სხვა "ნაძვის ხის წინ გამაუპატიოროს" - გოგონა ოცნებობს გრინჩთან ინტიმურ კავშირზე და უკვირს, რომ მის ბოიფრენდს არ ესმის მისი 2023, 30 ოქტომბერი, 12:23
გოგონამ ბოიფრენდს უთხრა, რომ გრინჩთან სექსი სურს, რის შემდეგაც გაუგებრობის წინაშე აღმოჩნდა. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.
27 წლის გოგონა ამბობს, რომ შეპყრობილია გრინჩით, მწვანე ბეწვიანი ბოროტი არსებით, რომელიც გამოგონილია ამერიკელი საბავშვო მწერლის, დოქტორ სიუზის მიერ.გოგონას იმდენად მოსწონს ეს პერსონაჟი, რომ მასთან სექსზე ოცნებობს. გოგონამ თავისი ფანტაზიები შეყვარებულს გაუზიარა. მან აღნიშნა, რომ თავიდან ის გაგებით მოეკიდა მის ფეტიშს, წაიკითხა წიგნი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ და დათანხმდა მასთან სექსის ჰქონოდა ამავე სახელწოდების ფილმის „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“(2000 წ.) ყურების ფონზე, რომელშიც გრინჩის როლს ჯიმ კერი ასრულებს. ერთხელაც ბოიფრენდმა მოახლოებული შობა-ახალი წელის ფონზე გოგონას ჰკითხა, რა საჩუქრის მიღება სურდა საშობაოდ. გოგონამ უპასუხა, რომ სურდა მის შეყვარებულს გრინჩივით ჩაეცვა, შობის ღამეს საწოლიდან მოეტაცებინა და ნაძვის ხის წინ გაეუპატიურებინა. მამაკაცმა კატეგორიული უარი თქვა ასეთი სურვილის შესრულებაზე და თქვა, რომ დაშორდებოდა მას, თუ იგი თავიდან არ ამოიგდებდა სექსუალურ ფანტაზიებს გრინჩზე. გოგონა დაინტერესდა, შეეძლო თუ არა კომპრომისზე წასვლა პარტნიორთან, თუ მას სჭირდებოდა ისეთი მამაკაცი, რომელიც უფრო მეტად იყო მიდრეკილი თავგადასავლებისკენ. მან დაამატა, რომ არ სურს მეგობრის დაკარგვა, მაგრამ უნდა, რომ ის უფრო ყურადღებიანი იყოს მისი სურვილების მიმართ. ამ უჩვეულო სიტუაციის განიხილვა მოხდა Phamily Standards-ის პოდკასტის ბოლო ეპიზოდში, მსმენელები გულწრფელად გარუკვევლობაში აღმოჩდნენ, ხოლო წამყვანებმა განაცხადეს, რომ ისინი „ცდილობდნენ არ გაცინებოდათ“. 109 2-ს მოსწონს
|