირამიდა» შეარქვეს. თუმცა, ფაქტია, რომ ამ თეორიას გაგრძელება არ მოჰყოლია და მისი ჩანაფიქრი პრაქტიკულად, არ განხორციელებულა... სატელეფონო, რადიო და სატელევიზიო სიგნალებს ჰაერით ვიღებთ, მაგრამ ელექტროენერგიის მიღება ამ გზით, ჯერ–ჯერობით, შეუძლებელია.


image


არხის სხვა სიახლეები:


* 12 ცნობილი ქალბატონი, პლასტიკურ ოპერაციამდე და მის შემდეგ

* რა იყო და როგორი გახდა? (20 ფოტო)

* ახალი კვლევის შედეგები უკვე ცნობილია – რა ელის კაცობრიობას?

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
750
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
750
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0