x
მეტი
  • 27.07.2024
  • სტატია:136196
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510428
არასრულწლოვანი ვარსკვლავები- 10 მსახიობი ქალი, რომლებმაც თამამ სცენებში მონაწილეობა 18 წლამდე მიიღეს

შოკისმომგვრელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფილმებში მონაწილე მსახიობები არასრულწლოვნები იყვნენ:image

1. კირსტენ დანსტი


“ინტერვიუ ვამპირთან" გადაღებების დროს კირსტენ დანსტი მხოლოდ 12 წლის იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ფილმში თამამი სცენები არ ყოფილა, სცენარის მიხედვით, ახალგაზრდა მსახიობს პარტნიორის, 30 წლის ბრედ პიტის კოცნა მოუწია. ეს იყო ბავშვის პირველი გამოცდილება, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ ეს მომენტი "საშინელი იყო".image

2. პენელოპა კრუსი

თამამ სცენებს არ უჩივის ესპანელი ლამაზმანი პენელოპა კრუსი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას ასეთი გადაღებების პირველი გამოცდილება ჯერ კიდევ 1992 წელს ჰქონდა, როდესაც მსახიობი მხოლოდ 16 წლის იყო. ახალგაზრდა ლამაზმანმა მეძავის ქალიშვილი ითამაშა ფილმში "ლორი, ლორი". ფილმის გამოსვლის შემდეგ, კრუსი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა და ჰოლივუდიც მალევე დაიპყრო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ მომავალი ქმარი ხავიერ ბარდემი სწორედ ამ ფილმის წყალობით გაიცნო.image

3. კირა ნაითლი

მაყურებელს ყველაზე მეტად ახსოვს თამამი სცენა ფილმიდან "ორმო". და მიუხედავად იმისა, რომ მასში სექსი არ იყო, გოგონა აჩვენეს სრულიად შიშველი, საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე. მსახიობი მაშინ 15 წლის იყო და ასეთი როლი მისთვის ნამდვილი შოკი იყო.image

4. მილა იოვოვიჩი

ეჭვგარეშეა, “დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში" არის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი მილა იოვოვიჩის მონაწილეობით. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირები - ბიჭი და გოგო - უდაბნო კუნძულზე არიან ჩარჩენილი. მათ მოუწევთ დამოუკიდებლად მიიღონ საკუთარი საკვები, ააშენონ საცხოვრებელი და შეისწავლონ სამყარო თავისი ნიუანსებით. მათ შორის უწევთ იმის გაგებაც, თუ როგორ მუშაობს ქალისა და მამაკაცის ანატომია. თამამი სცენების დროს მილა მხოლოდ 15 წლის იყო.image

5. ბრუკ შილდსი

ბრუკ შილდსმა ითამაშა ფილმის "ცისფერი ლაგუნის" პირველ ნაწილში, ასე რომ, მილას მსგავსად, მას ეკრანული დროის უმეტესი ნაწილი ნახევრად შიშველი უწევდა სანაპიროზე სიარული. გარდა ამისა, ფილმი შეიცავს ინტიმურ სცენას ბიჭთან, რომელთანაც გოგონა, სიუჟეტის მიხედვით, კუნძულზეა ჩარჩენილი. მსახიობი ბიჭი, გადაღებების დროს 19 წლის იყო, თავად ბრუკ შილდსი კი მხოლოდ 15-ის.image

6. დაკოტა ფენინგი

დაკოტა ფენინგის როლი ფილმში “Hunted" იყო ემოციურად რთული. სიუჟეტში მის გმირს აიძულებენ შიშველმა იცეკვოს და შემდეგ ძალადობენ მასზე. ბუნებრივია, ეკრანებზე მხოლოდ 12 წლის მსახიობის სახე იყო ნაჩვენები, მაგრამ ეს საკმარისი იყო მაყურებლის შოკისთვის. სხვათა შორის, თავად ფენინგი ამ როლს მშვიდად იღებს. მისი თქმით, ფილმი შესანიშნავად ასახავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას, თუნდაც იმის შემდეგ, რაც საშინელი რამ შეემთხვა.image

7. დომინიკ სუეინი

ერთ დროს, 15 წლის დომინიკ სუეინი გახდა ნაბოკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ლოლიტა". გოგონას ძალიან მცირე ასაკისა და ზოგიერთი სცენის პიკანტური ბუნების გათვალისწინებით, რეჟისორებს გადაღებებზე დუბლიორის მოწვევა მოუწიათ. მართალია, იყო ასევე სცენები, რომლებშიც დომინიკმა თავად ითამაშა მაგალითად, ჯერემი აირონსთან კოცნისა და სექსის სცენები. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ინტიმური სცენების გადაღების დროს გოგონასა და მის პარტნიორს შორის ბალიში მოათავსეს.image

8. ნიკი რიდი

ნიკი რიდმა ითამაშა Mini's First Time-ში 2006 წელს, როდესაც ის მხოლოდ 17 წლის იყო. სიუჟეტის მიხედვით, გოგონას რომანი აქვს მამინაცვალთან. ბუნებრივია, იყო რამდენიმე ინტიმური სცენა ალეკ ბოლდუინთან. მოგვიანებით გაირკვა, რომ რეჟისორებმა მსახიობს დაუმალეს ის ფაქტი, რომ მისი პარტნიორი გადასაღებ მოედანზე არასრულწლოვანი იყო. 2016 წელს ამის გამო სერიოზული სკანდალი ატყდა.image

9. ჯოდი ფოსტერი

ჯოდი ფოსტერმა მეძავის როლი შეასრულა ფილმში “ტაქსის მძღოლი", როდესაც ის მხოლოდ 13 წლის იყო. ერთხელ მსახიობმა ინტერვიუში თქვა, რომ დედამისი შოკირებული იყო, როდესაც მარტინ სკორსეზემ როლი შესთავაზა. მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა რეჟისორმა ქალი დაარწმუნა, რომ მისი ქალიშვილი იდეალური იყო. და ის მართალი გამოდგა, რადგან ამ ფილმმა ჯოდი ფოსტერს დიდი პოპულარობა მოუტანა.image

10. სიმონეტა სტეფანელი

სიმონეტა სტეფანელის უკვე სკანდალური რეპუტაცია ჰქონდა 15 წლის ასაკში. გოგონამ ერთდროულად ითამაშა ორ ფილმში თამამი ეპიზოდებით - "ნათლიას" მეორე ნაწილში და ფილმში "არ ჩაიდინო ბინძური რამ". მიუხედავად მცირე ასაკისა, მსახიობს კადრში სრულიად შიშველი მოუწია გამოჩენა.image

0
573
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0