x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138960
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
"ღვთისმოსავი კათოლიკეებიდან გახ#წნილ ცოდვილებამდე" - რას ჩადიოდნენ არაბები ჯვაროსანთა ცოლებთან?

image


ალბათ, ყველა თქვენგანს სმენია ჯვაროსნული ლაშქრობებისა და თავად ჯვაროსნების შესახებ, რომლებსაც ყველა იმ ადამიანისთვის უბედურება მოჰქონდა, ვინც მათ ნებას ეწინააღმდეგებოდა. ეს რაინდები გრძელვადიან ლაშქრობებში დადიოდნენ და თავიანთი სიმართლისთვის იბრძოდნენ. ისინი შეპყრობილნი იყვნენ "წმინდა მიწის" ურწმუნოებისგან გათავისუფლების იდეით და ამისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი იბრძოდნენ.


image


თუმცა ცოტამ თუ იცის ამ მეომრების ცოლების, შეყვარებულებისა და ქალიშვილების შესახებ, რომელთა ხვედრიც ზოგჯერ მათთან შედარებით გაცილებით უფრო მძიმე იყო, და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჯვაროსნები თავიანთი დაუოკებელი სისასტიკით იყვნენ ცნობილი. ისინი თავიათ უკან სისხლის მდინარეებს, გაძარცულ მიწებსა და ათასობით ხელმოკლე ადამიანს ტოვებდნენ. ისინი ისე სძულდათ, თითქოს ადამიანური სახის მქონე ბოროტების განსახიერება ყოფილიყვნენ.



რატომ მიჰყავდათ ქალები ჯვაროსნულ ლაშქრობებში?


image


ის, რომ ჯვაროსნების გვერდით ყოველთვის იყვნენ ქალები, საკმაოდ ცნობილი ფაქტია და ეს მოვლენა ლიტერატურასა და კინოშიც არაერთხელ გაშუქებულა, რაინდებს ლაშქრობებში ცოლები და შეყვარებულები თან ერთი მარტივი მიზეზის გამო მიჰყავდათ - ამას ეკლესია ემხრობოდა, რომელსაც იმ პერიოდში უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა.


image


ითვლებოდა, რომ ქალის ყურადღება მამაკაცებს რთულ პერიოდში დაეხმარებოდა, მათ საბრძოლო სულსა და განწყობას აუმაღლებდა და თან ნეგატიური აზრებისგანაც გაათავისუფლებდა, სწორედ ამიტომაც ლაშქრობებში მეომრებს ხშირად ქალიშვილებიც კი დაჰყავდათ. ეს იყო შესაფერისი დრო გოგონებისთვის ღირსეული ქმრების ასარჩევად, რომლებიც მომავალ თაობებს არ შეარცხვენდნენ.


image


ამასთან, იგივე ეკლესია მრევლის მორალურ ხასიათს მკაცრად იცავდა. მკაცრი სასჯელის შიშით ის ყოველგვარ ინტრიგებსა და ქორწინებამდელ კავშირებს სასტიკად კრძალავდა, ასევე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა საწოლში ექსპერიმენტების მიმართაც. ნებისმიერ დარღვევისთვის ჯარიმა ან სხვა მკაცრი სასჯელი მოქმედებდა, თუმცა ომი იმიტომაც არის ომი, რომ მის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯვაროსნები ბრძლებში ხშირად იღუპებოდნენ, ამიტომ მათ მეორე ნახევრებსა და ქალიშვილებს ტრაურში ყოფნა უწევდათ. ხანდახან რაინდები ქალებთან ერთად ტყვედ ვარდებონდნენ, ამ შემთხვევაში კი მამაკაცები, როგორც წესი, მონები ხდებოდნენ, ქალებს კი ინტიმური ურთიერთობებისთვის იყენებდნენ.




როგორი იყო დატყვევებულ ქალთა ხვედრი?


image


გოგონები და ქალები ტყვეობაში ხშირად არაბების ხელში ვარდებოდნენ, როგორი იყო მათი ხვედრი? ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდი და ისტორიული ჩანაწერი არსებობს. აი, რას წერდა ამის შესახებ ერთ-ერთი საგანგებოდ განსწავლული ადამიანი, ვინც შუა საუკუნეების მატიანეებს წერდა: "დატყვევებული ქალების რაოდენობა დიდი იყო. მათი რაოდენობა 8000-ს აღწევდა! ქალებს ერთმანეთში ვიყოფდით და მათ ნებას ვტეხდით, რის შემდეგაც სიწმინდე ცოდვად იქცეოდა, უბიწოება სიბილწეს უმეგობრდებოდა, სიამაყე კი მორჩილებით იცვლებოდა. ზოგიერთი ქალბატონი სამუშაოდ იგზავნებოდა, მაგრამ უმეტესობა მათგანზე სხვადასხვა ექსპერიმენტი ტარდებოდა".


image


არაბები ქალებს არ კლავდნენ, თუმცა ქმრების საქციელის გამო ყველანაირად ამცირებდნენ, თუმცა ისეც ხდებოდა რომ ზოგიერთი ტყვედჩავარდნილისთვის ტყვეობა სამშობლოში დაბრუნებით სრულდებოდა. ძირითადად, ასეთი სასწაულის იმედი მხოლოდ მდიდარი ოჯახების ქალბატონებს ჰქონდათ, ვინაიდან ახლობლები მათ გამო უზარმაზარ გამოსასყიდს იხდიდდნენ, რის შემდეგაც შეურაცხყოფილნი სახლში იგზავნებოდნენ.


image


გათავისუფლებული ტყვეების შემდგომი ბედი განსხვავებული იყო, თუმცა ზოგჯერ სასაცილო შემთხვევებიც ხდებოდა. ერთ-ერთი მმართველის კანონიერი ცოლის დაბრუნების შესახებ მეორე მემატიანე წერდა: "ქალი სახლში დაბრუნდა, რითიც ქმარი უზომოდ გაახარა. მას საყვარელი მეუღლის ცოცხალი ნახვის იმედიც კი აღარ ჰქონდა, ამიტომ ქალი მან ხელებგაშლილმა მიიღო, მაგრამ როდესაც წყვილს შორის საქმე ფიზიკურ სიახლოვემდე მივიდა ქმარი გაცოფდა. მან აღმოაჩინა, რომ ცოლი ისეთ საოცრებებს აკეთებდა, რაც ღვთისმოშიშ ქალს არ შეეფერებოდა, შედეგად მან ის განქორწინების გზით ოჯახიდან გააძევა".



image


ასეთი შემთხვევები იმ დროს პერიოდულად ხდებოდა და საქმე ყოველთვის მშვიდობიანად არ სრულდებოდა – ხანდახან ქმრები "დაოსტატებულ" ცოლებს ბევრად უფრო მკაცრად სჯიდნენ. თანდათან ჯვაროსნებმა ერთი მარტივი ჭეშმარიტება გააცნობიერეს რომ ქალების ადგილი ჯვაროსნულ ლაშქრობებში არ იყო.










0
837
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
837