შოუბიზნესი XX საუკუნის 30 საბედისწერო ლამაზმანი, რომლებზეც ყველა მამაკაცი გიჟდებოდა 2023, 8 ოქტომბერი, 19:24
მე-11 საუკუნის დასაწყისში და მე - 20 საუკუნის ბოლოს, მსოფლიოში შემოქმედების თვალსაზრისით ნამდვილი "ბუმი" იყო, "დიდი სცენა" და გადასაღები მოედნები ახალგაზრდა ტალანტებმა წალეკეს, რომლებიც მხოლოდ იმაზე ოცნებობდნენ რომ ვინმეს შეემჩნიათ. ბევრი მათგანი მართლაც საკმაოდ პოპულარული გახდა და კინოკარიერას დღემდე წარმატებით აგრძელებს, ხოლო აი, ზოგიერთის სახელი კი ლეგენდად იქცა. ქალები, რომლებიც იმ პერიოდის სექს - სიმბოლოებად ითვლებოდნენ, თავიანთი სოცარი გარეგნობისა და მომხიბვლელობის წყალობით მამაკაცებს თავს პირველვე დანახვისთანავე აკარგვინებდნენ, რასაც ზოგიერთი მათგანი დღესაც საკმაოდ წარმატებით აგრძელებს.
სოფი ლორენი
თეატრისა და კინოს ლეგენდარულმა მსახიობმა ყველა პრესტიჟული კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საპატიო ამერიკული - "ოსკარიც". სოფი ლორენი ცოლად ცნობილ კინოპროდიუსერს კარლო პონტის გაჰყვა, რომელმაც მსახიობის გულისთვის ოჯახიც კი მიატოვა.
ბრიჯიტ ბარდო
ფრანგი მსახიობი 1956 წელს რეჟისორ როჟე ვადიმის ფილმში "და ღმერთმა შექმნა ქალი" შესრულებული ჯულიეტ ჰარდის როლის წყალობით გახდა პოპულარული. ლეგენდარულ არტისტს ყველაზე ცნობილი რომანი - სერჟ გინსბურგთან ჰქონდა, რომლის მიხედვითაც ფილმი "გინსბურგი" გადაიღეს, სადაც ბრიჯიტის როლი ლეტიცია კასტამ შეასრულა.
მერლინ მონრო
ჰოლივუდის სექს - სიმბოლოდ აღიარებული მსახიობი სრულიად ახალგაზრდა, 36 წლის ასაკში საკუთარ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მის ანგარიშზე ათობით წარმატებული ჰოლივუდური ფილმია, თუმცა მერლინის სახელი არა მხოლოდ კინოსთან იყო დაკავშირებული: ჭორების თანახმად გასული საუკუნის ყველაზე გავლელიან მსახიობს, მოდელსა და მომღერალს რომანი თავად ამერიკის პრეზიდენტთან ჯონ კენედისთან ჰქონდა.
ბეტი ბროსმერი
ბეტი ბროსმერი - 40-50-იანი წლების პირველი ლამაზმანი, გარეკანების ვარსკვლავი და პინ-აპ გოგონების პროტოტიპი გახლდათ. 50-იანი წლების ცნობილმა მოდელმა კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო და 50 – ზე მეტი სილამაზის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა, გოგონა 300 – ზე მეტი გარეკანისთვის და ასზე მეტი კალენდრისთვის პოზირებდა, მთელი ქვეყანა მისი გამოსახულებიანი ბილბორდებით იყო აჭრელებული, 16 წლის შესრულებისთანავე კი კალიფორნიელმა მოდელმა ყველაზე პრესტიჟული ტიტულები - "მის ტელევიზია", "მის ჯონს ბიჩი", "მის ფიგურა" და "მის ცისფერი თვალები" ერთმანეთის მიყოლებით მოიგო. 1955 წლის შემდეგ მერლინ მონრო კომერციულ ფენომენად იქცა. 1948 წლიდან კი მთელი 50 -იანი წლების განმავლობაში ბეტი ქალის სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. სწორედ ის იქცა მთავარ გმირად პინ-აპის განვითარებაშიც, რომელმაც მხიარული გოგონას იმიჯი წარმატებით მოირგო. მისმა გრძელვადიანმა წარმატებამ მაყურებელი მერლინ მონროს ვარსკვლავური სტარტისთვის შეამზადა.
ელიზაბეტ ტეილორი
კინოვარსკვლავი 2011 წელს გარდაიცვალა. ელიზაბეტ ტეილორი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც ფილმში მონაწილეობისთვის ჰონორარის სახით მილიონი დოლარი მიიღო. ის ხუთჯერ იყო გათხოვილი (სხვათაშორის, რიჩარდ ბარტონზე მსახიობი ორჯერ გახლდათ დაქორწინებული).
ვივიენ ლი
ორი "ოსკარის" მფლობელი მსახიობი 1967 წელს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვივიენის ცხოვრებაში მხოლოდ ორი მამაკაცი არსებობდა: პირველი ქმარი ჰერბერტ ლი ჰოლმანი და ლოურენს ოლივიე, რომელთანაც ქორწინებამ 20 წელს გასტანა.
ჯეინ რასელი
მსახიობი 2011 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველმა ფილმმა რასელის მონაწილეობით მისი ზედმეტად თამამი დეკოლტის გამო დღის სინათლე ძლივს იხილა. მსახიობი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული.
მიშელ მერსიე
მშვენიერი მიშელ მერსიეს მონაწილეობით ფილმ "ანჟელიკას" სერიებს თვალს ყველა გულმოდგინედ ადევნებდა, მსახიობი ოთხჯერ იყო გათხოვილი (ორჯერ - არაოფიციალურად) ფრანგული კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავს შვილები არ ჰყოლია.
სილვა კოშინა
იტალიელი მსახიობი სილვა კოშინა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. არტისტი კარიერის დასაწყისში ძირითადად, სექსუალურ გმირებს, მოგვიანებით კი - ასაკში შესულ ლამაზმანებს, ბარონესებსა და გრაფინიებს ასახიერებდა. 60 - იანი წლების ბოლოს კი ის ცოლად ცნობილ პროდიუსერს რაიმონდო კასტელის გაჰყვა.
სილვია კრისტელი
ცნობილი ნიდერლანდელი კინომსახიობი და მოდელი სიმსივნით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ მან განასახიერა ეროტიკულ ფილმში "ემანუელა" ამავე სახელწოდების გმირის ყველასთვის ნაცნობი სახე. სილვია კრისტელი საფრანგეთის პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის საყვარელი იყო.
ჯოან კროუფორდი
ჰოლივუდის "ოქროს ხანის" ბრწყინვალე წარმომადგენელი, ამერიკული მუნჯი და ხმოვანი კინოს ნამდვილი ვარსკვლავი - ჯოან კროუფორდი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისტორიაში ერთ - ერთ უდიდესს არტისტად აღიარებული მსახიობი "ოსკარის" ლაურეატიც გახლდათ. ჯოანი 4 ჯერ იყო გათხოვილი, მათ შორის მუნჯი კინოს პერიოდის ვარსკვლავ დუგლას ფერბენკსზე.
მარლენ დიტრიხი
ცნობილი გერმანელი მსახიობი და მომღერალი მარლენ დიტრიხი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული კინოვარსკვლავი გათხოვილი რუდოლფ ზიბერზე იყო, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია პარალელურად სასიყვარულო ურთიერთობაში ყოფილიყო რემარკთან და ჟან გაბენთან.
ჯინა ლოლობრიჯიდა
ლეგენდარულმა იტალიელმა მსახიობმა და 50-იანი წლების სექს-სიმბოლომ ჯინა ლოლობრიჯიდამ ფილმებში - "ფან-ფან ტულპანი" და "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" მთავარი როლები შეასრულა. 19 წლის განმავლობაში ის დაქორწინებული ექიმ მილკო სკოფიჩეზე იყო.
ავა გარდნერი
"American Film Institute"-ის ყველა დროის საუკეთესო ვარსკვლავების სიაში შეყვანილი ამერიკელი მსახიობი 67 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. "ოსკარის" სამგზის ნომინანტი გათხოვილი სულ სამჯერ გახლდათ. ავა გარდნერმა საკუთარი ბედი კინოვარსკვლავებს - მიკი რუნის, არტი შოუსა და ფრენკ სინატრას დაუკავშირა. მსახიობი სკანდალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა ასევე მილიონერ ჰოვარდ ჰიუზთანაც.
ბეტი დევისი
ორი კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი ამერიკელი კინო- ტელე- და თეატრის ვარსკვლავი ბეტი დევისი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის "ოსკარზე" არც მეტი, არც ნაკლები 10 -ჯერ იყო ნომინირებული. ბეტი ჰოლივუდის ისტორიაში უდიდესი მსახიობების სიაში საპატიო, მეორე ადგილს იკავებს. მსახიობი ქორწინებაში სულ 4 - ჯერ იმყოფებოდა.
ელიზაბეტ ჰარლი
ახალგაზრდობაში მსახიობი და მოდელი მამაკაცთა ჟურნალების არაერთ გვერდს ამშვენებდა. 2011 წელს მას სერიალში "ჭორიკანა" ახალგაზრდა ჩეის კროუფორდის საყვარლის როლი ერგო.
პენელოპე კრუსი
ეს ვნებიანი ესპანელი ქალბატონი კი ისეთ ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობდა როგორებიც არიან - ვუდი ალენი, რობ მარშალი და პედრო ალმოდოვარი. სამი წლის განმავლობაში მსოფლიო გაფაციცებით ადევნებდა თვალს ტომ კრუზთან მის მგზნებარე რომანს, შემდეგ კი უკვე პენელოპა მეთიუ მაკკონაჰის მკლავებშიც აღმოჩნდა, თუმცა 2010 წელს ლამაზმანმა საკუთარი ბედი საბოლოოდ, ხავიერ ბარდემს დაუკავშირა.
სალმა ჰაიეკი
მექსიკელი კინომსახიობი ფილმებში ძირითადად, ძლიერ და ძალაუფლებისმოყვარე, სექსუალური ქალების როლებს ასახიერებს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია - "თავზეხელაღებული", "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" (სწორედ იქ ცეკვავს ლამაზმანი გველთან ერთად თავის ცეცხლოვან ცეკვას), "ფრიდა" და სხვა. მსახიობი მილიარდერ ფრანსუა ანრი - პინოსთან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, რომელთან ერთადაც ქალიშვილს ვალენტინას ზრდის.
ჯენიფერ ლოპესი
პუერტორიკოელი ლამაზმანი "ოქროს გლობუსისა" და "ყველაზე ლამაზი უკანალის" ტიტულის მფლობელია. ჯენიფერი კინოშიც ისეთივე პოპულარულია, როგორც მუსიკაში.
ნაომი კემპბელი
ნაომი - პირველი ფერადკანიანი მოდელი გახლავთ, რომელიც ფრანგული და ინგლისური "Vogue"-ის გარეკანზე გამოჩნდა. პოდიუმის "დედოფალი" და "შავ პანტერად" წოდებული ნაომი კემპბელი 19 წლის ასაკში რობერტ დე ნიროს ხვდებოდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი რომელიც მოდელზე 27 წლით იყო უფროსი, მაიკ ტაისონზე გაცილებით უფრო აქტიური აღმოჩნდა, რომელიც გოგონაზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა.
მონიკა ბელუჩი
მთელი სამყარო მონიკა ბელუჩის ფეხებთან ფილმ "მალენას" შემდეგ აღმოჩნდა, სადაც მას სექსუალური "დივას" როლი ერგო. იტალიური კინოს მშვენება მონიკა ბელუჩი ცნობილ ფრანგ მსახიობ ვინსენტ კასელზე იყო გათხოვილი, თუმცა განქორწინების შემდეგაც კი, ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზესს წყვილად ითვლებიან.
სინდი კროუფორდი
სინდი კროუფორდი იყო პირველი სუპერმოდელი, რომელიც ჟურნალ "Playboy"- სთვის გაშიშვლდა. მის ანგარიშზე - 600 -ზე მეტი ჟურნალის გარეკანია. 90-იანების ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი მოდელი დღეს უკვე მისმა მშვენიერმა ქალიშვილმა კაია გერბერმა ჩაანაცვლა.
შერონ სტოუნი
მსახიობის ყველაზე ცნობილი როლი პოლ ვერჰოვენის "ძირითად ინსტინქტში" (და მისი ყველაზე ცნობილი სცენა) შესრულებული კეტრინ ტრამელის სახეა. მარტინ სკორსეზეს ფილმმა "კაზინომ" კი ვარსკვლავს "ოქროს გლობუსი" და "ოსკარის" ნომინაცია მოუტანა.
ლინდა ევანგელისტა
ლინდა გახლავთ პირველი მოდელი, რომელსაც ღონისძიებებზე დასასწრებად საკმაოდ სერიოზულ ჰონორარებს სთავაზობდნენ. 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუპერმოდელი გარკვეული პერიოდი მილიარდერს ფრანსუა - ანრი პინოს (სალმა ჰაიეკის ახლანდელი მეუღლე) ხვდებოდა, რომელმაც ის მას შემდეგ მიატოვა, რაც ლინდას ორსულობის შესახებ შეიტყო.
მადონა
მადონა ლუიზა ჩიკონემ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ათეული მუსიკალური ჯილდო მოიპოვა, მათ შორის პრესტიჟული "გრემიც". მომღერლის ყველაზე ცნობილი მამაკაცები იყვნენ: შონ პენი, გაი რიჩი და ჯონ კენედი უმცროსი.
პამელა ანდერსონი
მსოფლიომ მის შესახებ სერიალ "მაშველების" შემდეგ შეიტყო. ასე გახდა ლოს-ანჯელესის სანაპიროს მაშველის წითელი საცურაო კოსტიუმი - საფირმო. სამწუხაროდ, მსახიობის ოთხივე ქორწინება მისთვის საკმაოდ უიღბლო აღმოჩნდა.
ქეით მოსი
მოდელი ტაბლოიდური ჟურნალების გვერდებიდან დღემდე არ ჩამოდის და მილიონიან კონტრაქტებს კვლავაც წარმატებით აწერს ხელს. ბრიტანელ მოდელს რომანი დანიელ კრეიგთანაც ჰქონდა, თუმცა დღესდღეობით, ის ურთიერთობაში გერმანელ არისტოკრატ ნიკოლაი ფონ ბისმარკთან იმყოფება.
ჯია კარანჯი
მსოფლიოში ერთ - ერთი პირველი სუპერმოდელი ჯია კარანჯი შიდსით 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიჩარდ ავედონისა და მარკო გლავიანოს გაცნობა გოგონას კარიერის დასაწყისად იქცა. ჯიას საკმაოდ ხშირად ნახავდით ცნობილი ჟურნალების "Vogue"-ისა და "Cosmopolitan"-ის გარეკანებზე. მოდელმა მაღალი მოდის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. ის იყო ერთ-ერთი პირველი შავგვრემანი მოდელი, რომელიც მოდური ჟურნალების ყდებზე გამოჩნდა. პრესამ სინდი კროუფორდს, მასთან საოცარი მსგავსების გამო, ზედმეტსახელად "Baby Gia"-ც კი შეარქვა. ჯია კარანჯის ისტორია საფუძვლად დაედო ბიოგრაფიულ ფილმსაც "ჯია", რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.
სვეტლანა სვეტლიჩნაია
საბჭოთა კინოს მსახიობი სვეტლანა სვეტლიჩნაია საქვეყნოდ ცნობილი გაიდაის ფილმმა "ბრილიანტის ხელმა" აქცია. არაერთი ჭორი დადიოდა იმის შესახებ თუ როგორ ღალატობდა ის საკუთარ მეუღლეს ვლადიმერ ივაშოვს, თუმცა მიუხედავად ამისა, წყვილის ქორწინებამ 30 წელზე მეტხანს გასტანა.
მარინა ვლადი
მომღერალმა და მსახიობმა მარინა ვლადიმ ფილმ "ფუტკრების დედოფალში" შესრულებული როლისთვის კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა. მარინა ვლადი ოთხჯერ გახლდათ გათხოვილი. ის ვლადიმერ ვისოცკის ბოლო მეუღლე იყო.
|