x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ფოტოები, რომლებიც ძალიან გაგაბრაზებთ
მთელი ოცი საუკუნის მანძილზე ცდილობდა მსოფლიოს ქვეყნები გამოეგონებინათ მოწყობილობა, რომლითაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში დაამყარებდნენ კონტაქტს. კავშირგაბმულობის კომუნიკაციიდან ბოლოს ფიჭვურმა კავშირმა მოიკიდა ფეხი ფართოდ და პირველად 1989 წელს ფირმა Motorola-მ დაიწყო მობილური ვერსიის წარმოება, რომელმაც წლებთან ერთად განვითარება განიცადა.




image


ბოლო ოცი წლის მანძილზე კი ძალიან დაიხვეწა მისი ფუნქციები და მოხმარების მრავალმხრივობა. გარდა საუბრისა პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტისთვის, როგორც ფოტო თუ ვიდეო კამერა და სხვა უამრავი... მწარმოებლები ყოველ ახალ მოდელზე კი გვპირდებიან სულ უფრო გაუმჯობესებულ ფუნქციებს, რომლებშიც სოლიდურ თანხებსაც კი ვიხდით, მაგრამ მისი ფასის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, ტელეფონი მალე გვიფუჭდება, მიზეზი კი შეცდომებია, რომლებსაც არასწორი გამოყენებით ვუშვებთ. ამიტომ, რა სამუშაოც არ უნდა შევასრულოთ, მთავარ პრიორიტეტად მაინც უსაფრთხოების ნორმები რჩება. რაც ნიშნავს ზიანისა და სხვა არასასურველი შედეგებისგან დაცვას.



სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.





ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.






რისი კეთება უყვარს თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, სელფის ან ფოტოების გადაღება! როგორც კი სარკეს, მაღაზიის მინებს ან ლამაზ გარემოს დავინახავთ, მყისიერად გვინდება ახალი და ლამაზი ფოტოს გადაღება. ვის არ უნდა, რომ კოლექციას სიახლე შემატოს და მეგობრებს გაუზიაროს? თუმცა, ხშირად არ ვუკვირდებით ფონს, თუ როგორი შედეგი შეიძლება მოგვცეს ახალი ფოტოს გადაღების მცდელობამ. (მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ სად და როგორ გადაიღონ სურათები.)



დღევანდელ კრებულში ნახავთ ტელეფონზე დამოკიდებულ საზოგადოებას, რომლებიც ძალიან გაგაბრაზებთ.




ფოტოები, რომლებიც ძალიან გაგაბრაზებთ



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
359
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0