მოვლენები
სირცხვილისა და საცვლების გარეშე: რეალითის ვარსკვლავმა თავისი ინ#იმური ადგილის დემონსტრირებით კანი შოკში ჩააგდო
2023, 24 ოქტომბერი, 19:25
კანის კინოფესტივალი კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც ცნობილი მსახიობები მთავარი პრიზების მოპოვების გარდა, ერთმანეთს საზოგადოებრივი ყურადღების მოპოვებისთვისაც ეცილებიან, თუმცა ბოლო წლებში, ფესტივალის სტუმრები საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ თავიანთი სამოსით, არამედ უფრო მისი არარსებობით იპყრობენ. კანი უკვე დიდი ხანია რაც სელებრითების "შიშველი" კაბებისა და ინტიმური თეთრეულის დემონსტრირების ადგილად იქცა, რომლებიც ვარსკვლავების "ღირსებებს" გარშემომყოფებისგან ძლივს თუ ფარავენ. ამჯერად, კანი ცნობილმა ამერიკელმა რეალითი - შოუს ვარსკვლავმა ფარა აბრაჰამ აალაპარაკა.
გოგონამ ღონისძიებაზე დასასწრებად საკმაოდ თამამი, ელეგანტური კაბა შეარჩია, ინტიმურ თეთრეულზე კი გადაწყვიტა დიდხანს არ ეფიქრა, და მის ჩაცმაზე საერთოდ უარი განაცხადა, რითიც ამ პრესტიჟული ღონისძიების მთავარ მოქმედ გმირადაც კი იქცა.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მხოლოდ ვივარაუდოთ რა რეაქცია ექნებოდათ ფოტოგრაფებსა და დამსწრე საზოგადოებას მისი "ღირსების" ახლოდან ხილვისას.