x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
სახალისო და საინტერესო ისტორიული ფაქტები ალკოჰოლის შესახებ

ალკოჰოლის შესახებ, თითქოს, ყველამ ყველაფერი ვიცით. თუმცა, მასთან დაკავშირებული არაერთი ისტორიული ფაქტი არსებობს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. აქ 10 მათგანს წარმოგიდგენთ:


ფაქტი №1 – "მშრალი კანონი"image


"მშრალი კანონი" აშშ–ში 1920 – 1933 წწ. მოქმედებდა. იმ დროს, ალკოჰოლის წარმოება, ტრანსპორტირება და მოხმარება, ქვეყნის მასშტაბით, აკრძალული იყო. მაგრამ, საკუთარ სახლებში, დახურულ კარს მიღმა, ხალხი სმას აგრძელებდა...

სად შოულობდნენ? – ზოგი თავად აკეთებდა, ზოგი კი, კონტრაბანდული გზით შემოტანილ, ან გაურკვეველი წარმოების სასმელს ყიდულობდა. ხოლო, ალკოჰოლური სასმელის რეალიზატორებს, პოლიციას რომ არ დაეჭირა, ფეხსაცმლის ქუსლზე ძროხის ჩლიქის მსგავსი ნალები ჰქონდათ მიკრული და პოლიციის დევნის შემთხვევაში, გაქცევას ყოველთვის ახერხებდნენ, რადგან ფეხსაცმლის კვალს არ ტოვებდნენ.


image


არც კონტრაბანდისტები ისხდნენ გულხელდაკრეფილები და ქვეყანაში, ალკოჰოლის შემოსატანად, სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდნენ. მაგალითად, სასმელის თითოეულ ყუთს ერთ ტომარა შაქარს, ან მარილს აბამდნენ და საბაჟოს თანამშრომლების მოახლოებისას, წყალში აგდებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მარილი დნებოდა და ტვირთი წყლის ზედაპირზე ამოდიოდა. იმ დროისთვის კი, გემს საბაჟო კონტროლი უკვე გავლილი ჰქონდა.


ფაქტი №2 – ძველი სპარსების უცნაური ტრადიციაimage

ძველ სპარსებს ღვინო ძალიან უყვარდათ და სასმელი მათი კულტურის ნაწილი იყო. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა, რომ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ღვინის სმისას წყდებოდა. თუმცა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მიღებული გადაწყვეტილებების დადასტურება, მეორე დღეს, ფხიზელ გონებაზე ხდებოდა. ხოლო, ფხიზელ გონებაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების აღნიშვნა, აუცილებლად ღვინით ხდებოდა.


ფაქტი №3 – პითაგორას კათხაimage


მეორე ბერძენმა მეცნიერმა პითაგორმა კი, კათხა გამოიგონა, რომელიც სუვენირების სახით, საბერძნეთში დღემდე იყიდება. ეს სპეციალური სისტემით მოწყობილი ჭიქა, რომელშიც ღვინის ჩასხმა გარკვეულ დონემდე შეიძლება, რის შემდეგაც, სასმელი იქცეოდა. მეცნიერი თვლიდა, რომ ამგვარად, ადამიანებში ზომიერების გრძნობის და ღვინის მოხმარების კულტურის დანერგვა შეიძლებოდა.


ფაქტი №4 – "ანგელოზის წილი"image


აღმოჩნდა, რომ ანგელოზებიც "სვამენ". მაგრამ, არა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით... როგორც ცნობილია, ალკოჰოლური სასმელის უმეტესობა, მუხის კასრებში ძველდება. ვინაიდან კასრები სპირტული სასმელის მჟავეებით არის გაჟღენთილი, ყოველწლიურად, იქიდან გარკვეული რაოდენობის სპირტის აორთქლება ხდება, რომელსაც მეღვინეები "ანგელოზის წილს" ეძახიან.


ფაქტი №5 – "ეშმაკის წილი"image


Jim Beam–ი ბურბონის ყველაზე დიდი და საკმაოდ ცნობილი მწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში. მათ კასრებიდან ალკოჰოლის მოპოვების ტექნოლოგია გამოიგონეს, რაც ალკოჰოლს აორთქლებისგან იცავს და მას "ეშმაკის წილი" უწოდეს.



ფაქტი №6 – ონკანიდის ღვინოimage


ეს ისტორია 2008 წ. რომში მოხდა, უფრო სწორედ, მარინოს კომუნაში, რომელშიც ყოველწლიურად, ღვინის ფესტივალი იმართება. მისი თავისებურება კი ის არის, რომ ყველა ფანტანში, წყლის ნაცვლად, ღვინო მოედინება.

2008 წ. კი, ტექნოლოგიური შეცდომა მოხდა და ღვინო, ფანტანების ნაცვლად, წყალმომარაგების ქსელში მოხვდა და ახლომდებარე სახლების ონკანებიდან წამოვიდა.


ფაქტი №7 – სასმელი ქურუმებისთვისimage


არსებობს უძველესი სასმელი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. მისი დალევის უფლება მხოლოდ ქურუმებს ჰქონდათ, რიტუალების შესრულების დროს და ტომის ბელადებს, სამხედრო გამარჯვებების აღნიშვნისას. ეს არის 2-8 % სიძლიერის ალკოჰოლი, რომელსაც აგავას ფერმენტირებული წვენიდან იღებენ და მას პულკე ჰქვია.


ფაქტი №8 – რატომ არ არის ლუდი ბერისთვის ცოდვა, მარხვაშიც კი?image


პირველი სამონასტრო ორდენი, რომელმაც 1040 წელს, მარხვის დროს, ლუდის მოხარშვის უფლება მიიღო, ბენედიქტელთა ორდენი იყო. ბერები თვლიდნენ, რომ ეს თხევადი პური იყო და მისი მიღება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა. მაგრამ, მაინც უფლების მიღება გადაწყვიტეს და რომის პაპთან მაცნე გაგზავნეს. თან რა თქმა უნდა, ლუდიც გაატანეს. ვიდრე მაცნემ რომში ჩააღწია (მონასტრიდან ქალაქამდე 73 კმ. იყო), ლუდი ამჟავდა და გაფუჭდა. ხოლო, როდესაც ის პაპმა დააგემოვნა, იმდენად არ მოეწონა, რომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: მისი მოხმარება, მარხვის დროს, არც ცდუნებაა და ცოდვა.


ფაქტი №9 – შავი არაყიimage


თეთრი არაყი რომ არსებობს, ამის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ, შავ არაყზე თუ გსმენიათ რამე? მას Blavod–ი ჰქვია და 1996 წ. ბრიტანელმა მარკ დორმანმა შექმნა. ამ სასმელმა ფერი "შავი კატეხუს" (აკაციის კატეხუ) საღებავის წყალობით მიიღო. საგემოვნო თვისებებით კი, კლასიკური სასჯელისგან არაფრით განსხვავდება.


ფაქტი №10 – თუჯის ორდერი "ლოთობისთვის"image


ევროპიდან დაბრუნებულმა პეტრე პირველმა, რუსების "გაევროპელობა" გადაწყვიტა და არაერთი რეფორმა გაატარა. მათ შორის, იყო კანონი ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. მის დამრღვევს ყელზე თუჯის ორდერს უკეთებდნენ, რომელიც, ჯაჭვის გარეშე, 7 კგ–ს იწონიდა. სასჯელის ვადა კი, – 1 კვირა იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ისტორიული არტეფაქტები, რომლებიც დღემდე გაოცებას იწვევს

* ნეიროქსელმა ცნობილი ადამიანების ქანდაკებები და პორტრეტები "გააცოცხლა" (25 ფოტო)

* მეცნიერებმა ადამიანის ტვინი შეისწავლეს და წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



1
403
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
403
  
2023, 3 ნოემბერი, 22:46
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1