ქალი და მამაკაცი ვალერი მელაძის უფროსმა ქალიშვილმა საქართველოში გადაიხადა ქორწილი 2023, 15 ოქტომბერი, 16:48 ![]() მიუხედავად იმისა, რომ ვალერი მელაძეს ინგას დედასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ის მაინც ჩართულია ქალიშვილების ცხოვრებაში და მამა-შვილს საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვთ. ![]() ინგამ ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ეს არ იყო მდიდრული წვეულება. პატარძალმა და სიძემ დღესასწაულზე მხოლოდ უახლოესი ნათესავები მიიწვიეს.სულ 150 კაცი.მომღერალ ვალერი მელაძის ქალიშვილის რჩეული ფოტოგრაფი ნიკიტა ბერეჟნია. ქორწილიდან კადრები ინტერნეტში ინგას დამ, სოფიკომ გამოაქვეყნა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ინგამ განათლება კემბრიჯში (ინგლისი) მიიღო, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში დაბრუნება არჩია, სადაც გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის წამოწყება, რომელიც დაკავშირებულია სამკაულების დიზაინთან. როდესაც ინგა უკვე ოცი წლის იყო, მამამისმა, ვალერი მელაძემ ოჯახი სხვა ქალის გამო მიატოვა. თუმცა, მას არ გაუწყვეტია ურთიერთობა ქალიშვილებთან და განაგრძობდა მათს მხარდაჭერას. თავად ინგა 26 წლის ასაკში გათხოვდა: 2017 წელს იგი დაქორწინდა მაროკოელ ნური ვერგეზეზე, რომელიც კემბრიჯში გაიცნო. თუმცა ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა - ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმმანეთს დაშორდა. ინგა ამჟამინდელ ქმარს, 2019 წლიდან ხვდება. 299 2-ს მოსწონს
|