x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მეცნიერებმა ადამიანის ტვინი შეისწავლეს და წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს

ცოტა ხნის წინ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ასტროფიზიკოსმა ავი ლებმა (Abraham "Avi" Loeb) განაცხადა, რომ უცხოპლანეტელების, ჩვენს შორის, ყოფნის ალბათობა 100% ტოლია. მას მტკიცებულება არ წარმოუდგენია, თუმცა მეცნიერს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, როგორც კოლეგებს, ისე ასტროფიზიკოსებს შორის. ამასთან ის, ჟურნალისტების და საზოგადოების გაოცებას, ახალი კვლევებით და დასკვნებით აგრძელებს...

მან სტივენ პინკერთან (Steven Pinker) ერთად, რომელიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სპეციალისტია და შემეცნებითი მეცნიერებების სფეროში მუშაობს, მკვლევართა ჯგუფი შექმნა. ისინი სწავლობენ, თუ რა ემართება ადამიანების ტვინს, სიკვდილის მომენტში. აღმოჩნდა, რომ ორგანო უზარმაზარი ენერგიის გამომუშავებას იწყებს და ამ მოვლენის შედარება, სახლში ელექტროენერგიის უეცარ მატებასთან შეიძლება. როგორც მეცნიერი ირწმუნება, მხოლოდ ერთი ტვინის მიერ გამოყოფილ ენერგიას, 150–200 სახლის, ერთი კვირის მანძილზე, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.

ამ ფენომენს მეცნიერები ვერაფრით ხსნიან, რადგან, რეალურად, სიკვდილის შემდეგ, ყველაფერი პირიქით ხდება – ყველა ორგანო და სისტემა იღუპება! მარტივი ლოგიკიდან რომ გამოვიდეთ, თუ ძრავის გარდა, ავტომობილის ყველა ნაწილი მწყობრიდან გამოვა, – ის მუშაობას, უბრალოდ, ვერ შეძლებს. მაგრამ, ადამიანის ტვინი ამ შედარებას უარყოფს, რაც შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: ჩვენი ტვინი – ბევრად უფრო რთული სტრუქტურაა და მისი მუშაობის ალგორითმები ჯერ კიდევ გასარკვევია...


image


მომაკვდავი ადამიანის ტვინი


როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიკვდილის მომენტში, ადამიანის ტვინი უზარმაზარ ენერგიას გამოყოფს... და სად მიდის ენერგია? ეს მთავარი კითხვაა, რომლის პასუხი არ არსებობს! არის რამდენიმე ვარაუდი და აქ ერთ–ერთს განვიხილავთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორმა მეცნიერმა ჯგუფი შექმნა, რომელმაც დაკვირვება, თითქმის, 50 მომაკვდავი ადამიანის თავის ტვინის აქტივობაზე აწარმოვა და ყველა შემთხვევაში, დაკვირვების ობიექტიდან ერთი მეტრის რადიუსში, ელექტრომაგნიტურ ველში ნახტომი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი აქტივობა კი, თავიდან – ანუ ტვინიდან მოდიოდა.

შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რეალურად, ეს ორგანო – ანტენაა. ის სხვადასხვა რეცეპტორებით (სუნი, შეხება, სმენა, გემო, ვიზუალური კომპონენტი) მიღებული მონაცემების დამუშავების საშუალებას იძლევა და ტვინის გარეშე, გრძნობის ორგანოები საერთოდ უსარგებლო იქნებოდა. გარდა მონაცემების დამუშავებისა, ადამიანის ტვინს მეხსიერების უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩნია, რომლის ზღვარი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. სავსებით შესაძლებელია, რომ ის ნებისმიერ კომპიუტერზე ძლიერი იყოს. მაგრამ იმისათვის, რომ სრული დატვირთვით იმუშაოს, ბევრი ენერგიაა საჭირო. ადამიანის სხეულს კი, მისთვის, ამდენი ენერგიის მიცემა, ფიზიკურად არ შეუძლია.

ამ აღმოჩენებზე დაყრდნობით, ლებმა და პინკერმა ჰიპოთეზა წამოაყენეს, რომლის თანახმად, ადამიანი – უცხოპლანეტელების ექსპერიმენტის შედეგია...


image


კაცობრიობა – უცხოპლანეტელების ექსპერიმენტი


ასეთი დასკვნის შემდეგ, ახალი კითხვა ჩნდება: თუ რა მიზნით შექმნეს უცხოპლანეტელებმა ადამიანი? – პასუხი არც ამ კითხვაზე არსებობს! მაგრამ, ლობს მიაჩნია, რომ ჩვენ ინფორმაციის შემგროვებლები და მისი მატარებლები ვართ – ე. წ. ბიოკომპიუტერები. ამ ჰიპოთეზას სტივენ პინკერიც იზიარებს და ამტკიცებს, რომ სიკვდილის მომენტში, ტვინი უზარმაზარ ენერგიას იმიტომ გამოყოფს, რომ ძალიან იძაბება და დაგროვილი ცოდნა საინფორმაციო ბაზას – ნოოსფეროს გადასცეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ფიზიკური სხეული – რთული ბიომანქანაა, ინფორმაციის შეგროვებისთვის. ტვინი კი ამ ინფორმაციას ამუშავებს და ენერგო-ინფორმაციული სახით, იმ მომენტამდე ინახავს, ვიდრე ადამიანი არ მოკვდება... და ვინაიდან ტვინი, გარკვეული ალგორითმით არის დაპროგრამებული, სიცოცხლის ბოლოს, მისი ბოლო მოქმედება – მონაცემთა გადაცემა არის.



image

არხის სხვა სიახლეები:


* "სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს კარგი არაფერი ელის"... – სტალინის წინასწარმეტყველება რუსეთზე

* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* გაფერადებული ისტორიული ფოტოები

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



1
721
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
721
  
2023, 25 ოქტომბერი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1