აფხაზეთი ორ გვირაბს შორის მოქცეული მიტოვებული რკინიგზის სადგური აფხაზეთში 2023, 22 ოქტომბერი, 14:05 ![]() ის ორ მთას შორის არის მოქცეული, სადაც პატარა ნაკადული მოჩუხჩუხებს.ირგვლის სრული სიმყუდროვეა. ![]() ფსირცხა არის სოფელიც და მდინარეც საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე სათავეს იღებს ახალი ათონის ჩრდილოეთ განაპირას კარსტული წყაროებიდან. წარმოადგენს ახალი ათონის მღვიმის ჰიდროდინამიკური სისტემის ზედაპირულ გაგრძელებას. საზრდოობს უმთავრესად გუმიშხის მასივის კარსტული წყლებით. სიგრძე 1, 5 კმ. რაც შეეხება სოფელს, მდებარეობს აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთზე, შავიზღვისპირა გზატკეცილზე. თემის ცენტრი (სოფლები:ოქტომბერი, ციტრუსოვანი). ზღვის დონიდან 80 მ, გუდაუთიდან 21 კმ, ახალი ათონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7 კმ. შეიქმნა 1948 წელს სოფლების ცენტრალნოეს, კომსომოლსკოეს და კრასნოეს გაერთიანებით. ![]() 1951 წელს ამ გაჩერებამ მიიღო ახალი ქართული სახელწოდება „აგარაკი“ და 1954 წელს, არქიტექტორ გ.ლეჟავას პროექტით, აქ აშენდა პლატფორმა სადგურის პავილიონით და ბილეთების გასაყიდი სალაროთი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ხოლო აღმოსავლეთიდან არის მეორე გვირაბი No15, რა თქმა უნდა შიგნით არავინ შეგიშვებთ. აი ასეთი უჩვეულო ატმოსფეროა ამ ულამაზეს მიტოვებულ სადგურზე. ![]() 365 2-ს მოსწონს
|