შოუბიზნესი შარლიზის ფენომენი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის წითელი ხალიჩის დედოფალია 2023, 1 ნოემბერი, 9:58 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. შარლიზ ტერონი სამართლიანად ითვლება ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნიჭიერ მსახიობად. როლის გულისთვის ქალი მზადაა მთლიანად გარდაიქმნას საკუთარი თავი და დააგროვოს ჭარბი წონა. მაგრამ გარდა სამსახიობო ნიჭისა, შარლიზი ასევე შესანიშნავი მოდელია, რომელზეც ნებისმიერი სტილი მშვენივრად გამოიყურება. ფოტოგრაფებს უყვართ იგი და აღწერენ, როგორც ქამელეონის სილამაზეს. ის შეიძლება იყოს განსხვავებული: გაბედული, ნაზი, ვნებიანი და ელეგანტური. წითელი ხალიჩის ნამდვილი დედოფალი, რომლის გამოჩენასაც მოუთმენლად ელიან მოდის ბლოგერები და გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში. გთავაზობთ შარლიზის რამდენიმე "ლუქს". შარლიზის ფენომენი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის წითელი ხალიჩის დედოფალია246 3-ს მოსწონს
|