ვაჟთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი-ხორვატი ტოპ-მოდელია.
"მის სპორტ-ხორვატია", ქალთა საფეხბურთო და ზაგრების "დინამოს" ყოფილი წევრი ტიანა ნემჩიჩი ვაჟთა საფეხბურთო კლუბის "ვიქტორია ვაკოვაცის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.როგორც თვითონ 24 წლის ტიანამ განაცხადა, იგი სულაც არ გრძნობს უხერხულად თავს იმის გამო, რომ ვაჟთა გუნდს ხელმძღვანელობს, პირიქით იგი დარწმუნებულია, რომ დასახულ მიზნებს კარგად გაუმკლავდება."მოთამაშეები სრულიად მიჯერებენ და მემორჩილებიან, არ მიქმნიან პრობლემებს". სპორტული კარიერის გარდა, ტიანა ნემჩიჩი ტოპ -მოდელიც გახდა 2008 წელს.როგორც Bigmir.net-ი იუწყება, ეს გახლავთ მეორე შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში, როცა ვაჟთა გუნდია მთავარი მწვრთნელი ტოპ-მოდელი ხდება.პირველი შემთხვევა პოლონეთში დაფიქსირდა, როცა მეორე დივიზიონის კლუბ "ვარტას" Playboy-ის ვარსკვლავი სიბილ დანინგი ჩაუდგა სათავეში.