კინო საბჭოთა პერიოდის 10 ფილმი ყველაზე თამამი სცენებით 2023, 23 ოქტომბერი, 14:57 საბჭოთა პერიოდში თამამი ფილმები მაყურებლამდე იშვიათად აღწევდა, მაგრამ თუ ასეთი რამ მაინც ხდებოდა, მათ კინომანები სიამოვნებით უყურებდნენ. უცხოური ეროტიკა საშუალებას აძლევდა უბრალო ადამიანებს დაენახათ გრძნობადი სიხარულის სამყარო, რომლის არსებობის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა ყველა მათგანი დუმდა. ფილმებმა, რომლებმაც ფარდა გაარღვიეს, ნამდვილ ჰიტებად იქცნენ. ამ ნამუშევრებიდან ბევრი დღეს შესაძლოა გულუბრყვილოდაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი თავისი თამამი და გაბედული სცენებით დღემდე საბჭოთა ეპოქის დროინდელ ეროტიკული ფილმების ნამდვილ კლასიკად რჩება. მთელი ეროტიკა საბჭოთა კავშირში რაღა თქმა უნდა, დასავლეთიდან მოდიოდა, თუმცა ამ თვალსაზრისით, არც ადგილობრივი რეჟისორები "სცოდავდნენ", სანამ "ცხელ - ცხელ" უცხოურ ფილმებზე გადავიდოდეთ, მოდით, ერთად გავიხსენოთ სსრკ-ს ყველაზე თამამი ფილმები."ადამიანი ამფიბია" - 1961 წელი, მაშინ უფრო რეჟისორების გენადი კაზანსკისა და ვლადიმერ ჩებოტარიოვის მიერ ფილმში იმ დროისთვის გასაოცარი სპეცეფექტების გამოყენებას განიხილავდნენ, მაგრამ ახლა სსრკ-ს ფილმების თამამი სცენების გახსენებისას, წარმოუდგენელია გამჭვირვალე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გუტიერესი არ გაგახსენდეს."ბრილიანტის ხელი" 1968 წელი - საბჭოთა კავშირის პერიოდში გადაღებული თამამი ფილმების მიმოხილვისას, პირველ რიგში, არა მხოლოდ ეს კრიმინალური კომედია გვახსენდება, არამედ სვეტლანა სვეტლიჩნაიას ცდუნების სცენაში ეროტიკული ინტენსივობის ხარისხიც ვფიქრობ ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს."პატარა ვერა" - 1988 წელი, ალბათ, ყველაზე თამამი ეროტიკა სწორედ "პერესტროიკის" პერიოდში გადაღებულ ამ ფილმშია ნაჩვენები, რეჟისორ ვასილი პიჩულის ეს დრამა გახლდათ ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ფილმი, სადაც სექსუალური სცენები უხვად იყო წარმოდგენილი, რითაც საბჭოთა მაყურებლის ყურადღებაც მიიპყრო. ახლა, ფილმის ინტერნეტსივრცეში ნახვა სრულიად თავისუფლად შეიძლება, თუმცა თავის დროზე მან კინოთეატრებში ქვეყნის მოსახლეობის 55 მილიონი მაყურებელი შეკრიბა. ფილმს მართალია, უზნეობისთვის კიცხავდნენ, თუმცა ნუთუ სწორედ ამის გამო არ გახდა ის ასეთი პოპულარული?"მწიფე ნაყოფი", 1976 წელი, გერმანიაეს გერმანული ეროტიკული კომედია, რომელიც საბერძნეთში არდადეგებზე მყოფ მიმზიდველ სტუდენტ პატრიციაზე მოგვითხრობს, საბჭოთა კავშირის პერიოდის ერთ -ერთი პოპულარული ფილმია. პატრიცია მშობლიურ მიუნხენში უნდა დაბრუნდეს, თუმცა გრძნობს რომ დასვენებით ჯერ კიდევ საკმარისად ვერ დატკბა, ამიტომ აეროპორტში ის თავის ბილეთს შეყვარებულ წყვილს უთმობს, თავად კი ეროტიკული თავგადასავლების გაგრძელებას გადაწყვეტს. სექსუალურად თავისუფალი პატრიცია თავს პატარა სიამოვნებებზე უარის თქმით არასდროს იზღუდავს. სსრკ-ში ეს ფილმი რა თქმა უნდა, საჯაროდ არ უჩვენებიათ, თუმცა ვიდეო სალონებში ფილმის ნახვის მსურველთა ტევა არ იყო. იმ პერიოდში მოგეხსენებათ, რომ აკრძალული ფილმების გავრცელებისთვის შეიძლება ციხეშიც კი აღმოჩენილიყავით, ხოლო საკუთარ ბინაში მსგავსი ჟანრის ფილმების ყურება რაც არ უნდა გაგიკვირდეთ - გავრცელებად ითვლებოდა."9 ½ კვირა", 1986 წელი, ამერიკამაყურებელმა, რომელმაც ეკრანზე პირველად, შეუდარებელი კიმ ბესინჯერი სტრიპტიზის ცეკვისას იხილა, მისი შემხედვარე თავიც დაკარგა. შეერთებულ შტატებში ედრიან ლაინის ფილმი ჩავარდა: გაქირავებიდან მან მხოლოდ 6, 7 მილიონი დოლარი ამოიღო, როცა მის წარმოებაზე დაახლოებით 17 მილიონი დოლარი იქნა დახარჯული. საბჭოთა კინოს მოყვარულებისთვის ედრიან ლაინის ეს ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლებს მიკი რურკი და კიმ ბესინჯერი ასრულებდნენ სექსის სამყაროში ნამდვილ გზამკვლევად იქცა. რეჟისორმა, მსახიობებისგან მაქსიმალური გულწრფელობის მიღწევის მიზნით, გადასაღები მოედნის მიღმა მათ ერთმანეთის ნახვა აუკრძალა."ემანუელა", 1974 წელი, საფრანგეთისაბჭოთა კავშირის დროინდელი ეროტიკული ფილმი, მთავარი გმირის, ახალგაზრდა და მიმზიდველი ფრანგი ქალის, ემანუელას სექსუალური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბანგკოკში, მეუღლესთან ჟანთან ერთად ცხოვრობს. ჟანი ცოლს შემთხვევით ურთიერთობებს არა მხოლოდ უკრძალავს, არამედ პირიქით, მას ასეთი პრაქტიკის მიღებაში ხელსაც კი უწყობს, ვინაიდან ფიქრობს რომ მსგავსი გამოცდილება ემანუელას თავს ინტიმური ურთიერთობების დროს თავისუფლად აგრძნობინებს. ალბათ, სწორედ ეს აღნიშნული ფილმი მიიჩნევა სსრკ-ს დროის ყველაზე "ცხელ" ეროტიკულ ნამუშევრად. თავდაპირველად, ფილმი საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს მიერ იქნა აკრძალული და გაქირავებაში მხოლოდ ხელისუფლებაში მისი მემკვიდრის, ვალერი ჟისკარ - დ’ესტენის მოსვლასთან ერთად ჩაეშვა. გასაკვირი არც არის, რადგან მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ხომ პრეზიდენტის საყვარელი გახლდათ! ხოლო აი, საბჭოთა კავშირში კი ფილმის ჩანაწერებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა - სსრკ-ს პირველმა ეროტიკულმა ფილმებმა ადამიანები ჭკუიდან გადაიყვანა. ერთ-ერთ პირველ საბჭოთა "ვიდეომეკობრე" (მაშინ მათ "გადამწერებს" უწოდებდნენ) ვლადიმერ ნიკიშკინს, მოქალაქეების "გარყვნისთვის" ქონების კონფისკაციასთან ერთად, სამი წლით თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯა. "ემანუელამ" ჩემი ცხოვრება დაანგრია", -აღიარა ნიკიშკინმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ."უკანასკნელი ტანგო პარიზში", იტალია, 1972 წელისსრკ-ს დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ეროტიკული ფილმი რეკორდულად ბევრ ქვეყანაში - იტალიაში (1972-1986), პორტუგალიაში (1973-1974), სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და კორეაში იქნა აკრძალული. 1972 წლის დეკემბერში, იტალიაში პირველი ჩვენების შემდეგ ფილმმა ექვს დღეში არც მეტი, არც ნაკლები - 100, 000 დოლარის მოგება მოიტანა. ერთი კვირის შემდეგ კი, მისი ჩვენება აკრძალეს რადგან პორნოგრაფიად აღიარეს, ხოლო მისი ყველა ასლი გაქირავებიდან ამოიღეს. ფილმთან დაკავშირებულ ისტორიას, რომელიც პრემიერიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ გახმაურდა, ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ფილმის რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ ერთ - ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ძალადობის სცენა, რომელშიც მარია შნაიდერი მონაწილეობდა, მსახიობთან შეთანხმებული არ იყო. გოგონამ არ იცოდა, რომ მარლონ ბრანდოს გმირი მასზე ძალადობას ლუბრიკანტის ნაცვლად ზეთის გამოყენებით აპირებდა. გადაღებების დროს შნაიდერი 19 წლის იყო, ხოლო მისი კოლეგა ბრანდო 48-ის. გადაღებებმა ახალგაზრდა მსახიობს სულიერი წონასწორობა დააკარგვინა, მისი კარიერა ვერ შედგა. მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ "უკანასკნელი ტანგოს" ყველაზე თამამი სცენა, ფაქტობრივად დანაშაული იყო."კალიგულა", ამერიკა, 1979 წელიმიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მაყურებელი მსგავსი ჟანრის ფილმების გამო აღშფოთებას ვერ მალავდა, მათ მაინც ვერ ელეოდა და ყოველი მორიგი ეროტიკული ფილმის გამოსვლას სულმოუთქმელად ელოდა. უნდა ითქვას, რომ ამ ჟანრის ნამუშევრები სსრკ-ას მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ძველი რომის იმპერატორის, კალიგულას მმართველობისა და ცხოვრების შესახებ ასახულ ისტორიულ დრამაში თამამი სცენების სიუხვე არა ფილმის რეჟისორის, არამედ მისი პროდიუსერის - პორნოგრაფიული ჟურნალის "პენტჰაუსის" ცნობილი გამომცემლის, ბობ გუჩიონეს "დამსახურება" იყო. მან ამ ეპიკურ, ეროტიკულ დრამაში პორნოგრაფიული სცენები, ტინტო ბრასისგან დაუკითხავად, გადაღების დასრულების შემდეგ თვითნებურად ჩასვა. "კალიგულა" დღესაც კი, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ბევრად თამამად გამოიყურება, ხოლო სამოცდაათიანი წლების ბოლო პერიოდის ამ "პეპლუმში" სექსის სცენების სიუხვემ მსოფლიო დონის სკანდალიც კი გამოიწვია."ლედი ჩატერლეის საყვარელი", დიდი ბრიტანეთი - საფრანგეთი - გერმანია, 1981 წელი"პერესტროიკამდე" სულ ცოტა დრო რჩებოდა, საბჭოთა კავშირის ეკრანებზე პირველი ეროტიკული ფილმები უკვე გადიოდა, ამიტომ ამ ჟანრით ცოტათი თავმობეზრებულმა საბჭოთა პუბლიკამ ინტიმური სცენების სიუხვის მიუხედავად ნამუშევარი მაინც ცივად მიიღო. მთავარ როლში მაყურებელმა მათთვის უკვე კარგად ცნობილი სილვია კრისტელი იხილა, რომელიც არისტოკრატი მეუღლის გარემოცვაში თავს შევიწროებულად და დაბნეულად გრძნობს თავს, თუმცა მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ის სეირნობისას მეტყევე ოლივერ მალორსს გადაეყრება."გრძნობათა იმპერია", იაპონია - საფრანგეთი, 1976 წელიეს თამამი ფილმი სსრკ-ში მხოლოდ 1990 წელს მოხვდა და საბჭოთა საზოგადოებაში სრული აღშფოთებისა და გაუგებრობის ქარიშხალი გამოიწვია. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა მოახლე გოგონას, სადისა და მისი დამსაქმებლის, ისიდას გარშემო ვითარდება. ვნება, მაზოხიზმი, მკვლელობა და სიგიჟე. სწორედ ასეთია რეჟისორ ნაგისა ოსიმას ფილმის მოკლე შინაარსი."ღამის პორტიე", იტალია, 1974 წელიფილმის წარმატება თავიდან საკმაოდ საეჭვო იყო, თუმცა რუსეთში, ისევე როგორც მთელს სსრკ-ში ნაჩვენები სხვა ეროტიკული ფილმების მსგავსად ისიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ფილმის სიუჟეტი ვენის სასტუმროში, შემთხვევით შეხვედრილი ყოფილი ნაცისტისა და საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმრის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა შორისაც მოულოდნელად დიდი ვნება იფეთქებს."თურქული სიამოვნება", ნიდერლანდები, 1974 წელისინამდვილეში ფილმს "აღმოსავლური ტკბილეულობა" ჰქვია და არა "თურქული სიამოვნება". რეჟისორ პოლ ვერჰოვენის ეს ეროტიკული დრამა იან ვოლკერსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იქნა გადაღებული. საბჭოთა გაქირავების კიდევ ერთი ჰიტი კრიტიკოსებმა გაუმართლებელ თავაშვებულობაში დაადანაშაულეს და ფილმი ვულგარულად მონათლეს."ისტორია O", საფრანგეთი - გერმანია, 1975 წელირეჟისორმა ჟიუსტ ჟაკენმა, რომელიც ყოფილი ფოტოგრაფი გახლავთ შეიძლება ითქვას რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფილმი გადაიღო. სადო-მაზო თემატიკით დახუნძლულ ამ მეტისმეტად თამამ ფილმს საბჭოთა კავშირში ძირითადად ვიდეოსალონებში უჩვენებდნენ. მართალია, პორნოგრაფიის გავრცელების გამო ციხეში არავინ მოხვედრილა, თუმცა ცნობისმოყვარე მაყურებლები ჯარიმებს რეგულარულად კი იხდიდნენ.488 შეფასება არ არის |