x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138323
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512010
"რა ვქნა, რა უნდოდა ინდიელთა ტომის ბელადის, ვინიტუ ინჩუჩუნას ასულს ჭორვილაში, ვერა და ვერ გავიგე"-გელა ზედელაშვილი

image


"მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის, ყველაფერს ვამჩნევ, მაგრამ ეს მაინც ვერ გავიგე!
დიახ, მე ისიც კი ვიცი, რატომ არ აქვს ცას კიბე, როგორ დებენ ვაშლის კანფეტში “პავიდლოს'', ვინ ღებავს მიწის ქვეშ ბოლოკს, როგორ ტენიან ბროწეულში წითელ მარცვლებს, მაგრამ რა ვქნა, რა უნდოდა ინდიელთა ტომის ბელადის, ვინიტუ ინჩუჩუნას ასულს ჭორვილაში, ვერა და ვერ გავიგე, ვერ მივხვდი!
არ დამცინოთ, ვზივარ ორი დღეა უტყვად და მაგაზე ვფიქრობ, თუკი ის გავიგე, ვინ ღებავს მიწის ქვეშ ბოლოკს, ეს როგორ ვერ უნდა გავიგო?
ბოლოს იქამდეც მივედი, სოლომონ დოდაშვილის “ლოღიკა'' წავიკითხე, ეგებ იქ მაინც იყოს რამე მიმართულება, რომელშიც ვინიტუ ინჩუჩუნას ასულისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ჩაჯდება-მეთქი, მაგრამ ჩემი ფეხები, არ ჩაჯდა.
მაგალითად, დოდაშვილის აზრით, რაოდენობისა და თვისებრიობის კატეგორიები ერთმანეთს ისე ეფარდებიან,
როგორც თეზისი, ანტითეზისი და სინთეზისი.
კი, ბატონო, ეს გავიგე, მაგრამ თუკი ეგრეა, მაშინ ამათი ბოდიალი რატომ არ ჯდება რომელიმე ქვემდებარეში?
მოკლედ... ვზივარ, ვფიქრობ, საკუთარ თავს ვეკამათები და ვიმედოვნებ, რომ ამ ამოცანასაც როგორმე ამოვხსნი. სხვათა შორის, ბოლოკის შეღებვაზეც ეგრე ვიწვალე და მაინც ამოვხსენი.
ისე, რაღა დაგიმალოთ და... ვეთანხმები ერთ-ერთ შმაციონალ დედაკაცს, რომელმაც თავი ვეღარ შეიკავა და თქვა, ეს ქალი ბოლო ლურსმანია “ნაციონალური მოძრაობის'' კუბოზეო.
ეგრეა, ბოლო ლურსმანია, თანაც “შტრაფილისა''!"-წერს ჟურანლისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.


0
325
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0