კონფლიქტები "ძვირფასო ანტისემიტისტებო და ძვირფასო ისრაელის მოძულენო...ისრაელის სახელმწიფო სულ 75 წლისაა! 75 წლის!!"- ანა კოლი (შიმშილაშვილი) 2023, 15 ოქტომბერი, 14:42
ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანა კოლი (შიმშილაშვილი) სოციალურ ქსელში ისრაელზე პოსტს აქვეყნებს.
"ძვირფასო ანტისემიტისტებო და ძვირფასო ისრაელის მოძულენო (მადლობა ღმერთს ცოტანი ხართ, თეთრ ქაღალდზე შავი წერტილი მკვეთრად ჩანს, თეთრ ფარაში შავი ცხვარიც!) ისრაელის სახელმწიფო სულ 75 წლისაა! 75 წლის!! ისრაელი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 470 კილომეტრზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ - 135 კილომეტრზე. საზღვრის საერთო სიგრძეა - 1017 კილომეტრი (მათ შორის: პალესტინასთან 307 კმ, ეგვიპტესთან - 266 კმ, იორდანიასთან - 238 კმ, ლიბანთან - 79 კმ, სირიასთან - 76 კმ და ღაზის სექტორთან - 51 კმ).. ისრაელის ფართობია 22, 77 კმ2.. და რაღაც 75 წლის.. (სახელმწიფო) სულ ესაა... ერთი ბეწო! მაგრამ დიდი ღმერთით! წარმოგიდგენიათ? ამოდენა არაბულ სამყაროს 22.77 კმ2 ვერ აუტანია კეთილ მეზობლებს... კიდევ ისრაელზე: - 31 ისრაელელი მსოფლიო ჩემპიონია. - 9 ისრაელელი ოლიმპიური მედალოსანი. - ისრაელის მწვრთნელი დევიდ ბლატ NBA ფინალშია. - ისრაელის მწვრთნელი აბრაამ გრანტი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. - 116 ისრაელელი ოლიმპიური თამაშების მედალოსანი. - 5 ჯერ მიიღო მონაწილეობა ისრაელის გუნდებმაა ოლიმპიურ ჩემპიონთა ლიგაში. - ერთხელ ისრაელის ფეხბურთის გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო თასზე. - ისრაელის ჩოგბურთელთა წყვილი, ენდი რამ და იონი ერლიჩი, გრანდ სლემის გამარჯვებულები არიან. - 29 ჯერ ისრაელის კალათბურთის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატში. - 6-ჯერ ისრაელის საკალათბურთო გუნდმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის პრიზი (მაკაბი თელ ავივი). - 12 ისრაელელი ნობელის პრემიის ლაურეატი. - 26 ისრაელელს მიენიჭა ვოლფის ჯილდო. - 15 ისრაელელს მიენიჭათ გოუდელის ჯილდო . - 5 ისრაელელი ტიურინგის პრიზიორი. - 2 ისრაელელი ეულერის მედალის პრიზიორი. - 3 ისრაელელი არის ნიმერსის ჯილდოს მფლობელი ეკონომიკაში - 2 ისრაელელი დააჯილდოვა მსოფლიო სამეცნიერო ნაშრომებზე ჯილდოებით . - ჰილელ ფურშენბერგი, ეიბელის ჯილდოს გამარჯვებული. - ელონ ლინდენშტრაუსი, პლფილდზის პრიზით გამარჯვებული. - შმუელ ნოა ეიზენშტადი, ჰოლბერგის ჯილდოს გამარჯვებული. - დევიდ ვეისბორდი, სტოკჰოლმის კრიმინოლოგიის ჯილდოს პრიზიორი. - 4 ისრაელელი ევროვიზიის გამარჯვებული . - 2 ისრაელელი ემი აუერდის ჯილდოს მფლიბელი. - 3 ისრაელელი პულიცერის პრემია. - 5 ისრაელელი გრემის ჯილდოს მფლობელი. - 4 ისრაელელი ოსკარის მფლობელი. - ომრი კასპი, პირველი ისრაელელი NBA. - გალ გადოთ, ისრაელელი სილამაზის დედოფალი ჰოლივუდის უძლიერესი ვარსკვლავი. - ილან რამონი, პირველი ისრაელელი კოსმოსში. ისრაელის საოცრებები: - ვეიზი. - უზის ტექნოლოგია. - დალკან. - ბამბა. - წვეთოვანი - სარწყავი სისტემა. - იტურანი. - კოპქასონი. - ისრისებური რაკეტა. - მობილეი. - აი სი ქიუ - მზის წყლის გამაცხელებელი. - რკინის გუმბათი. - დისკ ონ კეი. - ტანკ მერკავა (საბრძოლო ტანკების სერია). - რუუტ სანდალს, სანდალეი შორეშ, ისრაელული სანდლები. - შერის, ალუბლის პომიდორი. - უპილოტო თვითმფრინავი. - საბრძოლო მფრინავის ჩაფხუტი. - დღეს ვართ 10 მილიონი ისრაელის მოსახლე. - უძლიერესი არმია. - მოწინავე მედიცინა. - ძლიერი ეკონომიკა. - საუკეთესო განათლება. ეს მხოლოდ მშრალი სიაა, უბრალოდ შავით თეთრზე... ისრაელის მოძულენო: ჩვენ გავიარეთ ფარაონი, გამოვედით ეგვიპტიდან, ჩვენ გავიარეთ ჰიტლერი, ტერორისტებსაც გადავაგდებთ! ისრაელის ღმერთი ჩვენთანაა! მადლობა ღმერთს, მადლობა ერს! ჯერ სადა ხართ!!!! ეს სიაც, იმ ანეკდოტის არ იყოს: ხელი დამეღალა და თარგმნამაც მომკლა! ... „რამ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები!“ ....არა და ეს კიდევ ის 6 ებრაელი ვინც სამყარო შეცვალა: მოშემ (მოსემ) თქვა ყველაფერი გამჩენიდანააო შლომომ (სოლომონმა)- თავიდანო, ტვინიდანო, იეშუა ბენ იოსეფმა (იესომ) - გულიდანო და სიყვარულიდანო მარკმა - მუცლიდან ფროიდმა - ვნებიდანო აინშტეინმა - ფარდობითია ყველაფერიო... ხო და დამშვიდდით ფართობითად... კაცი ბჭობდა და ისრაელის ღმერთი ისრაელთან ერთად მაგრად იცინოდაო! იცოცხლებს ისრაელის ერი! עם ישראל חי! პ.ს. ყველაზე მთავარი: ვართ ადამიანები!!! ადამიანური ღირსებებით! არ ვართ შეუცდომლები! მაგრამ ძალიან კარგები!!! აი, ძალიან! და რაც მთავარია, სულ ვმუშაობთ საკუთარ თავებზე ვიყოთ კიდევ უკეთესი ადამიანები! ჩვენ არ დავემსგავსებით მტერს! ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით დიდი, ძალიან დიდი უპირატესობით .... 1948 წელს აღსდგა ისრაელის სახელმწიფო! აი, ეს ღაზას სექტორი, შესთავაზეს ეგვიპტეს, შესთავაზეს ძმებს, მაგრამ ისე როგორც დღეს, არც მაშინ არ ინდომეს არც ეს ხალხი ძმებმა ეგვიპტელებმა, დიახ, ასე იყო, ისრაელი კი მხოლოდ იძულებული შეიქმნა ძმებისგან გაძევებულ და მიტოვებულ ღაზელებზე აეღო პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ უბრალოდ შეატოვეს!!! 60-იან წლებამდე ურთიერთობაც ნავენიერი იყო, ისრაელელები ღაზის ცოცხალი თევზის რესტორნებში დადიოდნენ და იყო ბედნიერი თანაცხოვრება, სანამ 60 წლებში სსრკ-მ, დიახ, არ გეჩვენდბათ, სსრკ-მ ჩამოასახლა ღაზაში ცნობილი ტერორისტი იასირ არაფატი! აი, მაშინ დაკარგეს დედა ღაზელებმა და მას მერე დედა აღარ ჰყავთ! არაფატის მიმდევრები კი მასზე უფრო სისხლიანები გამოდგნენ- ფაქტი სახეზეა!!!“, - წერს ანა კოლი. 229 2-ს მოსწონს 1-ს არა |
პ.ს. ისე ქრისტე განსხვავებულობის გამო ებრალებმა არ აცვეს ჯვარს თუ მეშლება? ამ ხალხმა ქრისტე დასაჯეს და რას მეუბნებით,რომ ესენი არიან უკეთილშობილესი არსებები? ქრისტეს ჯვარცმა გამორჩა ამ ქალბატონს,დაემატებინა და მათი მიღწევები გენიალური გამოდგებოდა.