x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ორ გვირაბს შორის მოქცეული მიტოვებული რკინიგზის სადგური აფხაზეთში
image

ძველი მიტოვებული ულამაზესი სადგურის პავილიონი "ფსირცხა"-მატარებლის პლატფორმა აფხაზეთში.



ის ორ მთას შორის არის მოქცეული, სადაც პატარა ნაკადული მოჩუხჩუხებს.ირგვლის სრული სიმყუდროვეა.

image


ფსირცხა არის სოფელიც და მდინარეც საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე სათავეს იღებს ახალი ათონის ჩრდილოეთ განაპირას კარსტული წყაროებიდან. წარმოადგენს ახალი ათონის მღვიმის ჰიდროდინამიკური სისტემის ზედაპირულ გაგრძელებას. საზრდოობს უმთავრესად გუმიშხის მასივის კარსტული წყლებით. სიგრძე 1, 5 კმ.


რაც შეეხება სოფელს, მდებარეობს აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთზე, შავიზღვისპირა გზატკეცილზე. თემის ცენტრი (სოფლები:ოქტომბერი, ციტრუსოვანი). ზღვის დონიდან 80 მ, გუდაუთიდან 21 კმ, ახალი ათონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7 კმ. შეიქმნა 1948 წელს სოფლების ცენტრალნოეს, კომსომოლსკოეს და კრასნოეს გაერთიანებით.

image

რკინიგზის სადგური დაარსდა 1944 წელს, როგორც ამიერკავკასიის რკინიგზის გაჩერება სახელწოდებით "დაჩა" წიწვოვანი ნაკადულის ნაპირზე, რომელიც აფხაზურად იწერება როგორც "ფსირცხა".


1951 წელს ამ გაჩერებამ მიიღო ახალი ქართული სახელწოდება „აგარაკი“ და 1954 წელს, არქიტექტორ გ.ლეჟავას პროექტით, აქ აშენდა პლატფორმა სადგურის პავილიონით და ბილეთების გასაყიდი სალაროთი.

image

1967 წლიდან გაჩერებამ კვლავ „ფსირცხა“ დაარქვეს.

image

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქ ბრძოლები მიმდინარეობდა და მას შემდეგ სადგურის პავილიონი აღარ ფუნქციონირებს, აქ დრო გაჩერდა.სადგურის მიმდებარე გვირაბის პორტალები ნატყვიარებით არის გადაჭედილი.

image

1993 წლის ბოლოს მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ აღდგა, მაგრამ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის გამო, მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ დაიხურა 2011 წლამდე.

image

ახლა აქტიურ ტურისტულ სეზონის დროს აქ ჩერდება სამგზავრო მატარებელი.

image

დასავლეთიდან ბაქანზე მდებაროებს No14 სარკინიგზო გვირაბის პორტალი, რომელიც აშენდა დიდი სამამულო ომის დროს.


ხოლო აღმოსავლეთიდან არის მეორე გვირაბი No15, რა თქმა უნდა შიგნით არავინ შეგიშვებთ.


აი ასეთი უჩვეულო ატმოსფეროა ამ ულამაზეს მიტოვებულ სადგურზე.


image

1
364
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
364
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1