მოვლენები როგორ იცვლებოდა ქალის თეთრეულის მოდა 100 წლის განმავლობაში 2023, 26 ოქტომბერი, 10:56 ინტიმური თეთრეული მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გარდერობის განუყოფელი ნაწილია, რომელზეც როგორც წესი მოდის ცვლილებები ყველაზე მეტად აისახება. ბოლო 100 წლის განმავლობაში ქალთა გარდერობის ამ განუყოფელმა ატრიბუტმა იმდენი სახეცვლილება განიცადა რომ 1940-იანი წლების ფოტოსურათების თვალიერებისას ძნელად დასაჯერებელია რომ ქალებს მსგავსი სახის თეთრეულის ტარება უწევდათ. მოდით ვნახოთ თუ რა ტრანსფორმაცია განიცადა ქალის საცვალმა ბოლო 100 წლის განმავლობაში.1. საყვარელი კაბები (1910-1920 წწ)რასაც ახლა ზაფხულში ვატარებთ, ადრე საცვლებს ეძახდნენ. ეს იყო მუხლამდე სიგრძის მაქმანებიანი კაბები, რომელთან ერთადაც ასევე მოდურად ითვლებოდა წინდების ტარებაც, რომელიც როგორც წესი, მუხლის თავს არ სცდებოდა. დღესდღეობით, ასეთი საცვლების ნახვა ქუჩებში სულ უფრო ხშირად არის შესაძლებელი, თუმცა ამჯერად, უკვე მოდური კაბის სახით.2. კომფორტული შორტები (1920-1930 წწ)და აი, დადგა აღვირახსნილი გართობისა და ცეკვის დროც, ამიტომ კაბები, რომლებიც ამ მხრივ მთლად პრაქტიკული არ იყო, მაღალ შორტებად და კომფორტულ ბიუსჰალტერებად გადაკეთდა. ასეთი კომბინაცია ასევე შესანიშნავად უსვამდა ხაზს ქალის სხეულის ფორმებსაც.3. ბიუსტჰალტერის განვითარება (1930-იანი წლები)პირველად სწორედ მაშინ დაიწყეს დიზაინერებმა ფიქრი ბიუსტჰალტერის კომფორტულ ფორმაზე, ვინაიდან კორსეტები სრულიად არაპრაქტიკული იყო, პირველი ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდისთვის ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ასრულებდა უკვე ბაზარზე 1930-იან წლებში გამოჩნდა.4. ბიუსტჰალტერის მოდერნიზაცია (1930-1940 წწ)ამ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა - გაჩნდა ლითონის დეტალებით გაწყობილი ბიუსჰალტერები, სქელი ქსოვილისგან დამზადებული კონუსის ფორმის აზღუდები, და პირველად, მაღაზიის დახლებზე უბრიტელო ლიფებიც გამოჩნდა.5. ქსოვილების მრავალფეროვნება (1950-1960 წწ)მერლინ მონროს სექსუალობამ დიზაინერები შთააგონა ექსპერიმენტები არა მხოლოდ ფორმაზე, არამედ მასალაზეც ჩაეტერებინათ, ასე გაჩნდა პირველი მაქმანის, შიფონისა და ატლასის კომპლექტები.
|