ფოტოგრაფია
პაპარაცების სკანდალური კადრები, რომლებმაც ცნობილ ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიეს
2023, 21 ოქტომბერი, 9:53
პაპარაცებს არასდროს სძინავთ, მაშინაც კი, როდესაც ისინი არსად ჩანან, ისინი მაინც არიან. სწორედ ასეთი შენიღბვის შედეგად ახერხებენ ისინი ცნობილი ადამიანებისთვის ისეთი სკანდალური და ექსკლუზიური ფოტოების გადაღებას, რომელიც მათ ცხოვრებაში გარდამტეხი ხდება. ეს "აბეზარი კოღოები" სელებრითებს როგორც წესი, თავზე სწორედ მაშინ ადგებიან, როდესაც ისინი ამას ყველაზე ნაკლებად ელიან.
ცნობილმა მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა და მისმა საქმრომ რუპერტ სანდერსმა თავიანთი ნიშნობა პაპარაცების მიერ გადაღებული სწორედ ამ ფოტოების შემდეგ გააუქმეს.
ჯონ ლენონი თავის ერთ - ერთ გულმხურვალე თაყვანისმცემელს ავტოგრაფს აძლევს, რომელიც მას მოგვიანებით სიცოცხლეს გამოასალმებს. ჯონ ლენონის მკვლელობა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მკვლელობად იქცა. 1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მაჰეტენზე, 72-ე და სენტრალ პარკ უესტის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, "დაკოტას" სიახლოვეს, სტუდიიდან შინ დაბრუნებულ ჯონ ლენონს მარკ დევიდ ჩეპმენმა ხუთი ტყვია ესროლა, ლენონი მაუნტ საინაი რუზველტის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.
კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურისა და გამომგონებლის, "Apple"-ის თანადამფუძნებლის სტივ ჯობსის უკანასკნელი კადრი.
ფრანგი პოლიტიკოსი და საფრანგეთის პრეზიდენტი 2012-2017 წლებში ფრანსუა ოლანდი თავის საყვარელ ჟიული გაიესთან ერთად მოტოციკლით პაპარაცებმა დააფიქსირეს, 2014 წელი.
პრინცესა დიანას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული მისი უკანასკნელი ფოტო. სწორედ ამ მანქანით მოყვება ის ავარიაში დოდი ალ ფაიედთან ერთად. ფოტო პარიზში, კატასტროფის ღამეს არის გადაღებული. 1997 წლის 31 აგვისტოს 36 წლის ასაკში ლედი დი ავტოავარიაში დაიღუპა. საზოგადოების ნაწილი მის სიკვდილში დედოფალ ელისაბედ მეორეს ადანაშაულებს, ზოგიც პაპარაცებს სდებს ბრალს, რომლებიც პრინცესას გამუდმებით კუდში დასდევდნენ, ზოგი კი პრინცესას სიკვდილში თავად პრინც ჩარლზსა და კამილა პარკერს ადანაშაულებს, თუმცა ოფიციალური ვერსიით, ავარია მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.