x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდილოეთ კორეის შესახებ, რომლებიც მეტყველების უნარს წაგართმევთ
image


ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია თავისი ჩაკეტილობით არის ცნობილი, ხოლო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დანარჩენი სამყაროსთვის კვლავ ბურუსით არის მოცული. მართალია, მისი ლიდერი ყველას უმტკიცებს რომ ჩრდილოეთ კორეა - სამოთხეა დედამიწაზე, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას ჯოჯოხეთში დასაწვავად განწირული მონებივით ექცევა. ფაქტები, რომლებიც 21-ე საუკუნეში რკინის ფარდის მიღმა მცხოვრებ ადამიანებზე მოგითხრობთ გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.





შრომითი საკონცენტრაციო ბანაკები


image


ამ დროისთვის ჩრდილოეთ კორეაში 16 უდიდესი საკონცენტრაციო ბანაკი მოქმედებს, რომელთა შედარებაც ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებთან თავისუფლად შეიძლება. ისინი ჩვეულებრივ მთებში მდებარეობს. დღემდე, მავთულხლართებს მიღმა 200 000-მდე პატიმარი (დეზერტირები, მოღალატეები და რაღა თქმა უნდა, ყოფილი პოლიტიკოსები) იმყოფება.





მემკვიდრეობითი სასჯელი


image


ჩრდილოეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულისთვის სასჯელი "სამ თაობაზე" გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის საზღაურს მისი შვილებიც და შვილიშვილებიც იხდიან.





სადაზღვევო თაღლითობა


image


2009 წელს ჩრდილოეთ კორეის მთავრობა გლობალურ თაღლითობაში დაადანაშაულეს. ქვეყანამ უზარმაზარი სადაზღვევო პოლისები ქონებისა და აღჭურვილობისთვის მიიღო, თუმცა მოგვიანებით ყველას უმტკიცებდა, რომ ქონება განადგურდა, შედეგად მსოფლიოს რამდენიმე მსხვილმა სადაზღვევო კომპანიამ ჩრდილოეთ კორეას სასამართლოში უჩივლა.






იარაღით ვაჭრობა



image


თაღლითობის გარდა "გაერომ" ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ასევე აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის იარაღის უკანონო მიყიდვაში დაადანაშაულა, რომლის საერთო შემოსავალიც მთლიანად კიმ ჩენ ინის ჯიბეში წავიდა, თუმცა მან სანქციები უკანონოდ ცნო და განაცხადა რომ ქვეყანას შეუძლია გააკეთოს ის, რაც თავად ჩათვლის საჭიროდ.






ელექტროენერგიის დეფიციტი


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში მოსახლეობის დაბალ ფენებს შესვლა ეკრძალებათ, მეტიც, დაბალი ფენის წარმომადგენლებისგან დედაქალაქის საზღვრებს შეიარაღებული მესაზღვრეებიც კი იცავენ. ფხენიანში ადამიანების უმეტესობა ფუფუნებაში ცხოვრობს (ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყნის გაგებით). მიუხედავად ამისა, დედაქალაქში მცხოვრებ სამ მილიონ "უმაღლესს" კლასსაც კი ელექტროენერგია დღეში მხოლოდ ერთი-ორი საათით მიეწოდება. ფხენიანის გარდა ბევრი ქალაქი ელექტრომომარაგების სისტემაში უბრალოდ ჩართული არ არის. ეს კოსმოსიდან გადაღებული ღამის ფოტოებიდანაც ბრწყინვალედ ჩანს, სადაც ჩრდილოეთ კორეა - ერთი დიდი შავი ლაქაა.






სამი კასტის სისტემა


image


კიმ ირ სენმა, ჩრდილოეთ კორეაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით, ქვეყანაში სპეციალური სოციალური სისტემა შემოიღო, რომლის თანახმადაც ქვეყნის მთელი მოსახლეობა სამ კლასად - "მტრებად", "მერყევეებად" და "ძირითად მასად" დაიყო, ასეთი დაყოფა არა ადამიანის პიროვნებას, არამედ მის ოჯახურ ისტორიას ეფუძნებოდა. "ძირითად მასას" როგორც წესი, ერთგული და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები შეადგენენ, რაც შეეხება "მერყევეებს" ისინი ნეიტრალურ კლასს წარმოდგენენ, რომელსაც ხელისუფლება არანაირად არ უჭერს მხარს, თუმცა არც ჩაგრავს, მაგრამ აი, "მტრები" კი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ მთელ რიგ "საშინელ" დანაშაულებებში იქნენ მხილებულნი, როგორიცაა ქრისტიანობა ან მიწის მესაკუთრეობა. ამ კასტის წარმომადგენლები განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან, მათ ცხოვრება ფხენიანთან ახლოსაც კი ეკრძალებათ, და როგორც წესი, უკიდურესს სიღარიბეში ცხოვრობენ.






ადამიანის ფეკალიების სასუქად გამოყენება


image


გამომდინარე იქიდან რომ ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 80%-ი მთების კალთებზეა განფენილი, სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესობა უნაყოფოა. ადრე კორეას სასუქებით სსრკ ეხმარებოდა, მაგრამ ახლა ქვეყანამ ფეკალიის მიწოდების კვოტა შემოიღო, რომელიც წელიწადში დაახლოებით 2000 ტონას შეადგენს.





სამხრეთ კორეის მოქალაქეობა


image


ჩრდილოეთ კორეის ბევრი მოქალაქე მეზობელ ქვეყნებში გარბის. ჩინეთის ოფიციალური პოლიტიკა კი მათი კვლავ საზღვრის საშუალებით დეპორტაციაა. სამშობლოში ასეთ ლტოლვილებს ან ფიზიკურად ანადგურებენ ან იძულებითი შრომის ბანაკებში მრავალი ათწლეულით ამწესებენ. ჩინეთისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეას შეწყალების პოლიტიკა აქვს: ის რენეგატებს მოქალაქეობასაც ანიჭებს, პროფესიულ ტრენინგებსაც უტარებს და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებსაც უწევს.





კანიბალიზმი


image


1994-1998 წლებში ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობამ სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი გამოუსადეგარი დატოვა. ამ დროის განმავლობაში შიმშილით 3, 5 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ზე მეტია. გადარჩენის მიზნით ადამიანებმა შინაური ცხოველების ჭამა დაიწყეს, შემდეგ კი ჭრიჭინების, ხის ქერქისა და თქვენ წარმოიდგინეთ... ბავშვებისაც კი! სწორედ იმ დროს გახდა პოპულარული გამონათქვამი: "ხორცს ნუ შეჭამთ, თუ არ იცით ის რისია".





ციხეები და წამება


image


ის, თუ რა ხდება ჩრდილოეთ კორეის ციხეებში კარგად არის აღწერილი შინ დონ-ჰიუკის წიგნში. დონ-ჰიუკი გახლავთ ადამიანი, რომელმაც იმ საშინელი "ბანაკი 14"- დან გაქცევა მოახერხა, სადაც ყველაზე საშინელ პოლიტიკურ დამნაშავეებს ამყოფებენ. შინ დონ-ჰიუკის თქმით, დედის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზნით მას ჭერზე ფეხებით ჰკიდებდნენ.










0
574
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
574