სხვა ვიდეო: ამერიკის ერთერთ შტატში მამაკაცმა მასობრივი სროლა ატეხა 2023, 26 ოქტომბერი, 14:08 ჟურნალისტების ცნობით, პოლიციამ შეიტყო შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ქალაქის სამ ლოკაციაზე. ეჭვმიტანილი ჯერ არ არის ნაპოვნი, თუმცა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან თავდამსხმელი შეიარაღებული და საშიშია. 26 ოქტომბრის ღამეს, მენის შტატის ქალაქ ლუისტონში მამაკაცმა მასობრივი სროლა ატეხა. შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 50-დან 60-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას NBC News ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე შეიტყო. ცნობილია, რომ თავდამსხმელი თავს დაესხა სულ მცირე სამ ლოკაციას - გოდარდ როუდზე, მოლისონ ვეიზე და ლინკოლნის ქუჩის 500-ე კვარტალში. ჟურნალისტების ინფორმაციით, ცნობილია 22 ადამიანის დაღუპვის შესახებ, თუმცა სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ინციდენტის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. „პრეზიდენტს მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ამჟამად ცნობილია ლუისტონში, მენის შტატში მომხდარი მასობრივი სროლის შესახებ და კვლავ გააგრძელდება ახალი ინფორმაციის მიწოდება.“ განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებამ ეჭვმიტანილი დაასახელა. სავარაუდო ეჭვმიტანილი 40 წლის რობერტ კარდია. დამნაშავე ნაპოვნი. გამომძიებლების თქმით, დაკავებულმა რობერტ კარდმა აშშ-ს არმიის სარეზერვო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღის მომზადება გაიარა და სპეციალიზებულ ინსტრუქტორად მუშაობდა. ასევე აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა ამ ზაფხულს ფსიქიატრიულ კლინიკაში ორი კვირა გაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, კარდმა სამედიცინო პერსონალს საეჭვო ჰალუცინაციებით მიმართა 39 შეფასება არ არის
|