x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ადელმა კონცერტის დროს ფანის თხოვნით კონცერტი გახსნა და წაკითხულის გამო სცენაზე ტირილი დაიწყო

image

რამდენიმე კვირის წინ ლას ვეგასში კონცერტის დროს ადელმა შენიშნა შეყვარებული წყვილი, მათ პლაკატი ეჭირათ ხელში, რომელზეც უჩვეულო თხოვნა ეწერა. მომღერალი დათანხმდა თხოვნის შესრულებას და ამას ალბათ არასოდეს ინანებს.

ადელმა უამრავ მაყურებელს შორის შენიშნა დიდი პლაკატი წარწერით, სადაც ბავშვის სქესის გამოვლენას სთხოვდნენ. image
დარბაზში ნებისმიერი პლაკატის ან წარწერის შეტანა აკრძალული იყო. ამის მიუხედავად, მომღერალმა მოულოდნელად შეაწყვეტინა შოუ და შეყვარებულებს თავისთან დაუძახა. აღმოჩნდა, რომ ამ კაცს კრისი ერქვა, თანამგზავრს კი შანტელი.

ადელი საჯაროდ მიესალმა იღბლიან გამარჯვებულებს, კრისის ხელიდან კონვერტი აიღო და გაკვირვებულმა წამოიძახა: „როგორც ჩანს აქ ექიმისგან რაღაცაა!“. მთელ დარბაზში სიცილი გაისმა.image
შანტელმა განმარტა, რომ ახლა 18 კვირის ორსული იყო და სქესის გამოვლენის კონვერტი მისცეს 12 კვირაზე. მაგრამ არ იყო შესაფერისი მომენტი მის წასაკითხად. ამიტომ, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ადელი მათ ასეთი უჩვეულო თხოვნით დაეხმარებოდა.
მომღერალი სცენის კიდეზე დაჯდა, კონვერტი გახსნა და სანუკვარი სიტყვები წარმოთქვა: „შანტელსა და კრისს შვილი ეყოლებათ შვილი... და ეს... ბიჭია!” მომღერალს მაშინვე წამოუვიდა თვალებიდან ცრემლები.
image
უეცრად, ადელი მიუბრუნდა გოგონას და ტირილით ჰკითხა: "თუ კიდევ ერთხელ დავორსულდები, დამეხმარები ჩემი შვილის სქესის გამოვლენაში?"
მომღერალს უკვე ჰყავს შვილი, ამიტომაც მიულოცა მომავალ დედას და დაამატა: „11 წლის ბიჭი მყავს. დიდი თავგადასავალი გელით!”





0
342
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0