x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აბორტი გაიკეთა 19 წლის ასაკში" - ბრიტნი სპირსის მემუარები მალე გამოვა
image

ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ მას უნდა შეძენოდა პირველი შვილი მრავალი წლის წინ, როდესაც ის მხოლოდ 19 წლის იყო. თავის მემუარებში „ქალი ჩემში“ (The Woman in Me)41 წლის მომღერალმა პირველად ისაუბრა აბორტის შესახებ, რომელიც პოპულარობის პიკზე გაიკეთა. ბავშვის მამა იყო მისი შეყვარებული, მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი.


პოპ ვარსკვლავის თქმით, მაშინ 20 წლის ჯასტინმა თქვა, რომ მზად არ იყო მამობისთვის.


„ორსულობა ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს არ იყო ტრაგედია. ჯასტინი ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს ოჯახი გვექნებოდა. მართალია, ეს მოხდა უფრო ადრე, ვიდრე ველოდი. მაგრამ ჯასტინს ნამდვილად არ გაუხარდა ეს ორსულობა. მან მითხრა, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად ბავშვის გაჩენისთვის, რადგან ძალიან პატარები ვიყავით ამისთვის“, - ციტირებს გამოცემა People ამონარიდს სპირსის მემუარებიდან.



ბრიტნი ამბობს, რომ თავად არასოდეს გადაწყვეტდა აბორტის გაკეთებას, მაგრამ მას ამ ნაბიჯის გადადგმა უბიძგა საყვარელი ბიჭის მიერ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებამ.


„არ ვიცი, იყო თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება. მთლიანად ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, აბორტს არასოდეს გავიკეთებდი. მაგრამ ჯასტინი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ არ სურდა მამა გამხდარიყო“, - ამბობს ბრიტნი.

image

სპირსის მემუარები დასაბეჭდად მზადდება. აქამდე მან მხოლოდ ერთი ამბავი გააზიარა მომავალი წიგნიდან. მაგრამ პოპ პრინცესას სურვილი, გაამჟღავნოს თავისი წარსულის საიდუმლოებები, უკვე იწვევს სერიოზულ შეშფოთებას მის ყოფილ ბოიფრენდებში - მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკსა და მსახიობ კოლინ ფარელში.ისინი ითხოვენ წიგნის გამოცემამდე წაიკითხონ ხელნაწერი.


ვარსკვლავის ყოფილ კაცებს სურთ იცოდნენ, რა პიკანტური საიდუმლოებების გამჟღავნება გადაწყვიტა ბრიტნიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.


ტიმბერლეიკის და ფარელის ადვოკატები იმუქრებიან, რომ მათი კლიენტები ბრიტნის სასამართლოში უჩივლებენ, თუ წიგნის ზოგიერთი ნაწილი გამოქვეყნდება. როგორ დასრულდება ეს ამბავი, ჯერჯერობით უცნობია. ჯასტინ ტიმბერლეიკს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ბრიტნის აბორტის ამბავზე.



ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ერთად იყვნენ სამი წლის განმავლობაში, 1999 წლიდან 2002 წლამდე. როდესაც მათ ურთიერთობა დაიწყეს, ბრიტნი 17 წლის იყო, ჯასტინი - 18. ტიმბერლეიკი მაშინ პოპულარული ჯგუფის NSYNC წევრი იყო. ისინი სკანდალურად დაშორდნენ ერთმანეთს. ჭორების თანახმად, სპირსმა უღალატა ტიმბერლეიკს და მუსიკოსმა გამოხატა თავისი გრძნობები ამ ამბავზე, ცნობილ ვიდეოკლიპში "Cry Me a River".



ჯასტინთან დაშორების შემდეგ ბრიტნიმ რომანი გააბა მოცეკვავე კევინ ფედერლაინთან. ისინი დაქორწინდნენ, ბრიტნის კევინისგან ორი ვაჟი შეეძინა: შონ პრესტონი და ჯეიდენ ჯეიმსი. ახლა ისინი 18 და 17 წლის არიან. ახალგაზრდები ცხოვრობენ მამასთან და დედასთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ.

1
103
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:11
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1