x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იაპონიაში რესტორანი იყენებს ცხიმით გაზინტლულ ქოთანს სოუსით, რომელიც 60 წელია არ გარეცხილა
image


სატელევიზიო შოუში მონაწილეობა მიიღო პოპულარულმა ტოკიოს რესტორანმა Abe-chan-მა, რომლის საფირმო კერძია ღორის მწვადი მოტკბილო-მომჟავო სოუსით და აღმოჩნდა, რომ რესტორნის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო იყო საკმაოდ საეჭვო გარეგნობის ქოთანი, რომელიც დაფარულია ზედ მიმხმარი მუქი მასით. ბოლო 60 წლის განმავლობაში ამ ჭურჭლის გარეცხვა კატეგორიულად აკრძალულია!


რესტორნის მფლობელის თქმით, ბოლო 60 წლის განმავლობაში ეს ქოთანი არასოდეს გარეცხილა, რაც აშკარად განსაზღვრავს შიგთავს- სოუსის ჩინებულ გემოს, რომელშიც ღორის მწვადს აწობენ.


იმის ნაცვლად, რომ რესტორნის დაკეტვის შემდეგ ჭურჭელი გაირეცხოს, თანამშრომლები უბრალოდ ასხამენ მასში დარჩენილ სოუსს, რაც მხოლოდ „აძლიერებს მის გემოს“. თიხის ქოთნის ირგვლივ გაქონილი მასა არ არის ყველაზე "მადისაღმძვრელი" სანახაობა, მაგრამ აბე-ჩანის მფლობელებისთვის ის ძვირფასი განძია, რომელიც გამოფენილია ყველასთვის, რომ ნახოს სწორედ გრილის გვერდით.


image

დაწესებულება დაარსდა 1933 წელს ამჟამინდელი მფლობელის პაპის მიერ და სოუსის ქვაბიც იმ დროისაა. ჭურჭლის გარეცხვის გარეშე სოუსის დამატების ტრადიციას სამივე თაობა მისდევდა და ამჟამინდელი მფლობელი თვლის, რომ ამან ხელი შეუწყო ოჯახური ბიზნესის წარმატებას.


სატელევიზიო შოუში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები, რომლებსაც ჰკითხეს, საშიშია თუ არა ასეთი სოუსის გამოყენება საჭმლის მომზადებისათვის?.


მართლა შესაძლებელია თუ არა გამუდმებით ახალი სოუსის დამატება ძველ ნარჩენებზე? ერთი ექსპერტის თქმით, თუ სოუსმა გაიარა ხანგრძლივი თერმული დამუშავება, მაშინ ბაქტერიული დაბინძურების საშიშროება არ არსებობს.

image

სატელევიზიო შოუმ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტში და სანამ აბე-ჩანის ზოგიერთი ვიზიტორი იცავდა თავის საყვარელ დაწესებულებას და ამტკიცებდა, რომ იქ მრავალი წლის განმავლობაში ჭამდნენ და საკვების გამო ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს ჰქონიათ, სხვებმა განაცხადეს, რომ გაურეცხავი ქოთანი სოუსით წარმოდგენს სერიოზულ ჰიგიენურ პრობლემას.


ამჟამად უცნობია, როგორ უმკლავდება რესტორანი თავისი მრავალწლიანი ტრადიციის კრიტიკას. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მფლობელმა გადაწყვიტა ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა მუშაობა, მიუხედავად გაქონილი ქოთნის ირგვლივ არსებული დაპირისპირებისა, ზოგი კი ამბობს, რომ 60 წლის განმავლობაში პირველად მოხდა და ქოთანი გარეცხეს.


2
387
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
387
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:02
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 18 ოქტომბერი, 15:12
წარმოუდგენელია, ეგ ქოთანი კი არ უნდა გაერეცხათ, უნდა გადაეგდოთ... ან როგორ გარეცხეს?
0 1 2