x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134582
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი IX )
image

ლეპა რადიჩის ჩამოხრჩობა



1943 წლის 8 (ან 11)თებერვალს ნაცისტებმა ჩამოახრჩვეს 17 წლის ლეპა რადიჩი, იუგოსლავიელი პარტიზანი მეორე მსოფლიო ომის დროს. როდესაც მისგან ცდილობდნენ გაეგოთ თანამებრძოლების ვინაობა, ლეპამ უპასუხა: „მაშინ გაიგებთ, როცა მოვლენ ჩემს გამო შურისძიებისთვის“.



image


გათბობის სისტემა


გამომგონებელი ჩარლზ ს.ლ. ბეიკერი და მისი თანაშემწე გათბობის სისტემის/რადიატორის დემონსტირებას ახდენენ.1906 წელი.


„გამომგონებლისთის ყველაზე რთული დასამტკიცებელი ნაწილი არის ის, რომ მისი სისტემა გაანათებს ან გაათბობს სახლს, დაახლოებით ამჟამად გამოყენებული მეთოდების ნახევარ ფასად“, წერდა 1908 წელს The Draftsman-ი.


image

ინდიელი დღეგრძელი


ინდიელი ჩიპევას ტომიდან, სახელად ჯონ სმიტი, რომელიც ცხოვრობდა ტყეში, კასის ტბის მახლობლად, მინესოტაში, ამტკიცებდა, რომ 1922 წლისთვის ანუ გარდაცვალებამდე 137 წლის იყო. ეს ფოტო 1915 წელსაა გადაღებული.

image

წყვილი Apollo 8-ს გაშვებას უყურებს


წყვილი უყურებს კოსმოსური ხომალდის Apollo 8-ის გაშვებას, თან კაცს სხვა რამეც არ ავიწყდება 1968 წელი.


Apollo 8- იყო მეორე პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი, რომლის ფრენის დროსაც ადამიანმა პირველად მიაღწია სხვა ციურ სხეულს, მთვარეს, და მის ორბიტაზე გავიდა. ფრენამ კოსმოსური სივრცის კვლევებისა და კაცობრიობის ისტორიაში ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. მისი მსვლელობისას ადამიანებმა პირველად დატოვებს დედამიწის მახლობელი სივრცე და მთლიანად დაინახეს საკუთარი პლანეტა შორიდან, პირველად დატოვეს დედამიწის გრავიტაციული ველი და მოხვდნენ მისი თანამგზავრის გრავიტაციულ ველში, პირველად დაექვემდებარნენ მზის რადიაციის მოქმედებას დედამიწის მაგნიტური ველის გარეთ, პირველად საკუთარი თვალით იხილეს მთვარის საპირისპირო მხარე და დედამიწის ამოსვლა მთვარის ჰორიზონტზე, პირველად დროებით მოხვდნენ (მთვარის დისკზე ყოფნისას) მდგომარეობაში, როდესაც დედამიწასთან არ ჰქონდათ არავითარი კონტაქტი და პირველად შევიდნენ დედამიწის ატმოსფეროში მთვარიდან დაბრუნების სიჩქარით.

image


ქორწილი დაბომბილ ლონდონში


პატარძალი ცოტა ხნის წინ დაბომბილი თავის სახლიდან გამოდის და მიემართება საკუთარ ქორწილში. ლონდონი, 1940 წლის 4 ნოემბერი.

image

წინა ნაწილები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
418
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0