შოუბიზნესი გამოვლინდა რუსეთის №1 ლამაზმანი 2023, 9 ოქტომბერი, 16:33 ![]() 8 ოქტომბერს მოსკოვში "მის რუსეთი "2023-ის კონკურსის ფინალი გაიმართა, გამარჯვებული Barvikha Luxury Village-ის საკონცერტო დარბაზში გამოცხადდა. ქვეყნის უმშვენიერესი გოგონა 50 ფინალისტიდან აირჩიეს, რომელიც რუსეთის ყველა კუთხიდან იყვნენ თავმოყრილები. კონკურსის ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ მომღერალი დიმიტრი მალიკოვი, მომღერალი ტატიანა კოტოვა ("მის რუსეთი 2006"), ტელეწამყვანი ოქსანა ფედოროვა ("მის რუსეთი 2001", "მის სამყარო 2002"), დიზაინერი იგორ ჩაპურინი და კომპოზიტორი ვლადიმერ მატეცკი, გამარჯვებული გამოავლინა რამდენიმე საკვალიფიკაციო ეტაპისა და ინტელექტუალური შეჯიბრის შემდეგ. ![]() ![]() გამარჯვებული არის მომღერალი მრავალშვილიანი ოჯახიდან მარგარიტა გოლუბევამ შეძლო და დაამარცხა 85 ათასი მეტოქე, ეს ის რაოდენობაა რომლებმაც წელს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანეს. ![]() ![]() 2021 წელს მარგარიტამ მონაწილეობა მიიღო შოუს "ახალი ხმის" მეათე საიუბილეო სეზონში, მაგრამ ვერ შეძლო პირველი ეტაპის გავლა. სწორედ ამის შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, სადაც ლარისა დოლინა გახდა მისი მენტორი. გოგონა იმედოვნებს, რომ ოდესმე გახსნის საკუთარ ვოკალისთა მომზადების სკოლას, სადაც სხვადასხვა სოციალური ოჯახების ბავშვებს შეეძლებათ სწავლა. ![]() 1154 2-ს მოსწონს 1-ს არა
|