რუსული მეტროს "მარგალიტები", რომელთა დანახვაზე ძნელია ემოცია არ გამოხატო სიცილის სახით
მეტროპოლიტენი გადაადგილების ის საშუალებაა, რომელსაც დღეში ათეულ ათასობით მგზავრი გადაჰყავს (აქ მნიშვნელობა აქვს ქალაქის სიდიდეს და მოქალაქეების რაოდენობას აღნიშნულ ქალაქში).
მოსკოვის მეტროპოლიტენი ერთერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში, რომლითაც დღეში მილიონზე მეტი მგზავრი გადაადგილდება უზარმაზარი ქალაქის ერთი რაიონიდან ქალაქის ბოლოში ან პირიქით, მეტროთი მგზავრობა სხვა ტრანსპორტთან შედარებით იაფიცაა, უსაფრთხოც და არც საცობში უწევთ მგზავრებს დგომა.
ზოგადად რუსეთში მეტროს და მატარებელს ჯერ კიდევ სტალინის ზეობის დროიდან აქვს მაღალეფექტური გამოყენება, "სამამულო ომის" დროცაც მეტროპოლიტენი ხშირად გამხდარა გერმანელი ნაცისტების ბომბდამშენებიდან ჩამოყრილი თავის დასაცავი ადგილი.
თუმცა ამ სტატიაში არ მინდა მძიმე წარსული გაგახსენოთ, საუბარი იქნება რუსეთის მეტროს მგზავრების ნაწილზე, რომლებიც განწყობას ჯერ მგზავრებს უმაღლებენ ჩაცმულობით განწყობას და მერე ჩვენ, ინტერნეტში განთავსებული სურათებით.
ნახეთ სურათების კოლაჟი და მიხვდებით, თუ რამდენი "მარგალიტი" ჰყავს მგაზრების სახით რუსულ მეტროპოლიტენს.
ეს გოგო ალბათ სხვა განზომილებიდან ან წარსულიდან მოხვდა მეტროში.
ეს ქალი ალბათ ბავშვობაში პრინცესობაზე ოცნებობდა და "დაუტოვა" ოცნება.
ამ სურათმა "იმერული ესკიზები" და "ოლია მათხოვარი" გამახსენა მისი "ფუჩეჩით".
ალბათ მთლიანი ნაჭერი არ ეყო პალტოსთვის და ორი ნაჭრისგან შეკერა ეს პალტო.
ან ეგზოტიკის მოყვარულია ეს ქალი ან დენმა დაარტყა თმით თუ ვიმსჯელებთ.
ეს უეჭველი "ყარაბას-ბარაბასის" როლზეა სინჯებზე მიწვეული.
ამის კაცის თავზე და წვერებზე ცდიდნენ საღებავების შეხამებას, თუ როგორაა ამისი საქმე?
ეს ლამაზი ქალი წინა ცხოვრებაში უეჭველი თავადის ცოლი იქნებოდა.
შოტლანდიელს ეს არ ჰგავს და ეს ქვედაბოლო რას ნიშნავს? კაცია ქალი ხომ არა?!
შარვლის დანიშნულებაა სიცივისგან დაგიცვას ან ხორცი დაგიფაროს, გადაეჭრა ბარემ და შორტებით ევლო.
ისეთი შარვალია, თან ისე აცვია ამის ყურებას რა ჯობია?
გოგოს ჩაცმამ ხომ "დაგლიჯა", მაგრამ ეს "ბუღა", რომ ზის სკამზე, გოგოს ვერ დაუთმო ადგილი?
"ჩაზმანული" ბებო.
თავს უშველეთ, დათვია მეტროში.
რუსი კი არა კოლუმბიელი ნარკობარონი გეგონებათ.
ესეც კოლაჟი რუსული მეტროებიდან.