x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მსოფლიოს ხალხთა პირველი საქორწინო ღამის შოკისმომგვრელი ტრადიციები

image


მსოფლიოს ყველა ერი განსაკუთრებული და უნიკალურია. თითოეულ მათგანს გააჩნია უჩვეულო ტრადიციები და წეს - ჩვეულებები, რომლებიც დანარჩენი სამყაროსთვის სრულიად უცხო და გაუგებარია, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს მაინც სხვა ერების პირველი ღამის საქორწინო რიტუალები იწვევს. ზოგიერთი ადათ-წესი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, შეიძლება სიველურედაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ეს მათ ნაკლებად საინტერესოს ნამდვილად არ ხდის, პირიქით, ბევრი ტრადიცია და რიტუალი, რომელიც გამრავლებასთან არის დაკავშირებული ამ ერებში დღემდე აქტუალურია. მაშ ასე, წარმოგიდგენთ სხვადასხვა ერების პირველი საქორწინო ღამის თავისებურებებს, რომელთა უმრავლესობაც ადამიანთა დიდ ნაწილს კულტურულ შოკშიც კი აგდებს.



რუანდა: ბაჰუტუს ტომი


image


ოჯახური ბედნიერების გზაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად, ბაჰუტუს ტომში წყვილები ვალდებულები არიან პირველ საქორწინო ღამემდე ერთმანეთი სცემონ. ტრადიციის თანახმად ცოლმა ქმარი უნდა სცემოს ყველაფრით, რაც კი ხელთ მოხვდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი, შესრულებული მოვალეობის გრძნობით, მამის სახლში ბრუნდება, ასე გრძელდება მთელი კვირა, რაც კვირის ბოლოს სიყვარულის აქტით გვირგვინდება. ამ ჩვეულების თანახმად, მეუღლეები ერთმანეთზე მთელ ნეგატივს აფრქვევენ და შემდგომ ცხოვრებას ბედნიერად აგრძელებენ.




ჩრდილოეთ აფრიკა: "რეპეტიტორების" მოწვევა


image


ბერბერები - ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრი ხალხის საერთო სახელია, რომლებმაც ისლამი VII საუკუნეში მიიღეს, ისინი ეგვიპტის საზღვრების დასავლეთით ცხოვრობენ. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ეთნიკური ჯგუფის ტრადიციების თანახმად, ქორწილის დასრულებისთანავე ახალშეუღლებულებს განმარტოება არა მხოლოდ ეკრძალებათ, არამედ პირველი საქორწინო ღამის გატარება რამდენიმე წყვილის კომპანიაში ევალებათ, რომლებიც მზად არიან მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და სიყვარულის "სიბრძნეებსაც" აზიარონ, ასეთი ქორწინების პირველი ღამე როგორც წესი, 5 დღეს გრძელდება.




ფილიპინები: არავითარი ფიზიკური სიახლოვე


image


მდიდრული ქორწილის შემდეგ ფილიპინელი ახალდაქორწინებულები პირველ ღამეს წვებიან და იძინებენ. სტუმრები და ნათესავები ახალშეუღლებულებს გულისყურით აკვირდებიან რათა მათ ჩვეულება არ დაარღვიონ და სქესობრივი აქტით არ დაკავდნენ, ეს კი იმისთვის ხდება რომ პატარძალი ქორწილის ღამეს არ დაორსულდეს, ვინაიდან ამ დღეს წყვილი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს.




მავრიტანია: სიგამხდრე სიმახინჯედ ფასდება


image


როგორც წესი, პატარძლების უმეტესობა ქორწილისთვის ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზე ოცნებობს, მაგრამ მავრიტანიაში ყველაფერი პირიქით ხდება, იქ სიგამხდრე სიმახინჯედ ითვლება, ამიტომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლების კვებაზე ზრუნვას 9 წლის ასაკიდან აქტიურად იწყებენ, რათა გოგონა საკუთარი ქორწილისთვის უკვე ფერხორციანი უყოს. გოგონას შეუძლია დღეში ორ კილოგრამამდე ფეტვის ფაფა მიირთვას და დაახლოებით ოც ლიტრამდე აქლემის რძე დალიოს. პატარძლის სიგამხდრე ავადმყოფობასთან, ჩასახვის უნარის დაქვეითებასთან და მომავალი მეუღლის უპატივცემულობასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ ქორწილამდე გოგონა წონაში საგრძნობლად იმატებს, ის კვებას გაძლიერებულად იწყებს რათა ქორწილის ღამეს მეუღლის წინაშე მთელი თავისი "ბრწყინვალებით" წარსდგეს.




რუანდა და კენია: სიდედრი საწოლის ქვეშ


image


რუანდაში, კენიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც სუაჰილზე საუბრობენ, ახალდაქორწინებულებს უყურადღებოდ ასევე არ ტოვებენ. იმისთვის რომ წყვილები სქესობრივი კავშირის ყველა დეტალში გაერკვნენ, უძველესი დროიდან მოყოლებული, მდიდრულად მორთული საქორწინო საწოლის ქვეშ პატარძლის უფროსი ნათესავი როგორც წესი, დედა თავსდება, საიდანაც პროცესსაც აკონტროლებს და ახალშეუღლებულებს რჩევებსაც აძლევს, მისი კიდევ ერთი მისია დილით სტუმრებისთვის პატარძლის ქალიშვილობის დამადასტურებელი "საბუთის" - სისხლიანი ზეწრის საჯარო დემონსტრირებაა.




უგანდა: პოტენციის ტესტი


image


ჩრდილო-დასავლეთ უგანდას ბანიანკოლეს ტომში პატარძლის დეიდა საქორწინო კავშირის დადებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ დისშვილის საქმროს პოტენციასთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა არ აქვს, ის საქორწინო ღამის დადგომამდე ერთი ღამეს გოგონას რჩეულთან ატარებს. რაღა თქმა უნდა, დეიდა ქორწილის ღამესაც წყვილის ოთახში იმყოფება.




"პირველი ღამის უფლება" შუა საუკუნეებში


image


შუა საუკუნეებში პატარძალთან პირველი ღამის გატარების უფლება იმ ფეოდალს ან მიწის მესაკუთრეს ეძლეოდა, რომელთა ტერიტორიაზეც ახალი ოჯახი იქმნებოდა. ეს ტრადიცია იმ გლეხებს ეხებოდათ, ვინც დაქორწინებას პირველად აპირებდა. ჩვეულების მიხედვით, პირველი საქორწინო ღამე არა პატარძალსა და საქმროს შორის, არამედ პატარძალსა და ფეოდალს შორის დგებოდა. სამხრეთ ამერიკის ინდიელების მრავალ კულტურაში ჯადოქრებიც ან წინამძღოლებიც იგივე უფლებით სარგებლობდნენ. დღეს უკვე ეს ჩვეულება სიველურედ გვეჩვენება, თუმცა სინამდვილეში უცნობია, არსებობდა თუ არა რეალურად ის იმ ფორმით, როგორიც ის ჩვენ წარმოგვიდგენია.




კორეა: ქუსლებზე ჯოხით ან თევზით ცემა


image


საქორწინო ღამის მომზადების ყველაზე იდუმალი ჩვეულება სწორედ კორეაში არსებობს: როდესაც საქორწინო მოლხენა მთავრდება, პატარძალი საძინებელში მარტოვდება, საქმრო კი თავის უახლოესს მეგობრებთან ერთად რჩება, რომლებიც მას ფეხიდან წინდებს ხდიან, რათა ქუსლებზე თევზით ურტყან! პროცესში ისინი საქმროს რთულ კითხვებს უსვამენ, არასწორი პასუხების შემთხვევაში კი მას ქუსლებზე კიდევ უფრო ძლიერად ურტყამენ. ითვლება, რომ ამ გზით მეგობრები მას ეხმარებიან ქორწილის ღამეს რაიმე შეცდომა არ დაუშვას, რადგან ითვლება რომ ქუსლებზე თევზის დარტყმა მამაკაცებზე "ვიაგრაზე" უკეთ მოქმედებს.




პოლინეზია: ერთი პატარძალი ყველასთვის


image


პოლინეზიაში საკმაოდ ველური ჩვეულება არსებობს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პირველ ღამეს იქ პატარძალთან მეუღლის მეგობრები ატარებენ. ეს ტრადიცია უკავშირდება მითს, რომლის თანახმადაც გოგონას მიერ ქორწილის ღამეს დაღვრილი სისხლი დემონებითაა გაჯერებული. ახალგაზრდა ცოლის ბოროტი სულებისგან გასათავისუფლებლად კი, მასთან ღამე წვეულებაზე დამსწრე ყველა მამაკაცმა უნდა გაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში გოგონა სიბინძურისგან ვერ განიწმინდება. ქმარს უფლება აქვს კანონიერ მეუღლესთან სქესობრივი კავშირი ყველაზე ბოლომ დაამყაროს. ამ დროს ტომის ყველა ქალი არა მარტო ხმამაღლა მღერის, არამედ რიტუალის ჩატარების ადგილის გარშემოც მთელი გულდასმით ცეკვავს.











0
442
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
442