მოვლენები ეროტიკულმა მოდელმა, რომელსაც მამინაცვალი 11 წლიდან ზრდიდა, გამომწერებს შორის იპოვა 2023, 18 ოქტომბერი, 14:27 ![]() ეროტიკულმა მოდელმა ავტრალიიდან, ტაილა მედისონმა განაცხადა, რომ მამინაცვალი შემთხვევით იპოვა გამომწერებს შორის და ამის შესახებ დედას უამბო. ინფორმაციას The Daily Star ავრცელებს. გოგონას თქმით, როგორც კი მან გახსნა გვერდი ზრდასრულთა ერთ-ერთ სერვისზე, მასთან გამოჩნდა მუდმივი აბონენტი ძალიან უცნაური სახელით. მამაკაცი ერთი თვის განმავლობაში ყიდულობდა მის მთელ კონტენტს და იძლეოდა შეკვეთებს თითქმის ყოველდღე განსაკუთრებულ ფოტოებზე. ამავდროულად, მედისონს ჰქონდა გვერდი TikTok-ზე, სადაც მცირე რაოდენობის გამომწერები ჰყავდა. ერთ დღეს ის ამოწმებდა, ვინ იყო მის გვერდზე შემოსული და აღმოაჩინა იგივე უცნაური სახელი. უფრო მეტიც, მაშინვე გამოჩნდა შეტყობინება, რომ ეს ადამიანი მის სატელეფონო კონტაქტების სიაში იყო. ![]() ორი წუთის შემდეგ მან მიპასუხა: "ტაი, შეგვიძლია ვისაუბროთ?" გოგონა განადგურებული იყო, პირველ რიგში დედის გამო, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა დედისთვის. „ ამის შესახებ ვიდეო ზარის საშუალებით მოვუყევი. ის შოკირებული იყო და დიდხანს დუმდა, რაც მისთვის დამახასიათებელი არ იყო“, – აღნიშნა მოდელმა. მალევე დედამისმა ქმარი გააძევა და განქორწინება მოითხოვა. ![]() გოგონა ირწმუნება, რომ ახლა მათი ოჯახი გაცილებით ბედნიერია. უფრო მეტიც, გოგონამ დაიწყო დედის ყოფილი ქმრისთვის დამზადებული მთელი კონტენტის ცალკე კოლექციად გაყიდვა, სახელწოდებით "მამინაცვალის ნაკრები", რითაც წელიწადში 410 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა. 388 2-ს მოსწონს
|