კინო და მაინც "ის" იყო! - 5 ყველაზე თამამი სცენა საბჭოთა კინოდან 2023, 18 ოქტომბერი, 15:06
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირში საკმაოდ მკაცრი ცენზურა არსებობდა, რომელსაც ყველა ფილმი ვერ გადიოდა, და თუ გადიოდა, იქიდან ზედმეტად გულახდილ და თამამ სცენებს როგორც წესი, ყოველთვის ჭრიდნენ, თუმცა არსებობს კინოსურათების მცირე ჩამონათვალი, რომელიც საბჭოთა ცენზურის კლანჭებს როგორღაც გადაურჩა და საბჭოთა მაყურებელმა ის მთელი თავისი "ღირსებებით" იხილა.
ალბათ, ყველას ახსოვს "საბჭოთა კინოს ყველაზე გაბედული სცენა", როდესაც სვეტლანა სვეტლიჩნაიას გმირს ფილმ "ბრილიანტის ხელში" ბიუსტჰალტერი სრულიად მოულოდნელად "გაუფრინდება", თუმცა ეს იმ რეალურ სექსუალურ სცენებთან რა მოსატანია, რომლებიც იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდებოდა საბჭოთა კავშირის დროინდელ კინემატოგრაფში. მაშ ასე, თქვენ წინაშეა 5 ყველაზე "ცხელი" სცენა საბჭოთა კინოდან, რომელიც მაყურებელს დღემდე ახსოვს.
"ეკიპაჟი", 1979 წელი, რეჟისორი - ალექსანდრე მიტა, მთავარ როლებში - გეორგი ჟჟონოვი, ანატოლი ვასილიევი, ლეონიდ ფილატოვი, ალექსანდრა იაკოვლევა
"ინტერ - გოგონა", 1989 წელი, რეჟისორი - პეტრე ტოდოროვსკი, მთავარ როლებში - ელენა იაკოვლევა, ლუბოვ პოლიშუკი, ირინა როზანოვა და ინგებორგა დაპკუნაიტე. ელენა იაკოვლევას მართალია თამამ სცენებში თამაშის ერიდებოდა, თუმცა ეკრანზე საცვლებით გამოჩენის სულაც არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმი მსუბუქი ყოფაქცევის გოგონების ცხოვრების შესახებ საკმაოდ არასრულყოფილი იქნებოდა.
"პატარა ვერა", 1988 წელი, რეჟისორი - ვასილი პიჩული, მთავარ როლებში - ნატალია ნეგოდა, ალექსეი სოკოლოვი. ალბათ, ყველაზე თამამი ეროტიკა სწორედ "პერესტროიკის" პერიოდში გადაღებულ ამ ფილმშია ნაჩვენები, რეჟისორ ვასილი პიჩულის ეს დრამა გახლდათ ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ფილმი, სადაც სექსუალური სცენები უხვად იყო წარმოდგენილი, რითაც საბჭოთა მაყურებლის ყურადღებაც მიიპყრო. ახლა, ფილმის ინტერნეტსივრცეში ნახვა სრულიად თავისუფლად შეიძლება, თუმცა თავის დროზე მან კინოთეატრებში ქვეყნის მოსახლეობის 55 მილიონი მაყურებელი შეკრიბა. მართალია, ფილმს უზნეობისთვის კიცხვდნენ, თუმცა ასეთი პოპულარული ის სწორედ მასში თამამი კადრების სიუხვით გახდა.
"მუშკეტერები 20 წლის შემდეგ", 1992 წელი, რეჟისორი - გიორგი იუნგვალდ-ხილკევიჩი, მთავარ როლებში - მიხაილ ბოიარსკი, ვენიამინ სმეხოვი, ვალენტინ სმირნიტსკი, იგორ სტარიგინი, ვიქტორ ავილოვი და ანატოლი რავიკოვიჩი.
"მოსკოვს ცრემლების არ სჯერა", 1980 წელი, რეჟისორი - ვლადიმერ მენშოვი, მთავარ როლებში-ვერა ალენტოვა, ალექსეი ბატალოვი, ირინა მურავიოვა და რაისა რიაზანოვა.
|