პოლიტიკა „არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ... იქნება დიდი ომი“ – რას წერს ზურაბ ბატიაშვილი ისრაელ-პალესტინის ომზე? 2023, 11 ოქტომბერი, 11:30 “ეს ამერიკული ავიამზიდი (რეალურად მცურავი ავიაბაზა) უახლოვდება ისრაელის ნაპირებს ზედ არსებული ავიაგამანადგურებლებითა და სამხედრო გემების ჯგუფთან ერთად. კიდევ ერთი ასეთი დაჯგუფება მეორე ავიამზიდთან ერთად გზაშია. რა თქმა უნდა, არც “ჰამასის” და არც “ჰესბოლას” განადგურებას არ სჭირდება ამხელა ძალა. მაგათ ისრაელი მარტოც მიხედავს. ცხადია, რომ მიზანი უფრო დიდი აქტორების გაჩერებაა, რომ ისინი არ ჩაერიონ ისრაელ-პალესტინის ომში. რა მოხდება თუ ეს დიდი აქტორები არ გაჩერდებიან?არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ მაგ შემთხვევაში იქნება დიდი ომი” - ამის შესახებ ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს. . შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ღაზაზე შეტევა გარდაუვალია. მისი თქმით, ისრაელს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. . "შეტევა გარდაუვალია... ჩვენ ახლა მოლაპარაკება არ შეგვიძლია", - განუცხადა ნეთანიაჰუმ ბაიდენს. აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, ღაზაში ჰამასზე ძლიერი დარტყმა იქნებოდა, თუმცა მას არ უხსენებია, რომ სახმელეთო შეჭრა იგეგმებოდა. ამერიკული და ებრაული მედიის ცნობით, ბაიდენს არ უცდია ნეთანიაჰუსთვის აზრის შეცვლა. ისრაელის პრემიერმინისტრმა თქვა ისიც, რომ ისრაელი ჰესბოლასთან მეორე ფრონტის გახსნით შეშფოთებულია. . შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. / აშშ-ის იარაღის პირველი პარტია ისრაელში, ნევატიმის ავიაბაზაზე ჩავიდა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია აღნიშნული. ”თვითმფრინავი, რომელსაც თანამედროვე შეიარაღება გადაჰქონდა, სამხრეთ ისრაელში, ნევატიმის საავიაციო ბაზაზე დაეშვა. იარაღი განკუთვნილია მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნის გაზრდისთვის“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. / ისრაელი მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. „მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსთვის ამ რთულ პერიოდში აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ჩვენმა საერთო მტრებმა იციან, რომ ჩვენს სამხედროებს შორის თანამშრომლობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა და ის რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ნათქვამია განცხადებაში. . "ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადავიყვანეთ... მზად ვართ, თუ საჭირო გახდება, დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუბრობს და ამბობს, რომ აშშ-მ შეკავების უზრუნველსაყოფად "რეგიონში სამხედრო ძალის პოზიციონირება" გააძლიერა.. "თავდაცვის დეპარტამენტმა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადაიყვანა და ჩვენი საბრძოლო ავიაციის წარმომადგენლობა გააძლიერა და მზად ვართ თუ საჭირო გახდება დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ", - განაცხადა ბაიდენმა.ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა მტრულად განწყობილი მხარეები გააფრთხილა, რომ ისრაელში შექმნილი ვითარებით არ ისარგებლონ. / "ჩვენი გულები შესაძლოა გატეხილია, მაგრამ ჩვენი გამბედაობა ნათელია. გუშინ ასევე ვესაუბრე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რათა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ბოლო მოვლენები განგვეხილა და ჩვენი ერთობლივი პასუხის კოორდინაცია მოგვეხდინა", - განაცხადა ბაიდენმა.შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 591 შეფასება არ არის
|