სხვა 8 რამ, რისი გაკეთებაც ისრაელის არმიის ჯარისკაცებს ეკრძალებათ 2023, 12 ოქტომბერი, 13:51 თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს მოკლე ისტორიაში მრავალი მაგალითი არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ახალგაზრდა სახელმწიფო დამპყრობლებისთვის უძლეველი აღმოჩნდა. ისრაელი საკუთარ ინტერესებს იცავს არა ყველაზე დიდი, არამედ დისციპლინირებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალების - "ცახალის" მეშვეობით. ისრაელის არმიის რეგულაციები გარკვეულ მოთხოვნებს ითვალისწინებს, რომელთა ცოდნაც ყველა ჯარისკაცს მოეთხოვება.ქვეყნის თავდაცვის არმიაში ასევე არატრივიალური წესებიც მოქმედებს, რომელთა დაცვაც ყველასთვის სავალდებულოა. მართალია, ეს რეგულაციები ნაკლებად ცნობილია, თუმცა მათი შესრულება ნებისმიერი სამხედროსთვის სავალდებულოა, წინააღმდეგ შემხთხვევაში შესაძლოა "ცახალის" ჯარისკაცებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოში ვითარება მუდმივად დაძაბულია, ჯარში ერთი შეხედვით, მეტისმეტად მკაცრი და ზოგჯერ გაურკვეველი აკრძალვებიც კი მოქმედებს, რომელთაგან რვას დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ.1. ფოტოების სოციალურ ქსელებში საჯაროდ გამოფენა იკრძალება. ისრაელის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს ფოტოს გადაღება ყველგან შეუძლიათ, თუმცა საჯარო სივრცეში მათ მხოლოდ იმ ფოტოების განთავსება შეუძლიათ რომლებიც სამხედრო ბაზებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების მიღმა არის გადაღებული. აეროდრომებსა და ანგრების მახლობლად გადაღებული უამრავი ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტსივრცეში მოიპოვება - რეპორტიორების გადაღებულია, რომელთაგან თითოეული "ცახალის" სარდლობასთან არის შეთანხმებული.2. შეზღუდვა გარკვეული სახის კიპებზე. ებრაელები პატივს სცემენ თავიანთი წინაპრების რელიგიას და წეს-ჩვეულებებს, გამონაკლისი არც "ცახალის" ჯარისკაცები არიან, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს კიპას ტარების უფლება აქვთ, მაგრამ არსებობს მთელი რიგი პირობები. კერძოდ, ის არ უნდა შეიცავდეს რაიმე ნიშანს, ლოგოსა თუ წარწერას.3. აპოლიტიკურობის მოთხოვნა. "ცახალი" - არის არმია და არა პოლიტიკური სტრუქტურა. შესაბამისად, ისინი, ვინც იქ მსახურობენ, არ შეუძლიათ ღიად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები. ისრაელის შეიარაღებული ძალების წევრებს ეკრძალებათ როგორც პოლიტიკური კომენტარების წერა სოციალურ ქსელებში, ასევე პარტიულ გვერდებზე განთავსებული პოსტებისა და გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეების მოწონება.
Требование аполитичности.
Источник: https://militaryexpx.ru/8-veschey-kotorye-ne-razresheny-boytsam-armii-izrailya/ Требование аполитичности.
Источник: https://militaryexpx.ru/8-veschey-kotorye-ne-razresheny-boytsam-armii-izrailya/ 4. გამვლელი მანქანით სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი პატარა სახელმწიფოა, იქაც კი არის ისეთი ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა რთულია. ეს აკრძალვა შემოღებულ იქნა თავად ჯარისკაცების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან გამვლელი მანქანით სარგებლობისას, ისინი შეიძლება უნებურად ტერორისტების ხელში აღმოჩნდნენ.5. აზარტული თამაშები. ისრაელში აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება საკმაოდ ნეგატიურია, ხოლო სამხედროებს ბანქოს ხელში აღებაც კი ეკრძალებათ, თუმცა მეორე მხრივ, ჯარისკაცებს შეუძლიათ ისიამოვნონ როგორც - ნარდის, ასევე ჭადრაკისა და შაშის თამაშით.6. პერანგის ზედა ღილის შეკვრა იკრძალება. "ცახალში" ზედა შეკრული ღილი - განგაშის ნიშანია. თუ ჯარისკაცს არ შეუძლია მეგობრებს პრობლემის შესახებ ვერბალურად გააგებინოს, საკმარისია მან პერანგზე ზედა ღილი შეიკრას და ყველაფერი გასაგები გახდება. გარდა ამისა, დაღუპული ჯარისკაცის სამოსზეც ზედა ღილი იკვრება.7. სამოქალაქო ტანსაცმლის ტარება იკრძალება. სამხედრო მოვალეობის შემსრულებელ ჯარისკაცებს ეკრძალებათ არასაწესდებო ნივთების არა მხოლოდ ტარება, არამედ მათი ხელში აღებაც კი, რაც იმით აიხსნება, რომ ჯარისკაცს მათი ტარება არ მოუნდეს. ამასთან დაკავშირებით, ტანსაცმლის შეძენისას სამხედროები ნივთებს ჩანთებში დაუყოვნებლივ ათავსებენ.8. მუსიკის მოსმენა 2 ყურსასმენით არ შეიძლება. ისრაელის არმიის ჯარისკაცი ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს, ასე რომ ის, ვინც შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაირიცხება, წინასწარ იმ ფაქტს უნდა შეეგუოს რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მას მუსიკის მოსმენა მხოლოდ ცალ ყურში მოუწევს. როგორც ხედავთ, ყველაზე უცნაურ შეზღუდვებსაც კი, პრაქტიკული საფუძველი გააჩნია, თუმცა მკაცრი დისციპლინის მიუხედავად "ცახალის" ჯარისკაცებისთვის სამხედრო რუტინის დროსაც კი, ყოველდღიური სიხარული და პოზიტიური ემოციები უცხო არ არის.1099 შეფასება არ არის |