საბუნებისმეტყველო პენტაგონმა ამო-ს შესახებ ასობით შეტობინება მიიღო 2023, 21 ოქტომბერი, 16:25 პენტაგონმა განაცხადა, რომ იგი ყოველთვიურად იღებს ასობით შეტყობინებას ამო-ს შესახებ. პენტაგონის ყველა სახის ანომალიის კვლევის ოფისი (AARO) იტყობინება, რომ ყოველთვიურად ასობით შეტყობინებას იღებდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ. ამის შესახებ CNN იუწყება. AARO-ს ხელმძღვანელის შონ კირკპატრიკის თქმით, თუ 2022 წლის აგვისტოში, მისმა განყოფილებამ მიიღო დაახლოებით 650 მოხსენება ამო-ს შესახებ, 2023 წლის აპრილისთვის ეს რიცხვი თვეში 800 ერთეულამდე გაიზარდა. ყველაზე ხშირად, ამოუცნობი ობიექტები აღირიცხება იმ სამხედრო ტექნიკის არეალში, სადაც საჰაერო სივრცე დაკეტილია.ეს აიხსნება იმ ფაქტით, რომ ასეთ ადგილებში უფრო მგრძნობიარე სათვალთვალო საშუალებები გამოიყენება. კირკპატრიკის მტკიცებით ანომალური მოვლენების დაახლოებით ნახევარი უკავშირდება საჰაერო ბურთებს, კოსმოსურ ნაგავს და სხვა საგნებს, რომლებსაც შეცდომით უცხოპლანეტელებთან აკავშირებენ. ზოგიერთი ობიექტი შეიძლება აშშ-ს პოტენციური მოწინააღმდეგეების მიერ იყოს გაშვებულიც. თუმცა რჩება შეტყობინებების 2-4 პროცენტი, რომელიც მოიცავს ობიექტებს, რომლებსაც რეალურად აქვთ ანომალიური თვისებები და ახსნა ვერ მოუძებნეს; მაგალითად: უჩვეულოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობა ან „ამოუცნობი მორფოლოგია“. სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა გახსნა ახალი ვებგვერდი, რომელიც ეძღვნება ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, იქ ყველას შეუძლია ნახოს ამო-ს დეკლარირებული ფოტოები და ვიდეოები, რომელსაც თან ახლავს AARO-ს სპეციალისტების კომენტარები. 208 2-ს მოსწონს
|