x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაიწვნენ": სელებრითები, რომლებსაც მაკორექტირებელმა თეთრეულმა ყველაზე უხერხულ მომენტში უმტყუნა

image


გარდერობის ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი ქალბატონებისთვის საკმაოდ ინტიმურია და იდეალურ შემთხვევაში სხეულზე ის არასდროს უნდა ჩანდეს, თუმცა ხშირია ისეთი უხერხული შემთხვევები, როცა "საიდუმლო იარაღი" მთელი თავისი ბრწყინვალებით თავს, ყველაზე შეუფერებელ ვითარებაში იჩენს ხოლმე. ქალები მას, ძირითადად პრობლემური ზონების დასამალად და სხეულისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ფორმების მისანიჭებლად იყენებენ.


image


მას არაერთ დადებით თვისებასთან ერთად, ერთი საკმაოდ დიდი მინუსიც გააჩნია - ერთი გაუთვალისწინებელი მოძრაობა და ის შეუმჩნეველი არავის რჩება, თუკი რიგითი ქალბატონისთვის, ეს დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, სელებრითებისთვის ეს უბრალოდ სტიქიურ უბედურებას უტოლდება. გთავაზობთ საგანგებოდ შერჩეულ იმ რამდენიმე, უხერხულ სიტუაციას, სადაც ჰილივუდელ ლამაზმანებს მაკორექტირებელმა საცვალმა ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა.





კაილი ჯენერი


image


კაილი ჯენერმა, რომელიც თავის ყოფილ ბოიფრენდთან რეპერ ტაიგასთან პაემანზე მიიჩქაროდა, ძვირადღირებული "როლს-როისიდან" გადმოსვლისას უყურადღებობა გამოიჩინა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვარსკვლავმა სოციალურ ქსელებში აღიარა როგორ აღმერთებს "Spanx"-ის ახალ პროდუქტს (რომელიც სხვათა შორის, მაკორექტირებელი თეთრეულის ყველაზე ცნობილი ბრენდია).






კიმ კარდაშიანი


image


პაპარაცები მინი კაბების ქვემოდან კეკლუცურად მომზირალე "შორტებში" გამოწყობილ კიმს ხშირად "იჭერენ", თუმცა როგორც ჩანს, რეალითი შოუს ვარსკვლავს ეს საერთოდაც არ აწუხებს: აშკარაა, რომ ამერიკელი ფოტომოდელი, მაკორექტირებელი თეთრეულის ყველაზე ერთგული ფანია.





ჯემა არტერტონი


image


მსახიობი ჯემა არტერტონი, რომელიც ჯეიმს ბონდის გოგონას როლს ასრულებდა, უხერხულ მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც თავისი მაკორექტირებელი პანტალონები გამოამზეურა. ერთი უყურადღებო მოძრაობა მოკლე კაბაში, პლუს ეშმაკური რაკურსი ფოტოზე - და ვარსკვლავური საიდუმლოც გახსნილია.





ჯენიფერ ლოპესი


image



ჯეი ლომ ბრწყინვალედ იცის როგორ გაუსვას თავის ძლიერ მხარეებს ხაზი და დამალოს საკუთარი ნაკლოვანებები, თუმცა ზოგჯერ სიტუაცია კონტროლიდან გადის...





ბიონსე



image


მაკორექტირებელი ტრუსები მართლაც ბრწყინვალე გამოგონებაა და შეუცვლელი ატრიბუტია მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, მაგრამ ბიონსეს შემთხვევაში აშკარად რაღაც ისე ვერ წავიდა: მომღერლის კონცერტის დროს მაყურებელი, მისი სიმღერის გარდა, მგონი უფრო სხვა რაღაცით იყო გატაცებული.





ჯენიფერ გარნერი


image



იდეალური ფიგურაზე ოცნებობთ? რა პრობლემაა! მაკორექტირებელი თეთრეულის კიდევ ერთი რეკლამა წითელ ხალიჩაზე სრულიად შემთხვევით ჯენიფერ გარნერმაც გააკეთა, და ამ ყველაფერში დამნაშავე სწორედ მსახიობის კლატჩი აღმოჩნდა.





ბეტ ბერსი


image


"Tony Awards-2015"-ის დაჯილდოების ცერემონიის დარბაზში საკუთარი ადგილის დაკავებით ბეთ ბერსს ეჭვიც კი ეპარებოდა, რომ მისი თავდაჯერებული პოზა მას უკუშედეგს მოუტანდა. ელეგანტურმა ცისფერმა კაბამ მსახიობის "საიდუმლო" უნებურად გასცა.





სარა ჯესიკა პარკერი


image


საკულტო სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გადასაღებ მოედანზე სარა ჯესიკა პარკერის ქვედაბოლო ყველაზე მოულოდნელ მომენტში მოღალატურად "აფრინდა", რომელმაც მსახიობის არა მარტო ფეხები, არამედ მისი მაკორექტირებელი თეთრეულიც საჯაროდ გამოამზეურა. ისე, მართლაც საინტერესოა რაში სჭირდება გამხდარ სარას ასეთი საცვალი?





კამერონ დიასი


image



კამერონ დიასი და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ ფილმ "სხვა ქალის" გადასაღებ მოედანზე შეყვარებულებს თამაშობდნენ და მგონი როლში ზედმეტადაც შევიდნენ, რასაც კამერონის მაკორექტირებელი საცვალიც მოწმობს, რომლის დემონსტრირებაც გადამღები ჯგუფის წინაშე მსახიობმა მთელი მისი ბრწყინვალებით მოახდინა.








0
229
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
229