x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დასახელდა ნაპოლეონის პენისის ზომა
image

ბრიტანელმა ისტორიკოსმა და ტელეწამყვანმა ეშლი კოუიმ ნაპოლეონის პენისის ზომა გამჟღავნა, ამის შესახებ რადიოსადგური Newstalk იუწყება.


კოუიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პირველი იმპერატორის პენისი ამჟამად ინახება ევან ლატიმერთან, უროლოგ ჯონ ლატიმერის ქალიშვილთან, რომელიც მემკვიდრეობით დაუტოვა მამამ.


სასქესო ორგანო ინახება ფორმალდეჰიდის კონტეინერში.



”1978 წელს მათ შესთავაზეს 12, 000 დოლარი ამისთვის - თქვა კოუიმ.- ახლახან კი მას უხდიდნენ 300 ათასზე მეტს.”


ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ იმპერატორის პენისის ზომა "ორ სანტიმეტრზე ოდნავ მეტია".ისტორიკოსის თქმით "საკმაოდ ირონიულია" ის ფაქტი, რომ ნაპოლეონი, რომელიც იმ წლების საშუალო ფრანგზე მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ასეთი მოკრძალებული რეპროდუქციული ორგანო ჰქონდა.


ითვლება, რომ სასქესო ორგანო ნაპოლეონის პირადმა ექიმმა ფრანსუა კარლო ანტომმარკიმ მოკვეთა მას შემდეგ, როდესაც იმპერატორმა სიცოცხლე დაასრულა წმინდა ელენეს კუნძულზე 1821 წელს.



”მაგრამ სინამდვილეში პენისი მოიპარა ნაპოლეონის მღვდელმა, რომელმაც ნაპოლეონისგან სიკვდილის წინ აღასარება ჩაიბარა და აზიარა”, - თქვა კოუიმ .


მან ასევე თქვა, რომ არტეფაქტის ამჟამინდელი ზომა ოდნავ შეიცვალა მოჭრის შემდეგ, რადგან ის მაშინვე მოათავსეს ფორმალდეჰიდში.

image


ნაპოლეონ ბონაპარტი —იყო საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.


1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოდ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოს ბრძოლაში იგი საბოლოოდ დამარცხდა და გადასახლებულ იქნა ატლანტის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.

1
760
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
760
  
2023, 25 ოქტომბერი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1