x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139135
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ინგლისური

imageინგისურის შესასწავლად უამრავი მეთოდი, სასწავლო ცენტრი და სახელმძღვანელო არსებობს. ინტერნეტ-საიტებზე უცხო ენების შემსწავლელი ცენტრები აქტიურად გვთავაზობენ სხვადასხვა კურსებს პროფესიისა თუ დონეების მიხედვით. განსხვავებულია მათი ფასი და ზოგ შემთხვევაში სწავლების მეთოდიც. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეო და აუდიო მსალებით ენის შესწავლა. ერთი სიტყვით, დროსთან ერთად დაიხვეწა და გამრავალფეროვანდა რესურსები, მაგრამ გაიზარდა ფასიც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, გადახდილი საფასური და მიღებული ცოდნა შეუსაბამოა და საბოლოოდ მოტყუებული ისევ მომხმარებელი რჩება.
მას, ვისაც ინგლისურში უკვე აქვს გარკვეული ცოდნა, თუნდაც მცირეოდენი და ფლობს სასაუბრო ინგლისურს, შეუძლია სახლის პირობებში დახვეწოს გამოთქმა და გაიუმჯობესოს ცოდნის დონე. ამისათვის მხოლოდ ინტერნეტი და მონდომება დაგჭირდებათ. გაგაცნობთ რამდენიმე ეფექტურ და მარტივ მეთოდს.

პირველი, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ, ეს არის სატელევიზიო შოუებისა და ფილმების ყურება. ტიტრებიანი ფილმები საუკეთესო გამოსავლია, რომლის მეშვეობითაც ყველაზე სწრაფად გაიუმჯობესებთ გამოთქმას. დააკვირდით მოქმედებას და აუცილებლად მიადევნეთ თვალი ტიტრებს, რადგან სწრაფი საუბრის გაგება თავიდან გაგიჭირდებათ. ძალიან ბევრ სახელმძღვანელოს მოყვება დისკები, რომლებზეც დიალოგებია ჩაწერილი.თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, ეს დიალოგები ნაკლებად ბუნებრივია და ეფექტიც შედარებით ნაკლები აქვს.

მეორე და ასევე შედეგიანი მეთოდი ესაა ინგლისურენოვანი სიმღერების მოსმენა. მოძებნეთ თქვენთვის საყვარელი სიმღერის ტექსტი, ამობეჭდეთ და მუსიკის მოსმენასთან ერთად თვალი ადევნეთ ტექსტს. ისწავლეთ ტექსტები ზეპირადაც. ეს სახალისოცაა და სასარგებლოც.

და ბოლოს, ყველაზე ეფექტური - ესაუბრეთ ადამიანებს ინგლისურად. ინტერნეტის მეშვეობით შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაიჩინოთ ნაცნობები, მოძებნეთ ინგლისურენოვანი ადამიანები და ეკონტაქტეთ მათ.


2
470
7-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
470
  
2017, 24 ივნისი, 2:31
მე გირჩევ https://www.penpaland.com ენის გაცვლა დაფუძნებული ნახვა
2013, 28 იანვარი, 17:21
მე თუ ვისწავლე ინგლისური მხოლოდ ინტერნეტიდან და სხვათაშორის არაჩვეულებრივი უფასო საიტებიდან და ასევე, როგორც თავად აღნიშნეთ, უცხოელ მეგობრებთან საუბარი და პრაქტიკა არაჩვეულებრივია..
0 1 2