ქალი და მამაკაცი ავსტრალიაში გაასამართლებენ მდიდარ მემკვიდრეს, რომელსაც 14 წლის მოზარდთან ერთ დღეში 4-ჯერ ჰქონდა ინტიმური კავშირი 2023, 13 ოქტომბერი, 14:38
ავსტრალიაში, 16 ოქტომბერს, 14 წლის ბავშვთან სექსის გამო დაკავებულ ცხენების მომშენებელ მილიონერის მემკვიდრის, 46 წლის ბიზნესვუმენის, სავანა დეისლის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება .ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
სასამართლოში გამოცხადებამდე ქალმა თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელით მიმართა. მან თქვა, რომ ერთი წლის წინ ის შეეჯახა ცხოვრებისეულ სირთულეებს, თუმცა ამჟამად მისი სურვილია, გადალახოს ეს ყველაფერი და ძლიერი ქალი გახდეს. „დაახლოებით ერთი წლის წინ ზღვა პირადი პრობლემები დამიგროვდა. ტანჯვის ნაცვლად, ერთ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერს საკუთარ თავზე მაღლა გადავახტე“, - წერს დეისლი. ქალმა ასევე განუცხადა თაყვანისმცემლებს, რომ ის, რაც მის თავზე ამ წუთებში ხდება, არის უსამართლობა, "რომელსაც ცხოვრება ხშირად გვიმზადებს". 2022 წლის ივნისში სავანა დეისლი დაადანაშაულეს მოზარდთან სექსუალურ კავშირში და მოგვიანებით მისი გაჩუმების მცდელობაში. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, 2021 წლის მაისში კარაგად ნასვამ მილიონერს მსხვერპლთან სქესობრივი კავშირი ერთ დღეში ოთხჯერ ჰქონდა.. ინციდენტის შემდეგ, დეისლი ცდილობდა დაერწმუნებინა ბიჭი, რომ არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, რადგან მისსავე უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. სავანა დეისლი(Savannah Daisley )არის ცნობილი ავსტრალიელი ცხენის მომშენებელის, როს დეისლის მემკვიდრე. ის ასევე არის კომპანია Smart Cleanse-ის მფლობელი, რომელიც დეტოქსიკაციითაა დაკავებული. კომპანიის კლიენტებს შორისაა მრავალი ავსტრალიელი ცნობილი სახე. ერთი კვირის წინ New York Post-ი წერდა, რომ მასწავლებელმა ტენესის შტატიდან, რომელმაც 12 წლის სკოლის მოსწავლე გააუპატიურა, განაცხადა, რომ ის ორსულად იყო სკოლის მოსწავლისგან. 38 წლის ალისა მაკკომონმა ორსულობის შესახებ ტელეფონით აცნობა მოზარდს. 981 2-ს მოსწონს
|